როდის ესინჯება ნაჩუქარ ცხენს კბილი?


ყველას გვსმენია თბილისის მერიის პროექტის – ინგლისური ენის და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების შესახებ.

არ მაქვს პირდაპირი შეხება თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემი რამოდენიმე მეგობარი დადის ინგლისური ენის კურსზე.

არ დავწერდი ამ პოსტს, რომ არა ჩემი მეგობრის დილანდელი ზარი და ამბავის მოყოლა თუ როგორ აუხსნა მასწავლებელმა მოწაფეებს ”to be” ზმნის მარტივ (უბრალო) წარსულ დროში (Simple Past) უღლება.

ახსნილი მასალა ასე გამოიყურება:

I did was

You did were

He did was

She did was

It did was

We did were

You did were

They did were

სწორი ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

საბედნიეროდ ვიწექი და დაცემას გადავრჩი, სრული შოკი მქონდა, ასე ახსნა როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში ვერ მივხვდი, კარგი თუ არ იცი წიგნი მაინც მოიშველიე და უკარნახე წიგნიდან სიტყვა სიტყვით.

თავად ჩემი მეგობარი, ორი ენის (ბერძნული/ფრანგული) სრულყოფილად მცოდნე, ძველი ნასწავლის გახსენების და ფორმაში ყოფნის მიზნით დადის აღნიშნულ კურსებზე და შესაბამისად ამ უმარტივეს, სწავლის საწყის საფეხურებზე ასახსნელ მასალაში დაშვებულ უდიდეს შეცდომას უმალ მიხვდა და იქვე ორ თანაკურსელსაც გაუზიარა და ურჩია ახსნილი მასალა გადაემოწმებინათ.

ახლა წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი დადის ამ კურსებზე, სხვადასხვა ასაკის და შესაძლებლობების და რამდენი დაიჯერებს რომ ”to be” ზმნა წარსულ დროში სწორედ ასე იუღლება და სწორედ ასე ისწავლის ახსნილ მასალას, რადგან იქ ყველა ბოლომდე დარწმუნებულია მასწავლებლის კვალიფიციურობაში, როგორც აღნიშნულია კიდეც ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ძალიან საინტერესოა ვინ ამოწმებს მოწვეული მასწავლებლის პროფესიონალიზმს და ე.წ. კვალიფიციურობას ან ამოწმებს თუ არა საერთოდ ვინმე?! აქ მივუთითებ, რომ ზემოაღნიშნული მასწავლებელი არის 22 წლის და ინგლისური ენის კურსები აქვს გავლილი მხოლოდ და მხოლოდ.

საქმე ხომ ცოდნის დამახინჯებულად მიწოდებას ეხება და რაც ყველაზე ცუდი იქნება, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო არაკვალიფიციური ნაკადის წამოსვლას.

აკი ბევრჯერ მითქვამს და მიწუწუნია, რომ დაახლოებით 2 წელია შემცვლელს ვეძებ, ადამიანს რომელიც შეძლებს სრულყოფილად შემცვალოს და თარგმნოს ინგლისური ენიდან ქართულზე და პირიქით და ძლივს, ამდენი ხნის, მრავალჯერ ვაკანსიის გამოცხადების და მრავალი გასაუბრების შემდეგ ვნახე ერთი ადამიანი, ანუ კვალიფიციური კადრის პოვნა აღმოჩნდა ძალიან რთული, მოწვეული კანდიდატები ვერ გადიოდნენ ელემენტარულ ტესტირებას .

ამ ყველაფერის ფონზე, მე ძალიან მიკვირს თუ საიდან მოიყვანა და სად იპოვა თბილისის მერიამ ამდენი კვალიფიციური ინგლისური ენის პედაგოგი?!

ასეთ შემთხვევაში მგონია, რომ  ნაჩუქარი ცხენის კბილი არა მხოლოდ გასინჯვას, არამედ სასწრაფო და გადაუდებელ ექსტრაქციას ექვემდებარება!

თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრება ინგლისური ენის გაკვეთილს

 

Advertisements

21 comments on “როდის ესინჯება ნაჩუქარ ცხენს კბილი?

  1. თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრება ინგლისური ენის გაკვეთილს

    ისეთი სახე აქვს, უეჭველი ზემოხსენებულ გაკვეთილს ესწრება :დ

  2. რა გინდათ ხალხი ეცნობა თანამედროვე ამერიკული ინგლისურის ჟარგონს 🙂 ბოლოს და ბოლოს თუ იქ ხალხი ასე ლაპარაკობს ჩვენებმა შექსპირის ენით რატომ უნდა ისწავლონ 🙂 – ეს ხუმრობით

    ერთი ორი პროფანი გაეპარათ ალბათ ტესტირების დროს 🙂 ხდება ხოლმე 🙂

    • ეს ჟარგონი არ მგონია რომ იყოს და მეეჭვება იმ მასწავლებელმა რამე იცოდეს ამის შესახებ 😀 😀 😀 😀

      ხო გაეპარათ და ძალიან ცუდი, როგორც გაიგეს ძალიან პროტექციით არის მიღებული აღნიშნული მასწავლებელი და . .. 😀

  3. ბაბუაჩემი, ცხონებული ნიკიფორე ასე ამბობდა: ნაჩუქარ პატარძალს აპკს არ უსინჯავენო.

    და ცხენმა კიდე კბენა იცის.
    მერიამაც, სხვათა შორის. 🙂

      • მით უარესი… საკუთარი “ინგლისურით” სწავლება როდიდან გახდა პრიორიტეტული? :დ :დ შენმა მეგობარმა მასწავლებელს მიუთითა შეცდომაზე? რეაქცია მასწის ვიცით? :დ :დ როგორ მაინტერესებს რას იტყოდა..

    • უნდოდა თქმა მაგრამ ასეთ შემთხვევაში თანაკურსელებმა ურჩიეს რომ აღარ ეთქვათ რათა არ გადაეკიდებინათ მასწავლებელი 🙂 🙂

      • აუ.. ასეც ვიცოდი :დ მასწავლებლებს არ უყვართ როცა შეცდომაზე მიუთითებენ (და რა მარტო მაგათ)… არა, სიმართლემ უნდა იზეიმოს, მე მაინც ვეტყოდი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s