Posted in კულინარიული ამბები

როგორ ვაჭამე ჩიტებს გუფთა


მეგობარს ვიდეო გავუზიარე, თუ როგორ აკეთებს მოყვარული მზარეული მაროკოულ ცხარე ხორცის ბურთულებს (a.k.a. გუფთა/ქუფთა (სპარსულიდან)) ერთი კია ძალიან მადისამღძვრელი მომზადების პროცესია ასახული და რა გამიხდა ერთი თიხის ქვაბი არ ვიცი 😦

ჰოდა გამახსენდა, რომ ბავშვობაში ვერ ვიტანდი გუფთას.

გუფთის დღე ჩემთვის იყო ერთი დღე ჯოჯოხეთში (ისე როგორც წარმომედგინა – გუფთით სავსე ქვაბებით)

გუფთის დღე იყო ჩემ მიერ მოწყობილი სოლო კონცერტი მთელი ეზოსთვის (ბექებში დედაჩემი)

მარტივი საკონცერტო ტექსტით: არ შევჭამ, არ შევჭამ (ჩემი პარტია), შეჭამ, შეჭამ, ეზოში არ გაგიშვებ და ა.შ. (დედაჩემის ბექური რეჩიტატივი)

ჰოდა, ერთხელაც მარტო დამტოვა ოთახში დედაჩემმა,  მოვსკუპდი ფანჯარაზე და ზლაზვნით მივირთმევ მლაშე გუფთას (თან ვტიროდი),  ფანჯრის რიკულების იქეთ მშიერი ჩიტები ქვებზე ნისკარტებს იფხანდნენ, შემეცოდნენ და ჯერ პური გადავუყარე.

აქ გონება გამინათდა და მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა, ავიღე ქაღალდის ხელსახოცები და ამ ჩემი წილი გუფთების სათითაოდ გადალაგება დავიწყე რიკულებს იქეთ, შევახვევდი, გადავუდებდი რთს და ველოდებოდი როდის შეახრამუნებდნენ პატარა ნისკარტებით 😀 ასე წარმატებით აითვისეს დანარჩენი გუფთებიც და მე ბედნიერს მხოლოდ გუფთის წვენი მერგო.

სად იყო და სად არა, დედაჩემიც შემოვიდა

შეჭამე დე? – მეკითხება ეშმაკურად 😉

კი, დე – ვპასუხობ ტრიუმფალური სახით

მე ნახევრად მეგრელი ვარ, დედაჩემი მთლიანად მეგრელი, ვერ მოვუგე, ჯერ ჩემი ტრიუმფალური სახე არ მოუვიდა თვალში და მერე ფანჯარაში გაიხედა, სადაც ნაგუფთარ-ნასალფეთქარმა ეზომ და ჩიტების კმაყოფილმა ჟივილ-ხივილმა საბოლოოდ გამცა.  😀

პ.ს. იმ დღეს გუფთას გადავრჩი

ავტორი:

Blogger, Photographer, Filmmaker

17 thoughts on “როგორ ვაჭამე ჩიტებს გუფთა

  1. მე ზოგადად ხორცი არ მიყვარს და ამიტომ გუფტა კატლეტი და სხვა მისთანანი ყველა ერთია თუმცა სიულვილი არც მქონია და არც მაქვს მათდამი : )

    აი ბალახებიან სუპებს კი ვერ ვიტან , მაგალითად მჟაუნის ან მაწვნის სუპებს – მხოლდო და მხოლოდ იმიტომ რომ ასე მგონია ძროხა უნდა ვიყო რომ იქ მოტივტივე აბიბიენებული საძოვარი მივირთვა

  2. რა მაგარია 😀 მე არასოდეს მტოვებდა დედაჩემი საჭმელთან მარტოს, თორემ ჩიტებს არ დაველოდებოდი, მაშინვე ნიჟარაში ან სანაგვეში გავაქანდებდი. 😀

  3. ჯერ ერთი – უფრო სწორი ფორმაა “ქუფთა” (სპარსული ზმნიდან “ქუFთან” – დანაყვა, დაბეგვა “ქუFთე” – დანაყული, დაბეგვილი).
    ახლა მეორე – ერთ კაცსაც მობეზრებული ჰქონდა “ქუფთა”, რადგან ცოლი გამუდმებით ამ საჭმელს ახვედრებდა… ქმარი კი, როგორც კარგ მეოჯახეს შეეფერება, მაინც “თავაზიანად” შესძახებდა ხოლმე – ვაჰ, ქუფთა!!! – და იძულების წესით ჭამდა…. ერთხელაც ცოლმა ტოლმა დაახვედრა… ქმარმა დახედა და შესძახა: “ვაჰ, ქუფთა, პლაჩჩი ჩაგიცვია?!”
    დანაყული კი იმიტომ ჰქვია, რომ ადრე ხორცის გასატარებელი მანქანა რომ არ არსებობდა, ან კეპავდნენ, ან ნაყავდნენ, ან ბეგვავდნენ სატოლმე–საქუფთე–საქაბაბე–სახინკლე ხორცს.

  4. მე გუფთებზე ვგიჟდები… რომ მიმიშვან მთელ ქვაბს გავათავებდი :დ :დ :დ

    სამაგიეროდ, ბავშვობაში კარადის უკან ვყრიდი წითელ ლობიოს (დღეს მიყვარს), მწვანე ლობიოს, ბარდას, გაბლიკებულ სუფებს…
    დღემდე არ ვიცი, გამიგეს თუ არ :დ :დ :დ

    1. კარადის უკან დიდი სოკო თუ არ ამოსულა ან ობობა პრეტენზიით დღეს რატომ არ მაჭამეთო მაშინ ვერ გაიგებდნენ 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s