საგადასახადო ინსპექტორი და ნაცარში ჩავარდნილი კოვზი


სანამ ჩემს ოფისში ფეხს შემოდგამდეთ, გარეთ აბრა გიხარებთ გულს, რომელზეც შესაბამისი სერვისებია ჩამოთვლილი, სამწუხაროდ აბრა ძველია და ორიოდე ძველი სერვისია შემორჩენილი, რომელსაც აღარ ვასრულებთ, ასეთია ასლის გადაღება და საოფისე პროგრამების შესწავლა.

სულ ახლახან წყვილმა შემოაღო კარი

– ასლის გადაღება შეიძლება? – იკითხა ახალგაზრდა ყმაწვილმა დაბნეულად და მორიდებით.

– არა – იყო ჩვენი პასუხი

ყმაწვილმა განაგრძო დაბნეულობა და ოთახის თვალიერება გასვლის დროს.

– იცით, პირველ სართულზე არის და შეგიძლიათ იქ გადაიღოთ – ვცადე დახმარება.

– ააა, კარგით – და გადიან

ჩვენ დავრჩით გაკვირვებულები.

რაღაც ნახევარი წუთის შემდეგ, არც კი, ისევ იღება კარი და ისევ იგივე ყმაწვილი:

– საოფისე პროგრამების შესწავლა შეიძლება?

– არა – იყო ჩვენი პასუხი ისევ, უკვე აღარ არ არის ეს მომსახურება ჩვენთან.

ახლა ისევ გასვლა და კიდევ შემოსვლა უკვე ძალიან EPIC იქნებოდა და . . .

– კი მაგრამ აბა რას აკეთებთ აქ? რა მომსახურება გაქვთ? – თან კვდება სიცილით.

გულში ვფიქრობ პირველ ნომრად იმ აბრაზე, უდიდესი ასოებით წერია თარგმნა, ეს ვერ უნდა ენახა?!

– ჩვენ ვთარგმნით ძირითადად – ვუპასუხე გაკვირვებით.

თუმცა რაღა იყო გასაკვირი, უკვე მეც და ახლა თქვენც კარგად მიხვდით რომ საგადასახადო ინსპექტორები იყვნენ ჩემთან სტუმრად.

– რადგან საკონტროლო შესყიდვა ვერ განვახორციელეთ, (კვდება სიცილით) უბრალოდ მომსახურების ტარიფებს ჩავიწერთ და ბრძანებაზე მოგვიწერეთ ხელი რომ ჩაიბარეთ. – ძლივს ამოთქვა სიცილისგან ფერდაკარგულმა.

ანუ აღნიშნული ბრძანების თანახმად საგადასახადო ინსპექტორებს, ამა წლის 17 იანვრიდან 31 იანვრამდე უფლება აქვთ განახორციელონ საკონტროლო შესყიდვები (ნაახალწლევს ფულის ნაკლებობაა როგორც სჩანს).

ჩემს შემთხვევაში ჯერ ასლის გადაღება, შემდეგ კი საოფისე პროგრამების შესწავლა უნდოდათ და სერვისების არარსებობის გამო (?), საკონტროლო შესყიდვა ვერ განახორციელეს.

ამავე ბრძანების თანახმად ბრძანებაში ჩამოთვლილ ინსპექტორებს, საკონტროლო შესყიდვებისთვის გადაეცათ  4000 ლარი.


Advertisements

4 comments on “საგადასახადო ინსპექტორი და ნაცარში ჩავარდნილი კოვზი

  1. no shit? 4000 ლარი ალბათ მარტო თქვენზე არა – დაივლიდნენ რამდენიმე უბანს (ან ქუჩას) და ერთ 100 ასეთ ოფისში 4-4 ლარს დახარჯავდნენ.

    თან ქვითრები უნდა მიიტანონ. და თუ არ მიიტანეს, რაც დააკლდათ, იმის ჯარიმები უნდა მიიტანონ. თუ არც ქვითარია, არც ჯარიმა – ესე იგი შეჭამეს და დაენძრევათ :))))))0

    • ხო არა 😀 იმ ბრძანებაში ასე 15 სული მინიმუმ ჩამოთვლილი იყო ვისზეც გაიცა ეს 4000 ლარი, მაგრამ ყველგან თუ ასე შებოდიალდნენ როგორც ჩემთან, ვერც გახარჯავენ 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s