“მანდატურებს – რა?!”


მეგობარმა პირწიგნაკზე ერთ-ერთი სტატია გაგვიზიარა, სადაც ნათქვამია, რომ  #53 საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ: მანდატურებსრა?!” . . . .

 

საინტერესოა რამ გამოიწვია მოსწავლეების გაბრაზება?

რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ისინი საკლასო ოთახში ჩაიკეტნენ?

შეეცადნენ თუ არა კონფლიტის მოგვარებას პედაგოგები?

მახსოვს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის (ESM) პედაგოგმა ყური აუწია ოდენ დიდად პატივცემულ მოსწავლეს, რაც მეორე პატივცემულმა მოსწავლემ ტელეფონის კამერაზე დააფიქსირა. მოგვიანებით აღნიშნული კადრები კურიერის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა, მასწავლებლის მიმართ აღშფოთება გამოხატეს მოსწავლეებმა (მე-6 კლასი), მშობლებმა და შედეგად პედაგოგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან.

ამის შემდეგ თუ სწორად მახსოვს, მასწავლებლებს დაუწესდათ შეზღუდვები და ოფიციალურად (თუ შეიძლება ასე ითქვას) ჩამოერთვათ მოსწავლის დატუქსვის და ყურის აწევის უფლება.

დღევანდელი შემთხვევა და ეს ძველი შემთხვევა მაფიქრებინებს, რომ მანდატური ფუნქციადაკარგული მასწავლებლის ერთგვარი აპლიკაცია/დანამატია, თორემ, აბა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, მასწავლებელს რომ ებრძანებინა საპირფარეშოს მოხეხვა, ვინ გააპარფაშებდა მას ამის შემდეგ სკოლაში?!

მინდა გავიხსენო სკოლის პერიოდი და ვთქვა რა სადამსჯელო ღონისძიებას მიმართავდნენ მასწავლებლები, როდესაც მოსწავლე რამეს აშავებდა, რაც უცებ მაგონდება არის გაკვეთილზე ან გაკვეთილების შემდეგ დამატებითი, წერითი ან საზეპირო დავალების შესრულება, კლასისთვის ახალი გაკვეთილის წაკითხვა, შედარებით პატარა ასაკში კუთხეში დგომა, ყურის აწევა, უკიდურეს შემთხვევაში მთელი კლასის წინაშე დატუქსვა (რაც ყველაზე მეტად აუტანელი იყო) და მეტად უკიდურეს შემთხვევაში მშობლის დაბარება.

საპირფარეშოს ხეხვა ჩემ მეხსიერებას არ შემორჩენია.

სტატიაში საბჭოთა არმიაც იყო მოხსენიებული და მეც, უკვე ველოდები, ერთ მშვენიერ დილას ”რადიატორებს ვჭრი”-ს გამკივან ხმას, როდის ჩაანაცვლებს ღრიალი – ”როტა პადიოოოოოოოოოოოოოომ”.

————————————

აქ სტატია სკოლის დირექტორზე, რომელიც მანამდე ციხის უფროსი ყოფილა 🙂

Advertisements

17 comments on ““მანდატურებს – რა?!”

  1. თამუნა, ძალიან სუბიექტური ხარ : )
    მანდატური ფუბქციადაკარგული მასწავლებლის “დანამატი” არანაირად არ არის.
    მანდატური არავის სჯის, მისი მოვალეობა სკოლის შიდაგანაწესის დარღვევის ფაქტების დაფიქსირებაა. რეაგირებას დირექტრი აკეთებს. მისი გადასაწყვეტია, ვინმეს გაფრთილებას მისცემს, გარიცხავს თუ გარიცხავს/გაათავისუფლებს თუ რეაგირების გარეშე დატოვებს.
    დიდი ეჭვი მაქვს, რომ გაზეთი “ყველა სიახლე”, უბრალოდ, აფერისტობს ))

    • და ფაქტებს რომ აფიქსირებს სად მიაქვს? მგონი დირექტორი არც არაფერს წყვეტს, თან ეს პირველი შემთხვევა არ არის ამ ტიპის

      • მანდატურს დირექტორთან მიაქვს.
        დირექტორს სამინისტრო აკონტროლებს, მანდატურებს – მონიტორინგის სამსახური.
        ხოდა, რა ვიცი, მაინც ეჭვი მეპარება :შ

  2. ჩემი სკოლის დირექტორიც ციხის უფროსი ყოფილა, ოღონდ “მალალეტკების”.

