ზეცისკენ გზა მოჭრილია!


1996 წლის სექტემბერში, როცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო ”შარიათმა” ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებოდა.

1. ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა

მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება.

2. იკრძალება მუსიკა

მაღაზიებში, სასტუმროებში, ყველანაირ ტრანპორტში იკრძალება მუსიკა და კასეტების რეალიზაცია. თუ რომელიმე მაღაზიაში დაფიქსირდება კასეტებით ვაჭრობის ფაქტი, ის მაღაზია დაილუქება და მფლობელს დააპატიმრებენ.

3. იკრძალება წვერის გაპარსვა

ყველა მამაკაცს, რომელიც წვერს გაიპარსავს ან შეიკრეჭს, დააპატიმრებენ და ციხეში დარჩება მანამ, სანამ წვერი მუშტის სიგრძეზე არ მოეზრდება.

4. კანონი ლოცვის შესახებ

ლოცვის დაკანონებული ჟამები მკაცრად იქნას დაცული ქვეყნის ყველა რაიონში. ლოცვების ზუსტი დრო გამოცხადებულ იქნება ”წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს” მიერ. ლოცვის დაწყებამდე თხუთმეტი წუთით ადრე და მერეც, მთელი ლოცვის განმავლობაში მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გადაადგილება. მამაკაცებს, რმლებიც ამ დროს მაღაზიებში ან სადმე სხვაგან იქნებიან შემჩნეულნი, დააპატიმრებენ.

5. იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობების მოწყობა.

ზემოაღნიშნული გატაცება უნდა აღმოიფხვრას. ფრინველები რომლებსაც მოაშენებენ პაექრობებისთვის, გაიჟლიტება.

6. კანონი ნარკოტიკებისა და მათი მომმხმარებლების წინააღმდეგ

ნარკოტიკის მოხმარებაში შემჩნეულ ყველა პირს დააპატიმრებენ. ასევე მიღებულ იქნება ზომები წამლის შენახვის ადგილისა და მისი გამსაღელბის გამოსავლენად.

7. კანონი ფრანის აკრძალვის შესახებ

ფრანით გართობას ასევე სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ახალგაზრდა თაობა, როგორიცაა სანაძლეოს დადება, გაკვეთილების გაცდენა და ბავშვების სიკვდილიანობა. მაღაზიები, რომლებიც ფრანს გაყიდიან, დაიკეტება.

8. იკრძალება სურათები

ყველა ტრანსპორტი, მაღაზია, სახლი სასტუმრო და სხვა ადგილები გაიწმინდოს სურათებისა და პლაკატებისგან. იქ არსებული ყველა სურათი განადგურდეს დაწესებულებათა მფლობელების მიერ.

9. იკრძალება აზარტული თამაშები

ყველა სათამაშო დაწესებულება და მათი მფლობელები ერთი თვის ვადით იქნან დაპატიმრებულნი.

10. იკრძალება ევროპული ვარცხნილობა

ყველა გრძელთმიან მამაკაცს დააკავებენ და ”წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს” გადასცემენ, სადაც მათ გაკრეჭენ, თმის შეჭრის ხარჯებს კი თავად დაკავებული დაფარავს.

11. იკრძალება პროცენტების აღება ვალად გაცემულ თანხაზე, ფულის გადახურდავებისას ან გადაცვლისას.

12. იკრძალება მდინარის პირას, მდინარის წყალში სარეცხის რეცხვა

ქალებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, მაჰმადიანური წესების ყველა დაცვით დააკავებენ და მიჰგვრიან ქმრებს, რომლები შესაბამისად, პასუხს აგებენ ცოლის დანაშაულზე და მკაცრად დაისჯებიან.

13. იკრძალება მუსიკა და ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებზე

ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ოჯახის უფროსი დაპატიმრდება და შესაბამისად დაისჯება.

14. იკრძალება დოლზე დაკვრა

სასჯელს იმ პირების მიმართ, ვინც ამ კანონს დაარღვევს და ზემოაღნიშნულ ინსტრუმენტზე დაუკრავს, უხუცესთა რელიგიური საბჭო განსაზღვრავს.

15. მკერავებს ეკრძალებათ ქალის ტანსაცმლის კერვა და შეკვეთების მიღება

რომელიმე სამკერვალოში მოდური ჟურნალების აღმოჩენის შემთხვევაში, მკერავს დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ.

16. იკრძალება მკითხაობა

ამ თემაზე შექმნილი ყველა წიგნი დაიწვება, ზემოაღნიშნული საქმიანობით დაკავებული ყველა დაპატიმრდება და პატიმრობაში მანამ იქნება, სანამ არ მოინანიებს.

****

ქალებს დამატებით, ხაზგასმით მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული. ქალებმა არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. თავიდან უნდა აიცილონ საშიშროება იმისა, რომ ვიღაცამ ”ცუდი თვალით” შეხედოს. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!

კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.

ალაჰუ აკბარ!



——–

პოსტი მომზადებულია ჟურნალისტ ოსნე საიეშტადის წიგნის ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” მიხედვით

მეტი ინფორმაცია თემის ირგვლივ

Advertisements

15 comments on “ზეცისკენ გზა მოჭრილია!

  1. ერთი ჩვენც არ გვაწყენდა ”წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტრო” 😀

    მაგათ დღის განრიგსა და Job Description-ს ნახავდა კაცი სიამოვნებით. 🙂

    კარგი პოსტია ლიტერატორ :))))

  2. აჰა , მერე კიდე გაუკვირდებათ, რატომ ხდებიან კამიკაძეები. ისწრაფვის ხალხი სასუფევლისკენ, რომ დროზე დააღწიოს აქაურ ჯოჯოხეთს თავი.

    პ.ს. ისე, ბოლო კანონს, მკითხაობის დასჯის შესახებ, აქაც მივესალმებოდი.

    • ხო მკაცრია და აქ კიდევ ბევრი რამ არ წერია, 16-ის გარდა კიდევ ცალკე გაფრთხილებები აქვთ, ირანში ცოტა უკეთესობაა, ოღონდ ცოტა 😀 😀

  3. ისე, ფრანი ჩვენთანაც საერთოდ არ იყიდება. მიდი აბა, სადმე თუ იშოვი

    • ჰმ, რაღაც საეჭვოა ეგ ამბავი 😀 ჩვენთან ფრანით გართობა უინტერესო ეჩვენებათ მგონი, მე მომწონს ❤

  4. მე მგონი, გავლენ ამერილელები და დაბრუნდებიან ეგენი ისევ ოთხმოცდათქევსმეტში :)))))))))))))

    აბა, ნახეთ ეს ვიდეოები. მე სერიოზულად მეშინია, რო ესენი იქნებიან დედამიწას რომ ბოლო ატომურ ბომბს შეუდებენ, თავსაც აიფეთქბენ და ჩვენც ზედ მიგვაყოლებენ ალაჰის სახელით ::)


    და დასასრულს, პატარა იდიოტი ბავშვი

    პატივს ვცემ ნებისმიერ რელიგიას და სარწმუნოებას, მაგრამ პატივს ვერ ვცემ ასეთ უმეცრებას, მაჰმადიანურს კი არა, მართლმადიდბლურსაც კი!

    • ეს გადაჭარბებაა უკვე რასაც ეგენი “ქადაგებენ”, ფანატიზმი და რელიგია ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ვნახავ აუცილებლად :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s