აფთიაქებს 1–ლი თებერვლიდან შსს გააკონტროლებს


გაიღიმეთ, კადრში ხართ ან %&#-ში!

2011 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევა კანონი აფთიაქებში შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ.  სამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება თითოეულ აფთიაქს დაახლოებით 7000 ლარი დაუჯდებათ. თბილისში მოქმედ 1227 აფთიაქს კი კამერების დამონტაჟების ვადა 1 თებერვლამდე აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების ამოქმედების შემთხვევაში  ორი მთავარი პრობლემა შეიქმნება: 1) გაიზრდება ფასები მედიკამენტებზე და 2) მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის ურთიერთობა კონფიდენციალური აღარ იქნება. რაც საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირდაპირი დარღვევაა. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობასაც.
„როდესაც მომხმარებელი და პაციენტი მიდის აფთიაქში და ყიდულობს რაღაც მედიკამენტს, ეს არ უნდა იყოს საჯარო. ვიდეოსათთვალთვალო კამერების დამონტაჟების შემდეგ, აღარ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ გახდება,“-აცხადებს ირინა ფუტკარაძე (კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის).

იხილეთ სტატია სრულად

Advertisements

6 comments on “აფთიაქებს 1–ლი თებერვლიდან შსს გააკონტროლებს

  1. რა ვიცი, რომ ნახონ ვინ შედის და გამოდის, კონტროლი რა, უამრავი ნარკომანი შედის და ა.შ. მაგრამ მათი დევნით სხვებიც იჩაგრებიან რა აუცილებელია ამდენმა ადამიანმა გაიგოს ვინ რა წამალს ყიდულობს და რისთვის შევიდა

  2. ეს რეები მესმის, ვგიჟდები. ადრე როგორი აპოლიტიკური ვიყავი, მაგრამ უკვე აპოლიტიკურობის ხანა უნდა დამთავრდეს საქართველოში. სათვალთვალო კამერების დაყენება აფთიაქებში ბუიჯეტში ფულის შეტანის ერთერთი გზაა. დადგება ეს ვითომ “ინტელექტუალური საზოგადოება” და ” მე აპლოლიტიკური” ვარ, აპოლიტიკური კი არ ხარ, ჩმორი ხარ, რასაც ქვია. ბურების ჩამოსახლებაზე ინფორმაციასაც მოვკარი ყური. ნუ, გაიმზადა ამ შებერტყილმა (თუმცა ვინაა შებერტყილი, ეგეც საკითხავია)ახალი საარჩევნო ელექტორატი, საქართველოს მოქალაქეობასაც აძლევს მათ, როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია. არ ვიცი, ბოღმისაგან ლამის გავსკდე, ქართველი ერის ფარული გენოციდი მიმდინარეობს და ეს ხალხი კიდე გულხელდაკრეფილი ზის. 146 მილიონიანი რუსეთი ამ სლოგანით ცხოვრობს: ” Россия только для русских” 3 მილიონიანი საქართველო კიდე: ” საქართველო ქართველების გარეშე”.

  3. მე რაც ვნახე აფთიაქები, კამერები გარეთ, შესასვლელთანაა დამონტაჟებული, შესაბამისად რა ყიდულობს ადამიანი აფთიაქში, ამის ჩაწერა იქ არ ხდება. ხოდა რა მაინტერესებს, შიგნითაც არის დამონტაჟებული კამერები?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s