სამედიცინო ცნობა #FB-2011/1


ფორმა #FB100

დამტკიცებულია საქართველოს

სოციალური ქსელების განვითარების სამინისტროს მიერ

სამედიცინო ცნობა #FB-2011/1



1. სახელი, გვარი, Username: Litterator

2. განათლება: მაღალი, უფრო მაღალი და უმაღლესი

2. ჰოსპიტალიზაციის თარიღი: 15 თებერვალი 2011წ.

3. დიაგნოზი: Fეისგაჟღენთვა

4. გადატანილი დაავადებები: გაодноება

5. მოკლე ანამნეზი:

პაციენტი ბოლო პერიოდში უჩიოდა ხშირ პოსტვას, ლურჯი და თეთრი ფერების აღრევას, ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში შეტყობინებების მოჩვენებებს, დაეწყო სკლეროზი და ავიწყდებოდა თვალების პერიოდული ხამხამი.

ამ ეტაპზე მედიკოსთა ჯგუფმა მოიარა სხვადასხვა კედელი, გამოიკვლია პაციენტის კომენტარები და გამოიკვეთა კომენტარების ორი უკიდურესობა: ზედმეტად ცხარე და ზედმეტად ოხუნჯური ხასიათის.

6. ჩატარებული გამოკვლევები და ექიმების კონსულტაციები: საბოლოო სურათისთვის უზმოზე გაკეთდა მოპოსტილი მასალის საერთო ანალიზი და დადგინდა შემდეგი:

კარდიოლოგი – SANUS

ოფთალმოლოგიSANUS

დერმატოლოგი – SANUS

თერაპევტიSANUS

ოტორინოლარინგოლოგიSANUS

მარკ ცუკერბერგი – FACED OFF

7. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები – ზემოაღნიშნული სიმპტომების გათვალისწინებით მოხდეს პაციენტის პირადი ანგარიშის დროებითი დეაქტივაცია. სასურველია რომ უახლოესი 7 დღის განმავლობაში მოერიდოს ლურჯ და თეთრ ფერს.

8. მდგომარეობა ჰოსპიტალიდან გაწერისას: დამაკმაყოფილებელი.

პაციენტი სტაბილურად თარგმნის და პერიოდულად პოსტავს პირად ბლოგზე.

მკურნალი ექიმი: მარკ ცუკერბერგი (ხელმოწერილია)


Advertisements

24 comments on “სამედიცინო ცნობა #FB-2011/1

  1. 😀 😀 😀 😀

    რა კაი იყო 😀 და რამდენი დაავადებულია ასეთი, სახელმწიფო დოტაციაზე ხომ არ ჯობდა აეყვანათ მკურნალობა, ა? 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s