რას გვასწავლის დაჯმული თხუნელა?


ერთი ბუტერბროდი მოვიმზადე და დავჯექ წერად ამ პოსტისა.

რა ბანალურია, მაგრამ მედალს აქვს ორი მხარე და მეც, ამ ძალიან ნეგატიურ გადაცემას პოზიტიური შტრიხები მინდა მოვუძებნო.

რამდენი რამე გაიგო ერთი გადაცემით ხალხმა და ჩაიბეჭდა გონებაში.

აბა მივიდეს იმედის ჟურნალისტი, გააღვიძოს რომელიმე რესპოდენტი და ჰკითხოს რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს, ვინ იყო ილია მართალი, ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი, სხარტ მთქნარებას უმალ სხარტი პასუხი მოჰყვება და იმედის ჟურნალისტიც სახტად დარჩება მიღებული პასუხებით.

მაშ ასე ვინ თქვა ტელევიზიას განათლების ფუნქცია არ აკისრიაო?

აი თქვით რა, დარჩა ვინმე საქართველოში დღეს ვინც არ იცის პეტრე მელიქიშვილი ვინ არის??

მგონი რომ არა!

ყველამ იცის რომ:

პეტრე მელიქიშვილი იყო უნივერსიტეტის პირველი რექტორი

ილია მართალი იყო ილია ჭავჭავაძე

სამკუთხედს აქვს სამი გვერდი

და რომ თხუნელას იმედმა დააჯვა

დიახ იციან, ვინც მანამდე იცოდა რა კარგი, ვინც არა და დაგუგლა და გაიგო!  მარტო ამ ინტერვიუების ამსახველი ვიდეო მონაკვეთი 5000-მდე ადამიანმა ნახა, დაიწერა უამრავი აღშფოთებული თუ ვერ აღშფოთებული პოსტი, რომელიც ასევე ბევრმა ადამიანმა ნახა, აღარაფერს ვამბობ თავად გადაცემის მაყურებელთა მასშტაბებზე. ამ გადაცემის გასვლის შემდეგ თუ მონაწილე პერსონებმა და კიდევ სხვა რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა ხელში ან წიგნი აიღო ან ინტერნეტში იქექა, ან ვინმეს რამე ჰკითხა, ან გადაწყვიტა რომ  მომავალში სწავლას უფრო ყურადღებით მოეკიდება, მაშინ, მე ამ ინფანტილურ გადაცემას იმედს ვპატიობ.

გადაცემის ბოლოს ზღაპრის მორალზე დისკუსია შეწყდა, აღარავის უჩნდება შეკითხვა თუ რას გვასწავლის დაჯმული თხუნელა.

——————

უი, ვინ შეჭამა ჩემი ბუტერბროდი?! :@

Advertisements

20 comments on “რას გვასწავლის დაჯმული თხუნელა?

    • იმედის მხოლოდ ლუზერებს სჯერათ, იმედის იმედი ვისაც აქვს ახლა ის წარმოიდგინე როგორი ლუზერია 😀 რა თქმა უნდა ირონია უნდა დაინახოთ ტექსტში ❤

  1. გამოხმაურება: პეტრე მელიქიშვილიდან ბიჭოლამდე « Stichoza's Blog

  2. თხუნელას რა სინდისით აჯვამ, პატარა როა და ბრმა იმიტომ?
    თუ ვაჟკაცი ხარ, წადი ძმა და დათვს დააჯვი.

      • ვინც დააჯვა იმას. 🙂
        არ მინახავს ეგ გადაცემა – მაგ შაბათს რაგბი იყო და მერე გამარჯვებას აღვნიშნავდით და არ მეცალა სპეცრეპორტაჟისთვის. 🙂

        თან მაგ თემაზე ერთი ხოფერიას გადაცემა ხომ იყო უკვე? გავიარეთ.

    • ხო იყო და რა ვიცი გავიარეთ მართლაც, მეტად საკამათო თემაა, ვინ არის ყოვლისმცოდნე და ვინ არის ის ვინც ყველაა კითხვაზე იცის პასუხი

      და ზღაპრის მიხედვით თხუნელას ძაღლმა უქნა თავზე იხ. კალატოზიშვილის ბლოგი 🙂

  3. es ilustrirebuli cigni 3 clidan bavshvebistvis aris gankutvnili, anu im periodistvis, rodesac bavshvi samkaros fartod gacnobas ickebs. am cignit bavshvi ecnoba ganavals, kerdzod ki, imas, rom ganavali aramarto tviton, aramed cxovelebs da frinvelebsac aqvt da rogor gansxvavdeba kvela cxovelis da frinvelis ganavali ertmanetisgan. sheidzleba zrdasruls sasacilod ar ekos es ganmarteba, magram 3 clis bavshvisatvis cingi da ilustraciebi dzalian saxaliso da dzalian sainteresoa. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s