ბლოგები იურისტებისთვის ანუ რა არის Blawging


Blawg – A law blog, ანუ ბლოგი, რომელიც მოიცავს თემებს გარკვეული იურიდიულ საკითხების, პრობლემების, დარღვევების ირგვლივ, ქეისებს, მოვლენებს და ა.შ.

ვინ შეიძლება იყოს ბlawგერი?

სათაურში წერია – ბლოგები იურისტებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ აუცილებლად სამართალმცოდნე უნდა იყოთ ამ ტიპის ბლოგის საწარმოებლად. მაგრამ რადგან ასეთი ბლოგის 90% მაინც სწორედ იურიდიულ საკითხებს, სამართლებრივ დარღვევებს, პრობლემებს, ყოფით ქეისებს და ა.შ. უნდა ეხებოდეს სასურველია რომ იურისპრუდენცია ჰობის დონეზე მაინც გქონდეთ აღქმული, იყოთ ღრმად დაინტერესებული ან/და მეტ-ნაკლებად ერკვეოდეთ მსგავს საკითხებში.
თემატიკაში არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ საერთო ხაზით წაიყვანოთ ბლოგი ან გააკეთოთ უფრო ვიწრო ტიპის და მაგალითისთვის, წეროთ დაუშვათ არა მთლიანად სამოქალაქო სამართლის თემებზე არამედ შემოიფარგლოთ ცალკე – საოჯახო სამართლის პრობლემატიკით ან უფრო დაწვრილმანდეთ და მხოლოდ დაქორწინების, განქორწინების ან შვილად აყვანის თემებით, ასეთი ვიწრო სპეციალიზაციის უცხოენოვანი ბლოგებიც უამრავი შეგხვდებათ, ზოგიერთ მათგანს მეც შემოგთავაზებთ.
ასევე შეგიძლიათ დაწვრილებით უამბოთ თქვენს მკითხველს როგორ აიღეთ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში რაღაც კონკრეტული დოკუმენტი, რა პროცედურები გაიარეთ, რა საბუთები მოგთხოვეს; მაგალითისთვის, როგორ მოახდინეთ იურიდიული პირის (შპს, სს და ა.შ.) რეგისტრაცია, ბანკებთან ურთიერთოება, მითუმეტეს თუ პრობლემატურ სიტუაციაში აღმოჩნდით და ამის შესახებ დაწერთ თქვენ აუცილებლად დაეხმარებით სხვას და შესაბამის რჩევებსაც მისცემთ.
საადვოკატო ბიუროებისთვის ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება ამ ტიპის ბლოგი, ბიუროებს მიეცემათ საშუალება უფრო ინტერაქტიულები გახდნენ, გასწიონ ონლაინ კონსულტაცია, განათავსონ სხვადასხვა აქტუალური ქეისები, ასევე რჩევები რომელიც გამოადგებათ მოქალაქეებს სხვადასხვა სამოქალაქო ურთიერთობების ჟამს.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში იურიდიული ბლოგინგი განვითარებული არ არის თუ არ ჩავთვლით აქა-იქ სხვადასხვა, საერთო თემატიკის ბლოგებზე გაფანტულ იურიდიული ხასიათის ბლოგებს, აქვე ძალიან კარგი ქეისი მახსენდება – ”ბლოგერები VS TBC BANK”, რის შესახებაც სხვადასხვა Law Post-ები დაწერეს Cannabis-მაკატიემBigCrow-მ და  ა.შ.

თუ სასწავლო ან სამსახურეობრივი მიზნებისთვის რაიმე თარგმნეთ სხვადასხვა ენიდან ესეც შეგიძლიათ განათავსოთ ბლოგზე, რადგან ქართულენოვანი მწირი ინტერნეტ რესურსების გამო, ამ გზით ძალიან ბევრ სტუდენტს თუ სხვა უამრავ დაინტერესებულ პირს დაეხმარებით.
ჯერჯერობით ვიპოვე ერთი იურიდიული ბლოგი რომელიც როგორც ჩანს ეკუთვნის საადვოკატო ბიუროს, მართალია ბლოგი დასახვეწია როგორც ტექნიკურად ასევე თემატურად, მაგრამ ეს მაინც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.  (თუ იცით კიდევ შეგიძლიათ მიუთითოთ კომენტარების სახით).

კარგი წამოწყება აქვს tamaRa\’s Dynamite-ს მასაც ვურჩევ და უკვე დროა გააკეთოს ასეთი თემატიკის ბლოგი, მითუმეტეს აქვს ბლოგერული და იურიდიული გამოცდილება და დარწმუნებული ვარ კარგად გამოუვა.

მსგავსი ბლოგების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენისთვის გადახედეთ ლინკებს:

ძალიან საინტერესო ადამიანის ბლოგი აღმოვაჩინე ეს არის The Mommy Blawg, რომელიც წერს სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, კერძოდ კი რაც დაკავშირებულია ოჯახთან, შვილებთან, ბავშვის გაჩენასთან, ორსულობასთან და ა.შ. მაგ. ერთი პოსტს გადავხედე, სადაც ავტორი წერს, რომ ერთ-ერთ შტატის კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილება და დაუშვეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძუძუთი კვება.

