ისე, უბრალოდ


რასაც ვწერთ, ისევ ჩვენთვის ვწერთ, მხოლოდ ჩვენ ვკითხულობთ, ვტკეპნით ერთი და იგივე თემებს, ვავსებთ ცარიელ ფურცლებს, ეს არის და ეს, ზოგი გულს იოხებს, ზოგი შესაბამისად არ ან ვერ რეალიზებულ განათლებას ცხვირში გვტენის, ზოგი არარსებულს ასაღებს არსებულად to say in a nutshell we are in the big shit!

Advertisements

10 comments on “ისე, უბრალოდ

  1. საბოლოო ჯამში ყველა ჩვენ ჩვენ ჭიებს ვახარებთ : )))) და სულაც არ ვკითხულობთ ჩვენს ნაწერებს მარტო ჩვენ.. მე ჩემს რამდენიმე კინკილა მკითხველს ადამიანებად ვთვლი ჯერჯერობით 😀

    • ადამიანებად ვთვლი რომელია! მათთვის არის ეს ბლოგი აქ :**** უბრალოდ როცა რაღაც პრობლემებზე იწერება პოსტი მისი სამიზნე აუდიტორია ინტერნეტში კი არა კომპიუტერი არ აქვთ საერთოდ 😦 აი ეს არის ცუდი

      • ხო ეგ მართლა ცუდია :((((( მარა რას ვიზავთ 🙂 ვისაც ესმის ისიც კარგია 🙂 მე საზოგადო და გლობალურ პრობლემებზე არ ვწერ ვაბშე :დ ამიტომ არც არავის მინდა მივაწვდინო ჩემი ხმა :დ

  2. შენ: რასაც ვწერთ, ისევ ჩვენთვის ვწერთ, მხოლოდ ჩვენ ვკითხულობთ
    მე: ვერ დაგეთანხმები. სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს 🙂
    შენ: ვტკეპნით ერთი და იგივე თემებს, ვავსებთ ცარიელ ფურცლებს, ეს არის და ეს,
    მე: ერთიდაიგივე თემებს არ ტკეპნით. ფურცლებს კი ვავსებთ, როდის როგორ, პროდუქტიულობაზე ეგ ყველაფერი დამოკიდებული 🙂
    შენ: ზოგი გულს იოხებს
    მე: კი, წერა, ისე ადამიანის თვითგამოხატვის საშუალებაა, ასე მისი მოცია, რომელიც ენერგიაცაა, ადამიანიდან ფურცელზე გადადის.
    შენ: ზოგი შესაბამისად არ ან ვერ რეალიზებულ განათლებას ცხვირში გვტენის,
    მე: დანარჩენ სტოფებში შენ საკუთარ თავსაც მოიაზრებდი, აქ კი უკვე განზე გადექი, ანუ, გინდა თქვა, რომ შენ არც საკუთარ განათლებას სტენი ვინმეს ცხვირში პიტნასავით (გამოთქმაა ასეთი) და საერთოდ, მით უმეტეს არც საკუთარ პოსტებს? 🙂
    შენ: ზოგი არარსებულს ასაღებს არსებულად
    მე: კი, აქ ძნელია არ დაგეთანხმო.
    შენ: to say in a nutshell we are in the big shit!
    მე: ნუ, წერას არ ვგულისხმობდ ა ზოგადად, ქვეყანა ნამდვილად განავალში ცურავს, ეს მართალია 🙂

    • სტატისტიკა კი მეტყველებს სხვა რამეზე მაგრამ ეს არის ხალხი ვინც შემოდის ფორუმებიდან, ტვიტერიდან, ფეისბუქიდან და ა.შ. მაგრამ სამიზნე საზოგადოება ვისთვისაც (რა პრობლემაზეც) კონკრეტული პოსტი იწერება რეალურად ინტერნეტში არ არის, შეიძლება კომპიუტერი ჰქონდეთ სახლში მაგრამ ის იყიდეს მხოლოდ შვილებისთვის სათამაშოდ, ანუ რა მინდა ვთქვა, რომ ხალხის დიდ რაოდენობას საქართველოში ჰგონია რომ კომპიუტერს მხოლოდ თამაშების, სურათების და ფილმების ყურების დანიშნულება აქვს. წინ ძალიან დიდი პროცესი გველის ჯერ რომ ხალხმა გაიგოს რომ კომპიუტერი (ინტერნეტი) ინფორმაციის მიღების, ადამიანების გაცნობის, ცოდნის მიღების საშუალებაა, უფრო მეტიც დისტანციური სწავლებით შეგიძლია ესა თუ ის საწავლებელიც დაამთავრო და დიპლომი მიიღო. მსგავსი რაღაცეების გაგნებაში არ არის ხალხი . . . მაგ. ჩემი ერთი ნაცნობი თანამდებობის პირი, რომლის სამსახურიც სწორედ კომპიუტერიდან და ინტერნეტიდან გამომდინარეობს სიტყვაზე, სკაიპს მაშინ რთავს როცა ფაილი უნდა გავუგზავნო, ფაილს ვუგზავნი და სკაიპიდან გადის, და როცა შემოდის სკაიპში თან ჩემ ოთახში შემოდის და მეუბნება სკაიპში ვარო 😀 😀 ანუ ბლოგებს კითხულობენ ადამიანები ვინც ისედაც არიან ნეტშიკარგად გათვითცნობიერებულები და სხვადასხვა ალტერნატიული წყაროებიდან მათ შორის ბლოგიდან იღებენ ინფორმაციებს. ამიტომაც ვთქვი we are in the big shit 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s