მეხი უღრუბლო ცაზე


შეგუებული არასასიამოვნო სიტყვაა, მაგრამ ასეა თუ ისე ომის დროს იცი, რომ მსხვერპლი იქნება და  შეძლებისდაგვარად მომზადებული ხვდები ცუდ ამბავს, მხოლოდ უახლოეს ადამიანს შეიძლება სჯეროდეს რომ მისი შვილი/ქმარი/ძმა ომიდან ცოცხალი და საღსალამათი დაბრუნდება.

მშვიდობის დროს კი რა ხდება, ხარ სასწავლო ცენტრში, სადაც ნაღმმტყორცნელთა ასეული გადის წვრთნებს და 120 მმ ნაღმტყორცნის ჭურვი ფეთქდება; ბედი არ გინდა?! ომს გადაურჩები და მშვიდობას ეწირები.

სავრაუდო მიზეზი: ტექნიკური შეცდომა

გარდაცვლილი – 3

დაშავებული/დაჭრილი – 13

და ისევ, ბედი არ გინდა?! ხან პოლიტიკურ შეცდომას ეწირები და ხან ტექნიკურს.

 

 

იხილეთ მეტი

Advertisements

5 comments on “მეხი უღრუბლო ცაზე

  1. ახლახანს გავიგე ეს ამბავი და ძალიან ვწუხვარ ;( . ხომ ხედავ, კომენტარებითაც არ იწუხებენ თავს, თითქოს ყველას კიდია, რა მოხდა მერე, ჩვენ ხომ არ ვართ იმ სამს ან იმ ცამეტს შორის ან ვინმე ჩვენი ახლობელიო. სხვისი ჭირი– ღობის ჩხირი. საქართველო რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, გირგვლიანის ამბის მერე აბობოქრდებოდა ხალხი. ამათმა ხომ მარტო სუფრაზე იციან თავის გამოდება,ჭიქების ჭახა–ჭუხში. ფუ, მართლა (მე, მაპატიეთ, აღელვებული ვარ ძალიან) ან კიდე მარტო რუსების გინება. საწყალ ბებიაჩემს ომის დროს აფთიაქში წამალი არ მისცეს, რუსი ხარ და იმიტომო, ადამიანს, რომელიც აფხაზეთის ომიდან მოყოლეული სულ უანგაროდ ეხმარება ლტოლვილებს როგორც შეუძლია და საქართველოსთვის თავსაც გაწირავს, საჭიროება რომ იყოს. იმათ კი არ მოკითხავენ ცოდვებს, ვისაც ამხელა დანაშაული აქვს ქვეყნის წინაშე. თქვენ ასე ბღუჯა–ბღუჯა ამოგხოცონ და თვიტონ კი მესტიაში იგრიალონ უკრაინელ ქალებში.

  2. ცუდად გავხდი იმის წარმოდგენაზე, რა დაემართებოდა ყველა მშობელს, ვისი შვილიც იქ იყო. ისტერიული რეკვები და ხმის გაგონებაზე შვებით ამოსუნთქვა.. ხოლო ვინც ვერ გაიგონა შვილის ხმა? 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s