ბედის ირონია ანუ სხვა საქართველო სად არის . . .


ჩვენი ქვეყანა უნივერსალურია

არიქა ახალი წელი მოდის, აბა ჩქარა მივალაგოთ, გავწმინდოთ, გავრეცხოთ, ნაძვის ხე მოვრთოთ, უნდა წკრიალებდეს და პრიალებდეს ყველაფერი . . . – ეს სახლში.

არიქა ახალი წელი მოდის, აბა ჩქარა, მივალაგოთ, გავწმინდოთ, ქუჩებში ჭაღები ჩამოვკიდოთ, ნაძვის ხე ავაწყოთ, საზეიმოდ გავხსნათ, პარლამენტის წინ, ე.წ. ტრიდე შოუ მოვაწყოთ . . .

ჩვენ ბევრი საახალწლო ზღაპარი გვაქვს ქვეყანაში:

ზღაპარი #1 – ვეტერანები

უი, რაღაცას ფეხი წამოკრა ვიღაცამ, ჰმ რა იყო ეს? მოიხედა და რას ხედავს, გმირთა მოედანზე ვეტერანებს შიმშილობა დაუწყიათ. არ არსებობს!

საერთო, ბრჭყვიალებით მორთულ სურათში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მონაწილე ვეტერანები არ თავსდებოდნენ, საახალწლოდ მაძღარ ქვეყანაში, რა დროს შიმშილობა იყო, კამუფლირებული ფორმები ემოსათ, მაგრამ არც ნაძვის ხეს უხდებოდნენ, მაშ რა უნდა ექნათ?

საქმეში ჩაერთო საახალწლო პატრული, იყვირეს, იჩხუბეს, ადექით, წადით, სახლში დაჯექით, ლირიული გადახვევასავით ვიღაცამ იქვე გოგოს ჩააფარა ნიჩაბივით ხელი . .   – კი, მაგრამ მე ხომ კანონს არ ვარღვევ – ამბობს ვეტერანი, მითხარით რას ვარღვევ?

– თქვენი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა – ამბობს პატრული, რომელსაც სისხლის სამართალი უხეირო თარჯიმნის არ იყოს кровавое право ჰგონია, და არ შეუძლიათ როგორც მინიმუმ დაკავებულს კომპეტენტური პასუხი გასცეს საჭიროების შემთხვევაში.

ვიღაცას ერთბაშად რამოდენიმე ნიჩაბივით ხელი ურტყამდა, ვიღაც მანქანაში ჩატენეს.

მოკლედ გმირთა მოედანი დაალაგეს, აბა ახლა სტუმრებთან ხომ არ შევრცხვებოდით, ამ გაბრდღვიალებულ ქალაქში, გამაძღარ ახალ წელს, გაგანია კონცერტების ფონზე, ვეტერანების შიმშილობა იქნებოდა?!

ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერი კარგად არის, ყველა კარგად არის, თბილად, მშვიდად . .

სინამდვილეში პრობლემები სიღრმისეულია, მიუხედავად უამრავი ცრუ და მასხარა არასამთავრობოს თუ ფონდების არსებობისა, რეალურად არავინ ზრუნავს ომის ვეტერანთა პრობლემებზე, მათ მატერიალურ სიდუხჭირეზე, ომის შემდგომ რეაბილიტაციაზე . . .

მათი მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო სრულიად მშვიდობიანი აქცია-შიმშილობა, ისინი არავის არ უშლიდნენ ხელს, არ აფერხებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას. როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, კანონი სწორედ მათი მხრიდან დაირღვა, ვისაც სამსახურეობრივად ევალეოდა მისი დაცვა.

ზღაპარი #2 – გირჩები

როგორ გაუმართლა დათოს, დამატებითი შემოსავლის საშუალება აქვს, დათო სოფელ თლუღში ცხოვრობს, ამ სოფლის 300 მცხოვრებიდან მხოლოდ 22-ს აქვს სამსახური, მიზერული ხელფასით, ყოველ სეზონზე შობა-ახალწლამდე 3 თვით ადრე დათო და მისი მეგობრები, სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მიემართებიან მთებში ნაძვის ხის გირჩების მოსაპოვებლად.

1 კილო გირჩს ისინი 0.50 თეთრად აბარებენ შუამავალ კომპანიას, ეს უკანასკნელი კილოს ყიდის 25 ევროდ და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, საფრანგეთი და ა.შ. ახალ წელს სწორედ ქართულ ნაძვის ხეებით ხვდებიან. მაგალითად, გერმანიის შემოსავალი ნაძვის ხეების ბიზნესში, წელიწადში 2 მილიონზე მეტ ევროს აღწევს.

თბილისში მეუღლისთვის სუნამოს საყიდლად ჩამოსული დათო გაკვირვებას ვერ მალავს როდესაც ერთ-ერთ მდიდრულ მაღაზიაში დანიიდან ჩამოტანილ საახალწლო ნაძვის ხეს 125 ევროდ შეფასებულს ხედავს.