    სადამსჯელო ღონისძიებები? 😕

    რამდენიმე მახსოვს ჩემი კლასიდან:

    1. 5–ე კლასში ისტორიის მასწავლებელმა ერთი ჩემი კლასელეი თმით ითრია მხოლოდ იმიტომ რომ დავალების რვეული სხვისი გაუტანა. შედეგი – ამ ბავშვს ნერვოზი დაემართა, ღამე ვერ იძინებდა სულ ეს მასწავლებელი ელანდებოდა.

    2. სადღაც 5–6 კლასში ვიყავით ისევ როდესა გეოგრაფიის მასწავლებელმა (75–80 წლის ქალმა) ერთ–ერთ ჩემს კლასელს (ბიჭს) პანჩურები ურტყა 😐 მეორეს თვალში დიდი ბეჭედი ჩაარტყა და დაულურჯდა (მერე აღმოაჩინა რომ არასწორი ბავშვისთვის ჩაურტამს)

    3.9–ე კლასში ხაზვის მასწავლებელმა ერთ–ერთ კლასელს დაუყვირა,სახაზავი ჩაარტყა ხელებში და ყური აუწია. შედეგად ამ ცემმა კლასელმა უკან აღა რ დაიხია სიტყვა შეუბრუნა, დაემუქრა დირექტორთან წავალო და ბოდიშები იხადა მასწავლებელმა.

    მეტი არ მახსენდება. ^^ მაგრამ მგონი საკმარისია.

    რა არის იცი? მასწავ;ებელიც,დირექტორიც,მოსწავლეც და მანდატურიც აკეტებს იმას რაც გასდის

    • მართალი ხარ ნათია, ყველა იმას აკეთებს რაც გასდის, როცა შეიძლება საკითხის მოგვარება მშვიდად, აუღელვებლად, ესენი პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამენ, თუნდაც მასწავლებელი და თუნდაც მანდატური. ისე არ უნდა ქნან რომ სკოლაში მოსვლა შეაძულონ ბავშვს, მითჲმეთეს ძალიან ნაზი ფსიქიკა აქვთ ამ პერიოდში ბავშვებს და ზედმეტად მგრძნობიარენი არიან რიგი საკითხების მიმართ.

  3. მანდატურების იდეა თავისთავად ცუდი სულაც არაა, პირიქით, ძალიანაც კარგია…
    მაგრამ რატომ გამორიცხავს ყველა, რომ მანდატური არასოდეს არაფერს არღვევს და ცუდი ხმები მხოლოდ ამ “გონებაშეზღუდული”, “საბჭოთა ეპოქაში გაყინული მასწავლებლების” ფანტაზიის ნაყოფია?!!!
    ყველა მანდატური ვერ იქნება იდეალური, ისევე, როგორც ყველა მასწავლებელი ნამდვილად არ არის ზემოთნახსენები ეპითეტების ღირსი…
    თემას მოჰყვა და აგერ მოსწავლის პოსტსაც გადავხედოთ: http://metagamma.wordpress.com/2010/12/04/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/

    • თამარ, აი მინდა გავიგო საიდან წამოვიდა ეს იდეა და ვერ მივაგენი, თუ იცი რამე დამილინკეთ, რომელი ქვეყნის სკოლებში არის მსგავსი შტატი გახსნილი, ძალიან საინტერესოა.

  4. მანდატურები მასწავლეების და მოსწავლეების “უფროსია” და მათი თანამდებობა დირექტორისას უტოლდება, უფროსწორად ცოტათი მაღლაც დგას.
    ტუალეტის მოხეხვა ვიცოდი რომ ციხეებში ხდებოდა, მაგრამ რას ვიზამთ მოსწავლეები. ალბათ უნდა შევეჩვიოთ რომ მოსწავლეები კი არა პატიმრები ვართ და სკოლის მაგივრად ციხეში დავდივართ.

  5. ამ ფორმით არსად არ არის.
    არსად – ვგულისხმობ ნორმალურ ქვეყნებს.
    რატომ არ არის?
    იმიტომ რომ ისინი 70 წელი ბოლშევიზმში არ ცხოვრობდენენ. იქ კიდევ ბევრი სხვა რამ არ არის რაც ჩვენთან იყო, არის და იქნება.
    სულ იქნება.
    🙂
    და არაფერი არ გვეშველება…
    ალბათ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s