საძველწლო ვარიაციები


ყვავას პოსტმა შთამაგონა და გადავწყვიტე მეც გადამეხედა 2010 წლისთვის, სანამ 2011 არ შემოსულა და სულ კინწისკვრით არ გაუგდია . . .

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არა 2010 წელი, ეს პოსტი ვერ დაიწერებოდა, ანუ ეს ბლოგი გაჩნდა 2010 წლის 19 იანვარს, ჯერ ერთი წლისაც არ ვართ, და ეს ოდენ თოთო ბლოგი 114 პოსტს იტევს, მათ შორის არცერთი გესთი, რადგან მეტად ცუდი მასპინძელი ვარ.

ბლოგამდე ჯერ იყო დღიური, შემდეგ ბლოკნოტების უთვალავი რაოდენობა, შემდეგ კომპიუტერი ფაილებით და ფოლდერებით, ბლოგის მერე რა იქნება არ ვიცი 🙂

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოსულა, განსაკუთრებული მადლობა პირველი კომენტარის ავტორს – INTERES-ინტერესი ?…! და ყველა ჩემს ერთგულ მკითხველს:  ქევანას, ლორდ ვადერს, თეოს, მწირს, როდრიგოს, ჯორჯ პაიკს, ნატატოს, ვეკოს, სიყვარულოვნას, კატიეს და კიდევ სხვებს და სხვებს . . .

სხვა ზოგადსაკაცობრიო პოსტების გვერდით, აქ ნახავთ ჩემს ჩანახატებს, ლექსებს, თარგმანებს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით არცთუ ისე ნაყოფიერი წელი იყო, დავწერე 12 ლექსი, ვთარგმნე ერთი ლექსი (არლინგტონის) და ორი მოთხრობა (მოემის) ინგლისურიდან.

უბრალოდ წლის განმავლობაში ბევრ თარგმანებს ვაკეთებ სამსახურში და მხატვრული თარგმანისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება სამწუხაროდ.

სამსახურიც ისევ ისე, სტაბილურად ქმედუნარიანია, მოშლა, დაშლა არ ემუქრება, ბოლო-ბოლო კრიზისის ლაბირინთებში ვიარეთ ამაყად;

წელს ვიყიდე ანუ შევცვალე მანქანა, რომლის გარეშეც ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, რა ვქნა მიჩვევა იცის კომფორტმა.

განსხვავებით სხვა წლებისგან არსად არ ჩამიბარებია სასწავლო მიზნებით, მხოლოდ სერთიფიკატი მივიღე დოკუმენტური კინო რეჟისურის კურსის დახურვისთვის,

ენებს რაც შეეხება, ცოტა ხნით დავუბრუნდი ფრანგულის და ესპანურის სწავლას, თუმცა მალევე შევწყვიტე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

ასევე ვერ დავასრულე დოკუმენტური ფილმი ქართველ ავტომრბოლელებზე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

მყავდნენ აბიტურიენტები ინგლისურ ენაში, რომლებსაც შევალიე ჩემი დღის ბოლოსთვის გამოზოგილი ნერვები 😀

პირად ცხოვრებაში სრული ჩავარდნა მქონდა, არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა ამ წელს – მიზეზი აქაც შეიძლება იყოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

როგორც იქნა დრო გამოვნახე და ოქტომბერში სამოგზაუროდ წავედი ეგვიპტეში – საუკეთესო რაც მოხდა 2010 წელს!

ამ დღეებში ასევე გავიგე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს ბლოგერების კრებულს, სადაც დაიბეჭდება ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი, რომელი აარჩიეს არ ვიცი, ორი გავაგზავნე.

ჩემი თარგმანები და ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ -www. lib.ge, რისთვისაც მადლობა გიორგი კეკელიძეს.

და რაც უმნიშვნელოვანესია გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, თუნდაც ვირტუალურად და თუნდაც რეალურად! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიყვარხართ ყველა, უკლებლივ! მე მაპატიეთ, რომ ვერ გამოვხატავ, ძალიან უხეში და უჟმური ვარ საამისოდ.

მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტიც!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

Advertisements

18 comments on “საძველწლო ვარიაციები

  1. თამო, ბლოგზეც მოგილოცავ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და მომავალი წელი შენი ბლოგისთვისაც წარმატებული ყოფილიყოს!
    აღმოჩენის დღიდან ინტერესით გკითხულობ და დარწმუნებული ვარ მომავალ წელსაც ასეთივე ინტერესით შემოგივლი ხოლმე :))
    ჰო , მართლა, შენი ბლოგი პირველად, ლორდ ვადერმა მირჩია, მასაც მადლობა ამისთის 🙂

    • მადლობა როდრიგო 🙂 მეც გილოცავ, შენს ბლოგზეც ბევრი ბევრი საინტერესო პოსტი მენახოს 🙂

      ლორდიც შემოივლის ალბათ ქეიფობს ჯერ 😀 😀 😀

  2. გილოცავ ახალ წელს და გისურვებ, შემდეგი წელი უფრო ნაყოფიერი ყოფილიყოს ყოველმხრივ!

    • მადლობა გიო! გისურვებ წარმატებებს შენს საქმიანობაში და სურვილების ასრულებას!!! :***

  3. gilocav axal wels da gisurveb sul aseti saintereso postebi shegeqmnas xolme. kidev ufro nayofieri yofiliyos es 2011 weli da gagrdzelebuliyos didxans sheni shemoqmedebiti wva. xels giqnevs from Kiev :))))))))

  4. გილოცააავ,მართლა საყვარელო ბლოგი გაქვს ძაან,ასე გააგრძელეე,წარმატებები:***

  5. გილოცავ თამ, ბედნიერება და ჯანმრთელობა შენ და შენს ბლოგს ბევრი საინტერესო პოსტები! სხვათაშორის შენი ბლოგი მოემის წყალობით ვნახე :***

  6. ბევრი რამ შემიძლია რომ გისურვო, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ა.შ. მაგრამ როგორც ვხვდები ეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი რაღაც ვერ იქცევა კარგად… 🙂 ამიტომ მსუბუქ და სასიამოვნო სამუშაო გრაფიკს გისურვებ, სხვა სიკეთეებთან ერთად!

  7. გილოცავ, კარგი წელი ყოფილა ასე თუ ისე, გისურვებ უფრო მეტის გაკეთება შესძლო, გისურვებ წარმატებული, ბედნიერი წელი ყოფილიყოს შენთვის :*

  8. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან გამახარეთ :**** მიყვარხართ, წარმატებებს გისურვებთ ყველა განხრით! :****** 🙂

  9. თამუ,გილოცავ ახალ 2011 წელს! გისურვებ უფრო მეტი დრო დაგრჩენოდეს ლიტერატურული თარგმანებისთვის, შენი ბლოგისთვის, დასვენებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის!!!!!
    რომ იტყვიან, მართლაც ,,უგზოუკვლოდ” ნიჭიერი გოგო ხააააააარ!!!!!!!!!! :-*
    გკოცნი, მიყვარხარ!

  10. Pingback: წინა წლის შეჯამებასავით თუ საშობაო აღსარებასავით :) | 私の名前は Eka です。

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s