გარიგებით გათხოვილი


წუხელ საშინელი სიზმარი მქონდა, გარიგებით გამათხოვეს.

ჩემი უყურადღებობის და სხვების ეგოიზმის წყალობით, დესპოტი და ტირანი ადამიანის ხელში აღმოვჩნდი.

ერთ დილასაც ჩვეულებრივ გადავწყვიტე სამსახურში წასვლა.

– სად მიდიხარ? – მეკითხება ტირანი.

– სამსახურში.

– არ წახვალ!

– კი, მაგრამ რატომ – გავბედე კითხვის შებრუნება.

– წვერი მაქვს გასაპარსი, აბაზანა მომიმზადე, შემდეგ საუზმე

– კარგი, მაშინ ამის შემდეგ წავალ.

– არა, შუადღისას სახლში შემოვივლი, სადილი დამახვედრე, საღამოს კი შეხვედრაზე მივდივარ და ტანსაცმელი გამიმზადე.

– მე, სამსახურში მივდივარ, უამრავი საქმე მაქვს, ხალხი მელოდება.

– ხალხი არ ვიცი მე! ის ხალხი ჩემზე მნიშვნელოვანია? შენ ქმარი გყავს!

კარგი, ნუ ჯანდაბას ეს ერთი დღე, ვიფიქრე, დავრეკე სამსახურში და გავაფრთხილე, რომ ვერ მოვდიოდი. საუზმე გავაწყე და მაგიდასთან ვუხმე.

– სად არის ბუტერბროდი ან ამ ჩაის შაქარი რატომ არ აქვს?

– ვიფიქრე, რომ შენი გემოვნებით გააკეთებდი – შევხედე გაკვირვებულმა.

– გემოვნებას ერთხელ კითხულობ და იმახსოვრებ მთელი ცხოვრება!!! – მპასუხობს გაცეცხლებული.

არც უჭამია ისე გავარდა ჰოლში და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო.

– მოდიიი აქ – მესმის საშინელი ყვირილი ჰოლიდან.

– რა მოხდა, რა იყო? – მივვარდი შეშინებული

– ვერ ვიხრები, დაიხარე და თასმები შემიკარი!

რა უნდა მექნა, თასმები შევუკარი, პალტო ჩავაცვი და როგორც იქნა წავიდა სამსახურში.

მაგრამ უეცრად ისევ შემობრუნდა.  რაღაც რვეულები ეჭირა ხელში.

– ეს არის შავად ნაწერი და გადაათეთრე.

– კი, მაგრამ ხელით ვინ წერს ახლა – ვიკითხე გაკვირვებულმა

– გადაათეთრე! – მომიყარა რვეულები და კარი გაიჯახუნა.

ახლა ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ შუადღისთვის სადილი გამეკეთებინა, შემდეგ ხელნაწერი გადამეთეთრებინა, შემდეგ საღამოსთვის ტანსაცმელი გამემზადებინა, ამ გადარბენაში სადღაც სარკეში ჩემ სილუეტს მოვკარი თვალი, თმები ისევ გაჩეჩილი მქონდა და ისევ პიჟამოთი დავრბოდი.

ტელეფონმა დარეკა.

– გისმენ

– ჩემ ოთახში, კარადის მარჯვენა უჯრაში დევს საჩუქარი.

(გამიხარდა, ვიფიქრე რომ სურპრიზს მიმზადებს)

– ხო, მერე

– აიღე და ჩემი უფროსის შვილს დღეს სკოლაში ზეიმი აქვს და იქ მიუტანე, სკოლაში, გზად ყვავილებიც იყიდე არ დაგავიწყდეს, მასწავლებლისთვის.

– კარგი

სხვა რა გზა მქონდა, ჩემ მშობლებს მისი ვალი ჰქონდათ, საკმაოდ დიდი თანხა, ფაქტობრივად სამუდამოდ ხელი მქონდა მოწერილი მასთან, ავდექი, ნაუცბათევად შემოვიცვი რაღაც ტანსაცმელი და სახლიდან გავვარდი. მეჩქარებოდა. ამდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი.

გამოღვიძებულზე კოშმარის დეტალებს ვიხსენებდი, ნეტავ ვინ იყო, ვინ გამირიგა, რას მერჩოდნენ, თან სახელი და გვარიც ისეთი უცნაური ჰქონდა – ბანკი თიბისია, ჰმ . . .

——

პ.ს. ხო, ჩემამდე სხვა ცოლებიც ჰყავდა

I ცოლი

II ცოლი

III ცოლი

IV ცოლი და ა.შ.

Advertisements

21 comments on “გარიგებით გათხოვილი

  1. ჰაჰააააააააააა..ახლა დავაკვირდი – თიბისია…კიდე კარგი რო მეგრელი იყო ეგ შენი სიზმრის კოშმარი თორე ვერ გადამირჩებოდი 😀 ძღაააააააბ :)))

  2. საღოლ, რა :დ : დ 🙂 მეგრელი რა შუაშია, ყველა ქართველი კაცი მეტნაკლებად ეგეთია :დ :დ . უბრალოდ ზოგი “დროს არის აყოლილი” ნუ თავიანთი გაგებით. მაგათ შემხედვარეს ის მულტფილმი მახსენდება “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ” :დ . თაგვს რომ კატის ეშინია, ჯერ ძაღლად რომ გადაიქცევა, მერე ვეფხვად და მაინც რომ ეშინია. რა “მსოფლმხედველობაც” არ უნდა “ჩამოიყალიბონ” მაინც მუტრუკები არიან ამ სიტყვის სრული გაგებით :დ :დ (ეხლა დამესხმებიან თავს :)))) )

  3. გამოხმაურება: Tweets that mention გარიგებით გათხოვილი « Litterator's Blog -- Topsy.com

  4. ლოლ
    მეც არ ვთქვი რატომ გადმოდიან ჩემს ბლოგზე ასე ისტერიულად მა ბმულიდან მეთქი?
    თურმე ცოლი ვყოფილვარ და არც კი მცოდნია..
    :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s