წლის ბლოგერი plus დახასიათება ბონუსად . . .


წლის ბლოგერის შესახებ ამ დრომდე დაწერილი თითქმის ყველა პოსტი იწყება ასე:

ანინამ წამოიწყო ტეგ თამაში . . . და მეც ვაგრძელებ . . .

ბლოგერების აღებულ ტემპს არ დავაგდებ და მეც გავაგრძელებ აღნიშნულ თამაშს, თუმცა გამოგიტყდებით, რაც ანინამ თამაში დაიწყო, მას შემდეგ ვფიქრობ სამეულზე, არა იმ სამეულზე რომელიც ანინამ დაასახელა, არამედ იმაზე, რომელიც მე უნდა შემეკრიბა ჩემს ბლოგზე. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ თამაშისთვის სამი ადამიანი არ მეყოფოდა და გადავწყვიტე ოქროს სამეულის და დიდი შვიდეულის გაკეთება (რა დიპლომატი ვარ 😀 )

ძნელი იყო, მაგრამ გვერდზე გადავდე მაცდური ემოციები და ვგონებ საკმაოდ ობიექტურად და მკაცრად მივუდექი საკითხს 😉

მაშ ასე პირველი სამეული ასე გამოიყურება:

I – LISHTOTA

პირველივე დღიდან აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის წერის და თხრობის მანერით. უაღრესად აკადემიური ბლოგერი ამ სიტყვის ყველაზე რელევანტური გაგებით, ყოველთვის ძალიან საინტერესო და ლაკონური პოსტებით ეხმაურება ამა თუ იმ საზოგადოებრივ მოვლენას; იშვიათად წერს პირად პოსტებს, მაგრამ რაც დაუწერია საკმაოდ სადა და ხალასი თხრობით გამოირჩევა, ისე რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მკითხველმა, თუნდაც ქართულ და თუნდაც ინგლისურ ენაზე. (მახსენდება პოსტი კეჩხობზე, რომელსაც ახლა ვერაფრით მივაგენი)

რაც პირწიგნაკზე ვარ, თითქმის სულ ვკითხულობ, ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ იშვიათად გვანებივრებს.

My sincere respects!

II – ყვავის ბუდე

არც ისე დიდი ხანია რაც პირწიგნაკზე ვარ და ტრიალებს რაღაც ვიდეო და ბარე ერთი ასმა, რომ დაატრიალა ვიკადრე და მეც ჩავრთე და ჰოი, საოცრებავ, ვიღაც შავი არსება, თეთრ მაისურში გვავედრის ვიღაც სოფიკოს. OMG. ვინ არის მეთქი ვიკითხე (ვერ ვიცანი), ყვავა არისო, ჯეობარში რომ იყოო, როგორ არ გახსოვსო! (მისაყვედურეს), მეორედ თუ მესამედ ყურებისას გონებაში ჯერ კამუფლირებული თავშალი და შემდეგ შარვალი ამოტივტივდა, და გამახსენდა! და ნუ გავატარეთ.

მოგვიანებით რაღაცას ვეძებდი აგვისტოს ომზე და კიდევ ერთი ჰოი, საოცრებავ, მოხდა. ყვავას ბლოგიც ჰქონია (აი ამ ც-ს დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს) და ის დღე ამ ბლოგში ჩავიკარგე, კერძოდ აგვისტოს ომის დროინდელ ჩანაწერებში და მეგობრებსაც ვუზიარებდი.

”მგონი სადღაც დავუწერე კომენტარიც ასეთ ჩანაწერებს შენგან არ ველოდი და საერთოდ ისიც არ მეგონა ერთი-ორი წიგნი თუ გქონდა წაკითხული მეთქი”

III – ლინგვისტუსი

წინადადებით შემოვდივარ ამ ბლოგის მუდმივი მკითხველებისთვის გაიცეს სერთიფიკატი ტექსტით:

”ეს სერთიფიკატი მიეცა ლიტერატორს მასზედ, რომ იგი ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად კითხულობდა ლინგვისტუსის ბლოგს და მიენიჭა ლინგვისტუსის მკითხველის კვალიფიკაცია”

