სად ხარ მეთ?


ეძღვნება ლევან ღამბაშიძეს 🙂

მას შემდეგ რაც ფეისბუქზე თავმოკლულმა და აწ უკვე მხიარულმა იუზერმა, ერთ-ერთ დისკუსიაზე, სტუმრების მოლოდინში ხსენებული ვიდეო გვიჩვენა, სულ მინდოდა დამეწერა ამის შესახებ.  თქვენ და კიდევ 16360279 მომხმარებელს ეს ვიდეო ალბათ უკვე ნანახი აქვს, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს, თავმოკლულმა მომხმარებელმა ისე ლაღად და მხიარულად წარმოადგინა იგი, რომ გულში ჩამრჩა.

აი ასე, ერთ დღესაც მიატოვა ჩვენმა მეთმა სამსახური, კარიერა, მოაჯდა ჩემოდნებს და დაიწყო მოგზაურობა.  ცხადია თავიდან მთელი დანაზოგი შემოეხარჯა და დამეთანხმებით მოგზაურობაც არ არის იაფი სიამოვნება, რაც არ უნდა ფეხით და საძილე ტომრით აკიდებულმა იაროთ, მითუმეტეს ისეთი მოგზაურობისთვის როგორშიც მეთია ჩაბმული მარტო ფეხები არ არის საკმარისი, ფრთებიც საჭიროა.

ვიდეო რგოლების ჩაწერის იდეა მეგობარს მოუვიდა, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, მორიგი ტურისტული ფოტოს გადაღებისას.  ”მოდი იცეკვე შენებურად და მე ჩაგწერ” – უთხრა მეგობარმა. ეს ერთადერთი ცეკვაა, რაც მეთმა იცის, თუმცა ეს ზუსტად ის ცეკვაა, რაც ლამის მთელმა ქსელურმა მსოფლიომ იცის, ის ცუდად ცეკვავს, მაგრამ მერე რა, მთავარია ბედნიერია, მთავარია მხიარულია, ლაღია არც სხვას აკლებს თავის ემოციებს და რაც ყველაზე მთავარია ცხოვრება არ შემოეჭამა ვიდეოთამაშების შექმნაში., ფაქტობრივად მასში, რობოტი საზოგადოების რობოტმა ნაწილმა თავი მოიკლა, გათავისუფლდა, გახალისდა ფუჭად არ დამიწყია ეს პოსტი მხიარული თვითმკვლელი მომხმარებლით.  არის აქ რაღაც აზრი.

2003 წლიდან მოყოლებული, რაც სამსახური მიატოვა, მეთი მოგზაურობს და ცეკვავს, ცხოვრობს სიეტლში,  ვაშინგტონის შტატში, მეგობარ გოგოსთან და ძაღლთან ერთად.

საკონტაქტოდ და მეთის შესახებ ახალი ამბების გასაგებად გააკეთა ვებგვერდი , რომელსაც მუდმივად აახლებს და დებს ინფორმაციას მისი ადგილმდებაროების შესახებ. მაგალითად, ამ პოსტის წერის დროისთვის მეთი იმყოფებოდა სიეტლში, ნუ ყოველ შემთხვევაში რუქა 20 საათის წინ არის განახლებული და ახლა შეიძლება სულაც სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში ან სხვა კონტინენტზე სცემს ბუქნს.

პ.ს. თუ იგი საქართველოშიც მოხვდა, თქვენ კი მასთან ცეკვა მოგინდათ, ნუ მოგერიდებათ, უბრალოდ მისწერეთ.

მეთი ტოკიოში

მეთი

Advertisements

8 comments on “სად ხარ მეთ?

  1. მოგზაურობაზე დავწერე ჩემი ბოლო პოსტი. უფრო სწორად იმაზე რა მინდა ცხოვრების მანძილზე ვნახო. ჰოდა მე სადაც მინდა, მეთი ყველგან ყოფილა უკვე.

  2. ამ კაცის ჩამოყვანა კარგი მარკეტინგული ნაბიჯი იქნება, ჩემის მოკრძალებული აზრით )))) არა მგონია, ძვირი მოითხოვოს :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s