შარშან მისი ერთი მეგობარი დაიღუპა, ნაძვის ხიდან ჩამოვარდა, გირჩების დაბერტყვისას, რომელიც ზოგჯერ 30 მეტრს აღწევს.

თავად ერთხელ ჩამოვარდა და ნეკნი გაიტეხა, თითოეული მისი წასვლა ყოველთვის დიდი რისკია.

ზღაპარი #3 – სხვა საქართველო სად არის??

სხვა საქართველო ბათუმშია. კარერასი ბათუმშია, დომინგო ბათუმშია, ბოჩელი ბათუმშია, რიოს საზამთრო კარნავალიც ბათუმშია, რკინის შერწყმადი სხეულებიც ბათუმშია, თვალებში შესაყრელი ნაცარიც ბათუმშია . . .

შიგნიდან მომპალი ხე რაც არ უნდა მორთო და მოკაზმო , რამე ეშველება ვითომ?

ზღაპარი #4 – კურიერი

3 იანვარი ნაკვესი 9 საათიანი კურიერის მითოსიდან:

”თქვენ დაიბადეთ და იზრდებით ძალიან მაგარ ქვეყანაში, თქვენ გაგიმართლათ” . . . ”დილას რომ გამოვედი მე თქვენთვის მზიანი დღე შევუკვეთე” – პრეზიდენტი მიმართავს მის სასახლეში შეკრებილ ბავშვებს.

ჰო, აბა რა . . .

———–

სხვა საკითხავი გირჩების ბიზნესზე

პალიტრა ტვ-ს ვიდეო

 

სხვა საქართველო

Advertisements

9 comments on “ბედის ირონია ანუ სხვა საქართველო სად არის . . .

  1. აუ მე ჭურში ვზივარ 😐
    რეები ხდება ეს…

    და მაინც, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვიდად და წყნარად 😐 ჰმ

  2. გაიხარე, თამო. მწარე სიმართლეა, მაგრამ ვიღაცამ უნა ამოიღოს ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ. რაღაც საზიზღარი კონცერტი ყოფილა თბილისში, როგორც გავიგე და ამ კონცერტზე რამდენი მილიონი დაიხარჯებოდა, წარმომიდგენია. ოპერა და კლასიკური მუსიკა ჩემზე ძალიან არა მგონია ნაც მოძრაობის ტაკიმასხარებსა და კარის ვაი მომღერლებს უყვარდეთ და საერთოდ რა გაეგებათ ოპერის, ძალიან მაინტერესებს, ბათუმში რომ ჩაცვივდებიან დედა–ბუდიანად. ხალხის ბრალია ყველაფერი, ხე ძირიდან ხმება, როგორიც ერი , ისეთი ბერი, როდემდე უნდა ითმინოთ, როდემდე უნდა გამცირებდნენ და ტალახს გესროდნენ. არც უკრაინა არ არის 100%–ზე აწყობილი ქვეყანა, მაგრამ ცა და დედამიწასავით განსხვავდება აქაური და საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. როგორ დაგაბრმავათ ხალხო ყველა ამ არქიფო სეთურმა?

  3. საბჭოთა ანეკდოტი: გურულს ეკითხებიან, რამდენს იწველის შენი ძროხაო? საა, ძამა, რადიოშიო??
    ზუსტად იგივე მეორდება დღეს. უყურე ტელევიზორს და აღარაფერზე იდარდებ, მთავარია, ქუჩაში არ გაიხედო…

  4. ერთხელ დავწერე ერთი ამერიკელი “პედაგოგის” ბლოგზე, მრცხვენია ქართული სისხლი რომ ჩქეფს ჩემს ძარღვებში მეთქი, გამსაკუთრებით შიშველ პრეზიდენტს რომ ვხედავ მეთქი და ერთი ამბები ამიტეხეს “პატრიოტებმა”. მართლა მრცხვენია, რომ ქართული სისხლი მაქვს, ასეთი ჩმორი ერი, მსოფლიოში არ არსებობს. პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკა საქართველოს აქვს. რობერტ მუზილი თავის “ადამიანი თვისებების გარეშე” წერს: “ჭეშმარიტ პატრიოტს საკუთარი ქვეყანა ყვალზე უკეთესი არ ჰგონია”.

  5. გამოხმაურება: ვეტერანთა აქცია და კანონის უზენაესობა | Je m'appelle Eka

  6. მე ტელევიზორს არ ვუყურებ ნახევარი წალია უკვე. მარტო მულტიკებს, ბავშვების გადამკიდე 🙂
    გითხრათ სიმართლე, არაფერიც არ მიკვირს. რატო არ მიკვირს, როგორ არ მიკვირს, ეს სხვა ამბავია. ღრმა ნიჰილიზმში ვარ ჩავარდნილი ივერიის გაბრწყინებასთან მიმართებაში.. 🙂
    ხალხია ისეთი.. არაფერი არ გამოვა აქედან.

    აბა ეს ნახეთ,
    http://www.presage.tv/?m=blogs&BAID=12&BID=35

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s