ინტერვიუ ალექსანდრა კუსტოსთან


სახელი, გვარი: ალექსანდრა კუსტო

დაბადების ადგილი: კალიფორნია

ამჟამინდელი საქმიანობა: მკვლევარი და გლობალური წყლების დამცველი

რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

როდესაც პირველად, ოჯახთან ერთად ექსპედიციაში წავედი, მხოლოდ ოთხი თვის ვიყავი. ყოველთვის მინდოდა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება, კვლევებში მონაწილეობა და ამ მიზნით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.

როგორ დაიწყეთ?

ჩემი ოჯახისგან მემკვიდრეობით ბუნების მძაფრი სიყვარული მივიღე, რაც მოგვიანებით გადაიზარდა სურვილში უამრავი ადამიანი ჩამერთო წყლის რესურსების დაცვაში – ჯანსაღი პლანეტის  და პროდუქტიული საზოგადოების ხელშეწყობისთვის.

თქვენი ცხოვრება მტკნარ წყლებს მიუძღვენით, რა შთაგაგონებთ?

წყალი ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის და ჩვენი საზოგადოების თითოეულ ასპექტს ეხება. მუდმივად საჭირბოროტო საკითხების წინაშე ვდგავართ, რომელიც ერთის მხრივ დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას, ხოლო მეორეს მხრივ ეს ფრიად მომხიბლავი და სიამოვნების მომტანი პროცესია.

როგორია თქვენი, ერთი ჩვეულებრივი დღე?

ყოველი დღე განსხვავებულია ჩემთვის. ზოგჯერ სანაოსნოდ ვარ გასული, ზოგჯერ მთამსვლელი ვარ, დანარჩენ დღეებში კი ან აეროპორტში ვარ ან  სხდომათა დარბაზში. ანუ მაქვს მკვეთრად მრავალფეროვანი ცხოვრება, რომელიც იმის ნაწილია, რაც მე ესოდენ მხიბლავს და მაღელვებს.

შანსი რომ მოგეცეთ, რას ურჩევდით თითოეულ ადამიანს მტკნარი წყლების დასაცავად?

მტკნარი წყლების დაცვა დამოკიდებულია იმაზე თუ სად და როგორ ცხოვრობთ.  მოძებნეთ ადგილობრივი წყლის ზონა (ზღვა, ტბა, მდინარე . . .), გამოარკვიეთ რა საფრთხის წინაშე დგას ის და დაიცავით.

სხვა რა გატაცებები გაქვთ?

ცხენით ჯირითი, სკუბა დაივინგი და ნიჩბოსნობა.

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

რაც მე ვისწავლე და შევიძინე ჩემი არასამეწარმეო კომპანიის „Blue Legacy Internetional“ დაფუძნების შემდეგ, არის ის რომ საკუთარ ბიზნესის წარმოება ნთქავს მთელ შენ თავისუფალ დროს.

 

გაიგეთ მეტი 🙂 ალექსანდრას შესახებ

ჩემი სკუბა გამოცდილება 🙂


Advertisements

7 comments on “ინტერვიუ ალექსანდრა კუსტოსთან

  1. როგორ გაზრდილა ეს ოხერი… მახსოვს მე და ბაბუამისი ყავას რომ ვსვამდით კრუასანებდით და ფრანგულ იმპრესიონიზმზე ვსაუბრობდით ეგ მუხლებზე მეჯდა და კანფეტებს ვაჭმევდი ხოლმე.
    მონპასს.

  2. ასწორებს ისე, ბაბუაშენი სკაფანრდს რომ გამოიგონებს და იმდენი ფული დაგრჩება მემკვიდრეობით, რომ სად ტრაკში წაიღო აღარ იცი და უსაქმურობისგან ბაყაყებს დასდევ ოსიაურის ტყეში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s