მუსიკა და გაუგებრობა


ჯერ იყო და ეგვიპტემ გამომაცალა ძალები,  ახლა არის და იაპონიის უბედურებამ დამრია ხელი,  თითქოს ყველა ერთად უბედურებების ჭაში ჩავცვივდით, რომელსაც ძირი არ აქვს. ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და გაცემა არ არის ადვილი საქმე, დავიღალე, დავისტრესე, დავნაღვლიანდი, სხვებსაც გული შევუწუხე.

ზოგჯერ მაოცებს ხოლმე ადამიანური შესაძლებლობები, რას წარმოვიდგენდი თუ ერთი წლის წინ ნოდარ ქუმარიტაშვილის გვერდზე იაპონელი ქალბატონი გაიზიარებდა ჩვენ მწუხარებას და გვანუგეშებდა, ხოლო დღეს იგივეს მე გავაკეთებდი და ის კიდევ აქეთ დამამშვიდებდა ნუ გეშინიათ, კარგად ვართ, არ ინერვიულოთ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის და იმედი გვაქვს რომ ატომურ სადგურს არაფერი ემუქრება და არ აფეთქდება. მაშინ როცა ამ ბოლო წინადადებას ვწერდი, ინფორმაცია მოვიდა რეაქტორის აფეთქების შესახებ.

ერთადერთი რასაც ასეთი სტრესული და ქაოსური მდგომარეობიდან გამოვყავარ ხოლმე სწორედ იუმორია, ვერ ვიტყვი რომ იუმორი ამ დროს დროულია, მაგრამ არ გაძლევს ხელის ჩაქნევის და დეპრესიის საშუალებას, ნელი ნაბიჯებით საღი აზრისკენ გაბრუნებს. ეს აბზაცი ერთგვარი თავისგამართლების მატარებელიც შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ მიცნობენ და თვლიან რომ მე ბოროტად ვხუმრობ. მარტივად ვიტყვი – მე არ ვარ ბოროტი.

გუშინ და დღეს იაპონიის შესახებ ზღვა ინფორმაცია წამოვიდა ჯერ მიწისძვრა 8,9 ბალი, შემდეგ ცუნამი, შემდეგ ისევ მიწისძვრა, ატომური სადგურის აფეთქების საშიშროება და ა.შ. და  ერთ–ერთი ასეთი თვალიერების დროს, ვხედავ ქართულ ნიუსს, რომელიც გვამცნობს: “წერეთლის გამზირზე ამოხეთქა 3 მეტრიანმა შადრევანმა, შეწუხებული მგზავრები გუბეებს ვერ ახტებიან და ტრანსპორტში ვერ ადიან”. – ნუ, ვერაფერს იტყვი, ნიუსია ესეც, პარადოქსული, ზოგან წყალმა ქალაქი ჩაყლაპა, ზოგან გუბეს ვერ ახტებიან . . . პრობლემაც არის და პრობლემაც . . .

მთელი ამ ქაოსის და ვაი–უშველებელის შემდეგ, ჩემი აზრით სრულად ადექვატური და დროული იყო გოგა ხაჩიძის მუსიკით გამოხატული მწუხარება.

არავითარი სიტყვის წარმოთქმა და ვიზიარებ მწუხარებას და ბლაბლაბლა . . .

არავითარი შეკრება საელჩოს წინ და ბლაბლაბლა . . .

არავითარი ვაუჩერები და ბლაბლაბლა . . .

აი ასე, უბრალოდ სიჩუმე და მხოლოდ მუსიკა


Advertisements

7 comments on “მუსიკა და გაუგებრობა

  1. ეს დღეები მსგავს ემოციებში ვარ, განვიცდი. ირგვლივ ძალიან ინდეფერენტული დამოკიდებულებაა, ძალიან მიკვირს…

    კიდევ ის მენიშნა:
    იაპონელებთან რამდენი ინტერვიუც ვნახე ბბს–ზე და სნნ–ზე მომღიმარი სახეები აქვთ, ან ჩეულებრივი გამომეტყველა. როგორი სიმტკიცეა! როგორი თავშეკავებულება!

  2. გამოხმაურება: TOP პოსტები – STIV & STOK « გეი ბიჭის დღიური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s