ისე როგორც დიპლომს აძლევენ უმაღლესის დამთავრებისთვის. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ბლოგზე და მინდა სერთიკატიც მქონდეს ამის დასტურად. თავიდან რომ დავიმეგობრე ძალიან უჟმური ვინმე იყო (ნუ ახლაც) არაფერში მეხმარებოდა, ხო რომ გავიცანი ბლოგი არ მქონდა, არ მასწავლა როგორ გამეკეთებინა , მე გავბრაზდი (თან ძალიან) და ჩემით გავაკეთე. რაც არ უნდა მეკითხა, არაფერზე მპასუხობდა და მე უფრო გამომდიოდა. ჩემი და ლინგვისტუსის შემთხვევაში წარმატებული გამოდგა გამოთქმა: ”საუკეთესო მასწავლებელია ის ვინც, არასოდეს არაფერს გასწავლის”.
მადლობა ლინგვისტუსს ამ ბლოგისთვის, რომელიც 19 იანვარს 1 წლის გახდება. 


ოქროს სამეულს დავტოვებ ახლა და გადავალ დიდ შვიდეულზე :D

I – Je m’appelle Eka

ეკაც ბლოგის საშუალებით გავიცანი, ჩვენი პირველი დიპლომატიური შეხლა-შემოხლა სწორედ მის ბლოგზე მოხდა. აქ რომ სიტყვა არ გამიგრძელდეს ჩვენი გაცნობის მოკლე ისტორია იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში    კომენტარების შემდეგ, დიდი მიმოწერა გავმართეთ ფოსტის მეშვეობით, (კიდევ კარგი მტრედები არ გვყავდა) და შეეეემდეგ, როოოოოგორც იქნა დავმეგობრდით და I’m so proud!

IILord Vader

ეს ადამიანი ერთ-ერთ პოსტში უკვე აღვნიშნე, როგორც ჩემი ერთგული მკითხველი, ბოლო დღეებია არ ჩანს, მგონი ახალ წლებში გაიბლანდა, გამორჩეული პოსტები აქვს, ძალიან ბევრ ორიგინალურ და საინტერესო სიახლეს ვპოულობ ხოლმე მის ბლოგზე, რასაც ჩემს მეგობრებსაც ვუზიარებ დიდი სიამოვნებით.

III– ლაშარელა

ეს ადამიანი წლის აღმოჩენის ნომინაციით მინდოდა წარმომედგინა, მაგრამ ბოლოს დიდ შვიდეულში მივუჩინე ადგილი.
აღმოვაჩინე კატიეს დახმარებით, ეს სწორედ ის ბლოგერია, რომლის ბლოგზეც სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე ახალ პოსტს!
თუ ექიმმა ხალასი იუმორის ნაკლებობა დაგიდგინათ, მე ლაშარელას ბლოგს გინიშნავთ სამკურნალოდ!
რომელ პოსტებზეც ვიფორთხე:   მამალო და ერთხელ უნიტაზზე

IV – ხელოვნების მახე

როდრიგომ გამიმხილა, რომ ჩემი ბლოგი ერთ დროს ლორდს ურჩევია. მე ლიტერატორობას ტყუილად ვიბრალებ. აქ ერთადერთი ლიტერატორი და წიგნების მოყვარული როდრიგოა.  გაიმახეთ მის მახეში!

V – ზურიუსი

ორიგინალური, ექსცენტრული, ქარიზმატული და თან სტვენით ვინმე შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში? და არ იცით ვინ არის? მაშ გაიცანით და მე ჩემის მხრივ ვუსურვებ ოცნების ასრულებას.
რა ვიცი გიდი თუ გინდა ზურიუს, აქ ვარ 😀

VI– ლანდიშა

თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენი გზები ტაოპრივატ ბანკის წინ გადაიკვეთა, ვიდექით უზარმაზარ რიგში და ველოდით, იმდენი ხანი ველოდით, რომ ერთმანეთი გავიცანით, იმ დღეს ჩვენ გული დაგვწყვიტა ტაომ, იმდენად დაგვწყვიტა, რომ სამუდამოდ დავასამარეთ იგი როგორც ჩვენს გულებში, ასევე ჩვენს ბლოგებზეც, თუმცა სიტყვა არ გვითქვამს იმის შესახებ, რომ იმ დღეს ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. ტაო – ჩვენი ტკბილი მოგონება

პ.ს. აქვე ვეტყვი რომ ძალიან ზარმაცია და იშვიათად წერს, განა აუცილებელია ერევანში წასვლა იმისთვის, რომ პოსტები დაწერო?

