პოეტური ორდენი “ორ-კაული”


დღეს, ამ ცოტა ხნის წინ შექმნილი პოეტური ორდენის ”ორ-კაული”-ს შესახებ მოგითხრობთ, აბა რა ეგონათ, მთაგეს, მთაგეს, მთაგეს და ეს პოსტი გამოთხარეს 😀  ჰოდა, მეც შეძლებისდაგვარად, განვიხილავ ზოგიერთ მათგანს:

მორტიმერ გვაზავა

სხვა ორდენოსნებისგან ჰაიკუების სიჭარბით გამოირჩევა, ნუ, ყოველ შემთხვევაში თავად ასე სჯერა, რომ ის რასაც წერს სხვა არაფერია თუ არა ჰაიკუ.

ასე, მაგალითად,

Hi კუ,

კუკუ! ფუ რა სუნია?!

გაა-კუ-ე?

(მორტიმერ გვაზავა –  by პოეტური ორდენი “ორ-კაული” on 2011 წლის 06 03, კვირა, 2:55-ზე)

დავაკვირდეთ ჰაიკუს წერის დროს – ღამის 2:55, ამ დროს როგორც ყველა ჭეშმარიტი პოეტი, მორტიმერიც უზის თავის კომპიუტერს (არა ფურცლის ნაგლეჯს და ბატის ფრთას), სასმელს მისძალებია და სიგარეტის ბოლში ძლივს პოულობს კლავიატურაზე სასურველ ასოებს, დათვრა, თან დაიღალა, ეძინება, იქნებ მშიერიც არის, ერთი ბეწო თავშეკავების უნარიც აღარ აქვს, ხოდა რა გასაკვირია რომ სუნი დადგა და ჰაიკუ ქნა.

ოლივერ გუჯეჯიანი

სააკაშვილის ფიქრები ”ნატოს” აღმოსავლეთით გაფართოებასა და სადღობელაშვილის ცენტრალურ გაფართოებაზედ

უკვე მომწყინდა მე ანგელა მერკელზე ნძრევა,

ნატო-ში მაინც ვერ შევდივარ, ლადო-ში შევალ.

(by პოეტური ორდენი “ორ-კაული” on 2011 წლის 24 02, ხუთშაბათი, 17:59-ზე)

რა უნდა ვთქვა, როცა სათაურში ყველაფერი ნათქვამია, ერთი კი ნათელია, რომ  ზოგჯერ ეს ახლადგამოჩეკილი პოეტები პოლიტიკასაც ეხახუნებიან და თავისებურად იღზგნებიან (რას გაუგებ პოეტებს) . . .

პირველი გერანტოფილური ხაზის გარდა, ”ლექსში” იგრძნობა ჩვეული პესიმიზმი და გულისწყვეტა (ნატო-ში მაინც ვერ შევდივარ) და აქვე შეჩვეული ჭირის ერთგულებაც არ ავიწყდება პოეტს – იქ ვერ შევდივარ, ლადო-ში შევალ.

ანდრეას შულცი

სონეტი მთვარეს

ო, მთვარევ, მთვარევ

ო, მთვარევ!

რას მერჩი,

რას დამატარებ . . .

სონეტი მზეს

მთვარეს რომ ვუძღვნი სონეტებს –

უცებ დავფიქრდი დღეს

და მერე თავში დამარტყა –

ვაიდა ეწყინოს მზეს?!

მგონი ახლა თქვენც ის იფიქრეთ რაც მე? მთვარე დაატარებს ამ კაცს, თან არ უნდა რომ დაატარებს და თან ლექსებს უძღვნის, მოგვიანებით თავში დაარტყამს (ალბათ მზე) არც მას ჩაგრავს და უძღვნის სონეტს.

სანამ ლექს ბოლომდე ჩავიკითხავდი მეგონა ნაზი პოეტური სულის ადამიანთან მქონდა საქმე, რომელიც სიყვარულით მთვრალი აღმა-დაღმა დაიარება ხან მზესთან და ხან მთვარესთან ან მზისასთან ან მთვარისასთან . . . . მაგრამ ვაი რომ არა!  მზის სონეტის ბოლო ორი ხაზის წაკითხვის შემდეგ კლავიატურა ხელში შემეყინა 😦

ბევრი რომ აღარ ვატრაკო

სონეტი ეძღვნება ჩემს ყლეს

იესო კვარტლელი

ელეგია ლადო სადღობელაშვილს (ამონარიდი)

ტრაკზე ხელების გასმა –

დადის კაცებში მარტო,

ჩემი გეი ძმა,

ჩემი ლადო.

მითხრა: “მაკოცე ნაზად!”-

და იქვე ხატი დადო. –

“მინდა გიყვარდე მარად!”

ლადომ.

. . . . . .

ერთი წინადადებით შემოვიფარგლები: იესოს ქვეცნობიერი ჩემ ქვეცნობიერს ეუბნება, რომ ეს ლექსი ავტორის თავისებური ქამინგაუთია.

და ბოლოს, დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ ორ-კაულის ფანპეიჯზე, შეხვიდეთ და თამამად შესდგეთ ფეხებით ”LIKE” ღილაკს.  (აქ დაწკაპეთ)

პ.ს. ეს ჩემგან ეძღვნება ორდენს 🙂

ჰეი, თქვენ, ორდენოსნებო, გაუმაძღარნო ლექსითა,

თქვენ ფანპეიჯზე მოსვლა და ლექსის დადება მომინდა.

შენ ბიჭო ორდენოსანო, მუზები ხომ არ გჟიმავენ?!

ეს ორდენია თუ მართლა მუზები ორგიას გიწყობენ?!

იქნებ მე თვალი მატყუებს, კაულს და გიას ვერა ვცნობ,

მაშინ აიღეთ კალმები და მიპასუხეთ გარკვევით:

თუ არც მუზების ორგია და არც ახალი სექსტეტი

მაშ ეს ცინცხალი ორდენი რა ძალამ გააპიარა?!

ჰეი, თქვენ, ორდენოსნებო, რას ილექსებით, რა გინდათ?

თქვენს ფანპეიჯზე მოსვლა და ლექსის დადება მომინდა.

Advertisements

4 comments on “პოეტური ორდენი “ორ-კაული”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s