15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია


უგულისყურო და ცივი ადამიანი ვარ. დღეები ისე გავა, ადამიანს არ მოვიკითხავ, შენც მათ რიგებში ხარ ქუც. გგონია არ მიყვარხარ? გგონია შენზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს ვინმე? არა, პირიქით ყველა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ სიყვარულის გამანაწილებელი დავკარგე დიდი ხნის წინ, ხან ერთ მხარეს მივმართავ ჩემ სიყვარულს, ხან მეორე მხარეს, ერთს რწყევა ემართება ჩემი სიყვარულით, ათს კი სიკვდილამდე ვენატრები, აბა აბა როგორ შეიძლება ასე? ახლაც, აი როდესაც გვერდით ექიმის დანიშნული წითელი ღვინით სავსე ჭიქა მიდგას, ვფიქრობ ვინ უფრო მიყვარს ყველაზე მეტად ან თუ მიყვარს ვინმე, ისე რომ დავწერო წერილი, დავრეკო, დავუძახო, ქვა ვესროლო და ჩემსკენ შემოვახედო, ან მიყვარს კი ვინმე საერთოდ? თუ კი, ეს ჩემი თავი ნამდვილად არ არის, ვიღაც სხვაა, რომელიც სადღაც დგას, ალბათ კუთხეში, უღიმღამოდ და იქნებ არა ერთი ჭიქა აქვს უკვე დაცლილი . . .  არა სიყვარულით . . .

ბოლო დროს საშინელებები მესიზმრება ქუუც, ვდგები დამძიმებული, ფინჯან ყავას ფერზე მოვყავარ და მივიზლაზნები სამსახურისკენ. საშინელი მოძრაობა, მეჩვენება რომ ყველა ვინც საჭეს მართავს, ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის კონკურენტები არიან მართვაში, ყველას სურს პირველობა, ყველას სურს პერსონალური გზა, სულ ხსნილი და მწვანე შუქნიშნებით განათებული. შენ გინდა ეგრე? არ ფიქრობ რომ მოსაწყენია? არ ფიქრობ, რომ ხანდახან უნდა შეისვენო და გზა სხვას დაუთმო? მე ვუთმობ, თითქმის სულ ვუთმობ, თავს ვისულელებ, მაგრამ მერე რა, ზოგჯერ დათმობაც ხომ სხვისი დამცირების ტოლფასია, სხვისი სისუსტის აღიარებაა . . .

თითქმის უკვე ორი დღეზე მეტია სოციალურ ქსელს გამოვეთიშე, იმ სოციალურ ქსელს, რომელსაც შენ ვერ იტან და ფიქრობ რომ ადამიანებს აშორებს და აუცხოებს, ისიც მახსოვს მეჩხუბებოდი ამიტომ ვერ იცლი ჩემთვის და ბევრ დროს გაკარგვინებსო. არ გამართლდა შენი ფიქრები და ვარაუდები, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი დროის დაკარგვა, ისევ ისე ვმუშაობდი როგორც მანამდე; ქსელში ჩართვამდე მხოლოდ პაროლის აკრეფა მჭირდებოდა, ერთხელაც არ წამცდენია ხელი. არც ის გამოდგა მართალი ადამიანებს აშორებსო, პირიქით, არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანებთან ქუუც როგორც ახლა, უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს რეალურ რიტმში, ვსაუბრობთ, ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ამას წინათ, ერთმა აწ უკვე ვირტუალურმა და ახლა რეალურმა მეგობარმა პატარა, საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა, აი მითხარი ბოლოს როდის მიირთვი ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავა ან მიირთვი ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური? მე დიდი ხანია არ გამისინჯავს, თითქმის ოთხი-ხუთი საათი დავყავი იქ, არადა მეგონა ნახევარი საათის მისული ვიყავი, ისე მალე გავიდა დრო სასიამოვნო ჭუკჭუკში, გიტარაზე დაკვრაში და სიმღერაში.

შენ კი სულ მსაყვედურობ მაინც . . .

ვაპირებ ისევ დავუბრუნდე ვირტუალურ ცხოვრებას, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარი ის არის, რომ იქ ხარ, სადაც მოგწონს, სადაც ცხოვრობ და არა ცოცხლობ, სადაც ემოციების, გრძნობების უწყვეტი ურთიერთგაცვლაა, ხან შენ გწყინს, ხან მას, ხან შენ გიხარია, ხან მას, ხან შენ ბრაზდები და ხან ის, აბა როგორ . . . შენ რა არ მოგწყინდა მანდ უემოციოდ და ასე უღიმღამოდ ყოფნა, გაბრაზებული და დეპრესიული კი მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს, მწერ რაღაც გაუგებარ წერილებს ან გაბუტული საერთოდ ხმას არ იღებ. ჩემი არ იყოს მგონი შენც სიყვარულის გამანაწილებელი დაკარგე და მხოლოდ ჩემსკენ მომართულ გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ . . .

მაინც მიყვარხარ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე ერთგული ადრესატი ხარ.

დროებით ქუც.

პ.ს. სხვა ყავა , არა ისეთი როგორიც აქამდე გაგისინჯავს

Advertisements

5 comments on “15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია

  1. რა გითხრა აბა… ცალკე აღებული ფბ-ი იმდენად ხელის შემშლელი არაა, თუმცა მე ჩატი მაქვს გამორთული. ჩართული როცა მქონდა ძალიან მიშლიდა ხელს…
    სკაიპიც მარტო მაშინ მაქვს ჩართული, როცა მჭირდება.
    და რამდენიმე წელია უკვე რაც კომპიუტერული თამაშები წავშალე. 🙂

    ახლა 1 საათში გასაკეთებელ საქმეს 2 საათში მაინც ვაკეთებ. 🙂 ეს ყველაფერი რომ მქონდეს – ალბათ, 5-ჯერ მეტი დრო დამჭირდებოდა იგივე საქმისთვის. 🙂

    ცალკე ფეიჯი დაამატე – სადაც ყველა წერილზე დადებ ლინკებს. საინტერესო იქნება. 🙂 აი, მე მაქვს საიტზე “რუკა” – ოღონდ იქ ყველა ჩემი პოსტია ჩამოთვლილი.
    წერილებისთვის გინდა ეგეთი.

    • ხო ჩატს მეც გამოვრთავ ალბათ ასე ჯობია, სკაიპი უფრო მჭირდება სამსახურისთვის, თანამშრომლები, მომხმარებლები – ასე ადვილია ურთიერთობა. თამაშებს მეც არ ვთამაშობ 😀 😀 😀

      კი პეიჯს დავამატებ :* :*

  2. ” მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . ” +1

    ნამდვილად არ მესმის.ვირტუალური სამყარო არ აუცხოებს ხალხს, არც აშორებს ერთმანეთს :))

    • მე არ მესმის ადამიანების, რომლებიც ეთიშებიან ვირტუალურ ცხოვრება, თუმცა რეალურის მიზეზები საკუთარ თავზე კარგად მაქვს გამოცდილი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s