ციფრული მაუწყებლობა და საქართველო


ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის ”გამოხატვისს და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში – არსებული პრობლემები და გამოწვევები” ფარგლებში, ს ერთ-ერთი სალექციო თემა იყო ციფრული მაუწყებლობა საქართველოში.

აღნიშნულ ტრენინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია IREX-თან თანამშრომლობით ატარებს USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებულ G-Media პროგრამის ფარგლებში.

რაც შეეხება თემას:

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, ჟენევის 2006 წლის შეთანხმების თანახმად ე.წ. #1 რეგიონის ქვეყნები, რომლებშიც საქართველოც შედის 2015 წლანდე ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდნენ.

საქართველოს შეთანხმების თანახმად გამოეყო 175 არხი, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში კი არხები გადაეცემათ სხვა ქვეყნებს.

დადებითი მხარეები:

– სიხშირული სპექტრის ეფექტურობა (მეტი სივრცე)

– მომხმარებლის სარგებელი (უფრო დიდი არჩევანი სატელევიზიო არხებისა და მომსახურების მხრივ, მაღალი ხარისხი);

– სატელევიზიო ინდუსტრიის სარგებელი (ახალი შემოსავლები და ახალი ბიზნეს მოდელები);

ანალოგური სიგნალის გათიშვილის პროცესი  (Analog Switch-off)

იმისათვის რომ მაყურებლებს მივცეთ საკმარისი დრო ციფრულ პლატფორმაზე გადასასვლელად, ანალოგური მაუწყებლობის პროცესი ითვალისწინებს ე.წ. ”სიმულქასთიგის” (Simultaneous broadcasting) პერიოდს, როდესაც მაუწყებლობენ როგორც ანალოგური ისე ციფრული მომსახურებები.

საქართველოს ვალდებულების შესრულებამდე დაახლოებით 4 წელი დარჩა, თუმცა ჯერ შესაბამისი სამოქმედო გეგმაც არ დევს, თუ როგორ , რა ეტაპებად და რა ხარჯებით უნდა მოხდეს 4 წელში ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რაც საკმაოდ რთული და ხარჯიანი პროცესია.   ამ პროცესში სასურველია გაითვალისწინონ სოციალურად დაუცველი ფენა, ვინაიდან თუ მათ ვერ შეძლეს დეკოდერების ან სპეციალური ჩიპების შეძენა ანალოგური მაუწყებლობისთვის განკუთვნილი (ძველი) ტელევიზორებისთვის და ვერც ახალ ტელევიზორს შეიძენენ, გამოდის რომ მათ არ ექნებათ საშუალოება გამოიყენონ ერთ-ერთი უფლება – როგორიცაა ინფორმაციის მიღების უფლება.

მაგალითისთვის, გაერთიანებულ სამეფოს ციფრულ მაუწყებლობისთვის 600 მილიონი ფუნტი სტერლინგი დასჭირდა და 2008-2012 წლების ვადაში დაასრულებს აღნიშნულ პროცესს.

ბრიტანეთს კი, ალბათ დამერწმუნებით, რომ ვერც ოპერატიულობაში და ვერც ფინანსებში შევედრებით. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რეგიონები სადაც ანალოგურ მაუწყებლობის მიღებაც შეუძლებელია.

ტრენინგების და სხვა სიახლეების დროულად გასაგებად შუერთდით ”IREX საქართველო”-ს  გვერდს Fეისბუქზე

თემასთან დაკავშირებით იხილეთ ასევე ლაშა ქავთარაძის ბლოგი

საქართველოს გადასვლა ციფრულ მაუწყებლობაზე

ფოტო განწყობისთვის



Advertisements

10 comments on “ციფრული მაუწყებლობა და საქართველო

      • მეზიზღება ის 2 გვარი რომელთა მეილებიც იყო მითითებული… კორძაია და მეტრეველი აღარც მავიწყდება :დ 1 სიტყვა მაინც ეთქვათ: შვილო, ვერ ვიზამთ მაგასო! :დ

        მოკლედ, მესამე დღესაც რო მიხვალ ეს ორნი თუ შეგხვდნენ საყვედური გადაეცი ქილიფასგან სალანძღავი სიტყვებით :დ

    • უი უი ორივე ისეთი საყვარელია და თან კიდევ იმდენი ტრენინგი გველის წინ რომ რა ვიცი 😀 ყურადღებით იყავი IREX Georgia ნახე ფბ-ზე იქ დაიდება ხოლმე სიახლეები ტრენინგების შესახებ 🙂

  1. მმმ..

    როცა საქმე საქმეზე მიდგება, უამრავი ტელევიზია დაიხურება იმიტომ, რომ სახსრები არ ეყოფათ ციფრულზე გადასასვლელად და ეს კიდევ სხვა რაღაცებს გამოიწვევს…. 🙂

    რაღაც პროცესები კი დაწყებულია და ვტკბები.. 🙂

    ჰოდა, არ ვიცი, რამდენად შეიძლება იყოს სიფუმფულე ეს თემა.. 😦

    • ხო მეც ასე ვფიქრობ, აქ აღარ დავწერე ასე დეტალურად, საკმაოდ მრავალი ტექნიკური და ფინანსური სირთულის შემცველია და ეს 4 წელში როგორ უნდა მოაგვარონ არ ვიცი და არც ის ვიცი მთელი საქართველო დაიფარება თუ არა და ყველას ექნება თუ არა ამის შესაძლებლობა 😦

  2. გამოხმაურება: “საია”-სა და IREX-ის ერთობლივი ტრენინგის მეორე დღე « Lashaqavtaradze's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s