ბლო’გის ავტორი არის პროფესიით იურისტი, ჰყავს სამი შვილი და აქვს 4 საინტერესო ბლოგი საერთო ჯამში, ჯერჯერობით ეს ქალბატონი ჩემი ფავორიტია ამ სფეროში.

საოჯახო სამართლის თემა შეგიძლიათ განაგრძოთ ამ ბლოგზე.

Employment Blawg (დასაქმების ბლოგი) – ვაკანსიები, გასაუბრების, CV-ის მომზადების წესები, შრომის კოდექსი, სამართლებრივი დახმარება უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ.

ეს ორი ბლოგიც წერის და დოკუმენტებთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა:

აკადემიური წერა/საქმიანი მიმოწერასიტყვების სწორად გამოყენება, დოკუმენტის ფორმა, თემატიკის სიზუსტე, პუნქტუაცია, აქვე აღმოვაჩინე რომ 24 სექტემბერს აღინიშნება  პუნქტუაციის ეროვნული დღე.

Legal Writingიურიდიულად გამართული წერა, იურიდიული დოკუმენტების შედგენა და ა.შ.

 

თემა – განსხვავებულობა/სექსუალური/ეთნიკური და ა.შ. უმცირესობები

HenkelDiversity – ბლოგი ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ეხება იურიდიულ საკითხებს განსხვავებულობის, ჩართულობის (ინკლუზიურობის) ირგვლივ.

Who\’s News? -განსხვავებულობის პრობლემებზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საიმიგრაციო საკითხებზე  და ა.შ.

 

როგორც ჩვენთან არის წამოჭრილი საკითხი ვინ არის პირველი ბლოგერიო, აქაც ცოტა ვერ გაურკვევიათ ვინ არის პირველი იურიდიული ბლოგის ავტორი  ანუ ბlawგერი:

პირველი ბlawგერის შესახებინფორმაცია

ჰაიკუების ბლოგი – ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იურიდიულ ბლოგო სფეროში, რომელიც 2003 წელს გამოჩნდა და 2009 წლისთვის დაარქივდა, საკმაოდ მადისაღმძვრელი არქივი აქვთ, ჩამითრია უკვე 😀

ადამიანის უფლებების დაცვის ბლოგი – ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების შესახებ, განხილულია სხვადასხვა ქეისები, სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე პოლიტიკოსების, რიგითი ადამიანების, ეკლესიების და სხვა მრავალი საკითხი.

ბლოგის ავტორი არის იურისტი/ადვოკატი, რომელსაც ამავდროულად აქვს ლუდსახარში, მისი ბლოგიც აერთიანებს სწორედ ლუდს და კანონს.

აქ მხოლოდ კატეგორია მაქვს ასეთი საკითხებისთვის, თუმცა ვაპირებ ამ ბლოგზე უფრო ვრცლად შემოგთავაზოთ თემები და კოლეგებთან ერთად რაიმე საერთო ბლოგიც არ იქნებოდა ურიგო.

Advertisements

21 comments on “ბლოგები იურისტებისთვის ანუ რა არის Blawging

  1. რამდენი ხანია ასეთის გაკეთების იდეა მღრღნის, მაგრამ თავს ვიკავებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ გაცილებით სერიოზული მიდგომა დასჭირდება, რეგულარულად უნდა განაახლო და დროსაც გაცილებით მეტს წაიღებს.
    ოდესმე აუცილებლად გავაკეთებ 🙂 !

    • კნუტს კატეგორიის გაკეთება უნდოდა, მაგრამ მე მომხრე არ ვარ და ამიტომ არ ვაკეთებ დღემდე… პირადი ბლოგი პირადია და ჩემი აზრით, ბლოგერის, როგორც პროფესიონალის სერიოზულად აღქმაში შეუშლის ხელს მკითხველს… ამიტომ ცალკე ბლოგის მომხრე ვარ და სასურველია, თუ ქვედომენზეც არ იქნება…

      • კი ცალკე ბლოგი ან რამე ერთობლივი ბლოგი, ქვედომენი რატომაც არა პირიქით მე მომხრე ვარ რომ ჩანდეს გარკვევით რომ ეს არის ბლოგი და არა რაღაც კერძო საიტი 🙂

      • 2 და მეტი ბლოგის ნერვები მე არ მაქვს. ხან ერთზე, ხან მეორეზე სირბილი საქსზს. ამიტომ ჩემს ბლოგზე დავყარე .. დავაჯგუფე კატეგორიაში და სულ ეგაა…

  2. ძალიან სასარგებლო პოსტი იყო!მართლაც ბევრი რამ გავიგე…იურიდიულზე ვსწავლობ და მართლა საინტერესო იყო ეგ ჩემთვის…დიდი მადლობა..

    • ძალიან მიხარია რუსა 🙂 გადაეცი შენს თანაკურსელებსაც და ერთად მოიფიქრეთ რამე, დარწმუნებული ვარ არანაკლებ საინტერესო გამოგივათ 🙂 🙂 :**

  3. თამარ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენს მიერ დიდსულოვნად მოძიებული ლინკები ჩემთან განვათავსო? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s