VII e2-e4 დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი!

სანამ ამ ბლოგს ესტუმრებით სკამის ფეხს თოკით გამოებით, რომ არ დაიკარგოთ.

P.S. ეს ის ბლოგებია, რომლებიც მეტ-ნაკლებად  აქტიურობენ რაც მე ვარ ამ სფეროში (ბლოგოში), ბევრი ვერ მოხვდა არა იმიტომ რომ მე არ მომწონს, უბრალოდ ათეული აღარ გამომივიდოდა და იქნებოდა ბლოგროლი 😀

ზემოაღნიშნულ ბლოგერებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ (იცის ვინც) და სიზარმაცე სადმე გადააგდეთ, არ დაგენანოთ 😀

P.P.S. თუ ვინმეს რამე არ მოგეწონათ, გეწყინათ ან არ მეთანხმებით და ა.შ. როგორც ლინგვისტუსი იტყოდა: ამ ჩემს მაუსს 😀

ასევე იხილეთ 🙂

Advertisements

29 comments on “წლის ბლოგერი plus დახასიათება ბონუსად . . .

  1. პაიკის ბლოგის ხსენება გამიხარდა ძალიან… მე შემოვიფარგლე სამით და ერთ-ერთი, ვისზეც გული დამწყდა, სწორედ ჯორჯ პაიკი იყო…

  2. ომგ! დიდი მადლობა! შესანიშნავი ათეულია 🙂 ყველანიც მომწონან და ვინ უნდა დარჩეს ნაწყენი, რა სისულელეა ;)))
    კარგია, რომ ყველასთან შეინიშნება მრავალფეროვნება. ლაშარელა არ ვიცი, არადა ყველამ დაასახელა და რატომ გამომეპარა ნეტავი, აბა დავიგუგლრიდერო ერთი 🙂

  3. მე სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს. საინტერესო პოსტები გაქვს, თან მომწონს, რომ მკითხველების კომენტარებს უყურადღებოდ არ ტოვებ. რაღაც ეს 2011 წელი ძალიან ნაყოფიერად იწყება შენთვის. ასე გაგეგრძელებინოს, მუდამ ხალისი გქონდეს, რომ გაამრავალფეროვნო შენი ბლოგ სამყარო 🙂 ისე ბლოგის გაკეთებას მეც ვაპირებ, მაგრამ ვინ გაცდის? 🙂 ეჰ 😦

  4. მადლობა ლინგვისტუსს ამ ბლოგისთვის, რომელიც 19 იანვარს 1 წლის გახდება.
    რა 1 წლის მალე სკოლაში მივაა :)))

  5. ჩემი, რიგითი მკითხველის, სამეული ასე გამოიყურება: ჯორჯ პაიკი, მისი ბლოგი კარგა ხნის წინ აღმოვაჩინე, შემდე ვასასის ბლოგი და ახალი ბლოგებიდან- მალე რომ ერთი წლის გახდება და უკვე რომ ძალიან საყვარელი და ჩასაყლაპია, ის ბლოგი.
    ასევე ძალიან მომწონს კატიეს და ჰექსეს ბლოგები. ყველა აღნიშნულ ბლოგს ვუსურვებ წარატებას და პოსტ და მკითხველ- უხვობას 🙂

    • მკითხველები როგორ დაგაკავშიროთ ერთმანეთს არ ვიცი 🙂 მაგრამ დიდი სიამოვნებით დავდებდი მკითხველების ვერსიას ბლოგზე 🙂

      • ისე მაგის ორგანიზებაც შეიძლება ლიტერატორ. 🙂 ახლა თავში რაღაც იდეამ გამიელვა, მაგრამ ჯერ დალაგება და მოფიქრება ჭირდება. 😛

        პოსტით ფრიად კმაყოფილი ვარ

  6. ისე, ნომინაციებად რომ დაგვეყო, მე მგონი უფრო მართებული იქნებოდა, რას იტყვით? იმიტომ, რომ ყველა ბლოგი მეტნაკლებად თავისებურია, ჰა? მაგალითად: “ყველაზე ექსცენტრიული”, “ყველაზე შემეცნებითი”, “ყველაზე აქტუალური”, “ყველაზე რეალისტური”, “ყველაზე სურეალისტური”…итогдали итогдали…

  7. გამოხმაურება: წლის ბლოგერი! • Landish.Ge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s