1984-1997-2009


ქამერონის ფილმოგრაფიას სულ სამ ნაწილად დავყოფდი – ტერმინატორი (1984), ტიტანიკი (1997) და ავატარი (2009).

სამივე შემთხვევაში ქამერონი დროს უსწრებდა, ნაკლები ხარჯით, მაღალი ტექნოლიგიებით და კიდევ უფრო მაღალი შემოსავლით.

ტერმინატორისთვის ძლივს იპოვა სტუდია და ძლივს გაყიდა სცენარი, ფილმის გადაღება 6.5 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო შემოსავალი 80 მილიონ დოლარს ასცდა მსოფლიო მასშტაბით.

რეჟისორს, ასევე ფინანსური პრობლემები ჰქონდა ტიტანიკის გადაღების დროსაც, მაგრამ მონდომებისა და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად ტიტანიკმა ოსკარის 14 ნომინაცია, 11 ოსკარი და 1.8 მილიარდი დოლარი მოიპოვა.

ეს ფილმი სულ სამჯერ მაქვს ნანახი, პირველად დიდ ეკრანზე 1997 წელს, შემდეგ იმავე წელს კიდევ ერთხელ და მესამედ ახლა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ:

ნამდვილი კინო არ იძირება ისე როგორც ჯეკი ჩაიძირა ცივ და გაყინულ ოკეანეში

ნამდვილი კინო ყოველ ჯერზე უკვე განცდილ ემოციებს უნდა ამეორებდეს

ნამდვილი კინოს ყოველი ყურებისას რაღაც ახალს უნდა პოულობდე ან მასში ან შენში

ნამდვილი კინო წლებს უნდა უძლებდეს

ნამდვილი კინო ფერებს არ უნდა კარგავდეს

ავატარის სცენარი ქამერონს 1994 წელს უკვე მზად ჰქონდა და პირობა დადო რომ როგორც კი ტიტანიკს დაასრულებდა ავატარის გადაღებას დაიწყებდა. ფილმა ხუთი ნომინაცია და სამი ოსკარი მოიპოვა და ქამერონმა შემოსავლების საკუთარი რეკორდი დაამსხვრია, ფილმის საერთო შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ვერ ვიტყვი რომ ქამერონზე გადარეული ვარ და რომ ის ჩემი ფავორიტი რეჟისორია, თუმცა ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მიყვარს როდესაც კაცი მუშაობს, მონდომებულია, ცდილობს და ფიქრობს იმაზე ერთს საქმეს, რომ დაამთავრებს როგორ და რითი დაიწყებს და დაასრულებს შემდეგს. ეს უდავოდ დასაფასებელია.

 

p.s. ისე მე მისი მეოთხე ცოლი უფრო მომწონდა  – ლინდა ჰამილტონი

ტიტანიკის გადაღებისას – ქეით უინსლეტი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯეიმს ქამერონი


ავატარის გადაღებისას – ჯეიმს ქამერონი

Advertisements

12 comments on “1984-1997-2009

      • რომელი და ტერმინატორი, მართალია ავატარი კინოთეატრში არ მინახავს, მაგრამ მეეჭვება რომ მომწონებოდა, ვერ გავიგე რა სილამაზეა კუდიან ქალებში. :))) უსულო ფილმები აქვს კამერონს. პრინციპში ტიტანიკი კარგი ფილმია. :))

    • ტერმინატორს როცა იღებდნენ იმ პერიოდებში მომწონდა, ნუ ბოლო ორი ვერსიი გარდა. ავატარი არ მაქვს ნანახი და საყვარელი ფილმი ნამდვილად არ არის, თუმცა ტექნოლოგიურად, გადაღების თვალსაზრისით და როგორც ნამუშევარი ძალიან კარგია და კარგა ხანს ვერავინ წამოეწევა ამ ამბავში 🙂 ტიტანიკი მიყვარს კი 🙂

  1. ავატარის ყურების სურვილიც არ გამჩენია, მიუხედავად იმისა რომ ამდენს ლაპარაკობდა ყველა. თუმცა ვინ ვარ რომ არ ვაღიარო ამ კაცის შესაძლებლობები, იცის ფული როგორ აკეთოს და აკეთებს კიდეც. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s