7 იანვარი თუ 25 დეკემბერი და გვირილა გარჭობილი ათეისტები


ფსევდოათეისტებს ერთი ლამაზი გვირილა დაამშვენებდათ სამკითხაოდ, ან ხელში დაიჭირეთ ან გაირჭეთ სადმე, იქნებ მიხვიდეთ ნანატრ ჭეშმარიტებამდე.

ფსევდოათეისტები ამბობენ, რომ მომრავლდნენ ფსევდომართლმადიდებლები, ნუ ცხადზე ცხადია, ღორმა ღორს უთხრა შე ტალახიანოო! ! ერთმანეთისკენ თითის გაშვერა და ვინ უფრო დასვრილია და ვინ უფრო მეტი მ****** ჭამა იმის აღნიშვნა ოდენ ადვილია!

ის რომ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც ფიქრობდეს (ყბადაღებულ) ხინკალზე შობის მარხვის დასრულების შემდეგ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაში ღამისათევად მყოფი სხვა დანარჩენი 100 ადამიანიც აუცილებლად ხინკალზე ფიქრობს. მე თავს ვერ მივცემ უფლებას ვისაუბრო თუნდაც იმ ერთი ადამიანის სახელით, არათუ 100, 1000 და ა.შ. სხვა მრავალი ადამიანის სახელით.

გუშინ ვჭამე ხინკალი სხვათაშორის, არ მომეწონა L

თუ არ ხარ მორწმუნე გინდაც მართლმადიდებელი, გინდაც კათოლიკე ან გინდაც სოკო, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის როდის აღნიშნავთ, ან საერთოდ თუ ზოგადად არსებობის არ გჯერათ, შობის თარიღი 25-ში დაიბადა თუ 7-ში რატომ არის საინტერესო? როგორც ნათელმოსილმა კამიუმ თქვა ”მთავარი ის კი არ არის რა გწამს, არამედ როგორ გწამს”, თუ არ გწამს მაშინ ისე მოიქეცი შენივე ქმედებები შენსავე რწმენას რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ან პირიქით. როგორც ფსევდო მორწმუნეები, ასევე ფსევდოათეისტ/აგნოსტები და სოკოებიც ძალიან მომრავლდნენ, სარეველასავით.

ერთგვარი ტონია ინტერნეტ სივრცეში ათეისტობა, ხოლო მის გარეთ სარწმუნეობრივი კდემამოსილებით თავის წარმოჩენა.

თუ 25 დეკემბერს შობის აღნიშვნის მოსურნე ოცნებობს საშობაო ზიზილპიპილოებზე, იქნებ საშობაო ფასდაკლებებზეც, დალევაზე, გართობაზე, კოსტუმირებულ კარნავალებზე და ა.შ. (ღმერთმა შეარგოს), მაშინ რატომ არის უცნაური, მარხვის დამთავრების შემდეგ ადამიანმა ხინკალი დააგემოვნოს?

თუ რაღაც არ მოგვწონს, ხომ შეიძლება რაციონალურად ჩამოვაყალიბოთ რა არ მოგვწონს, ან რა არ გვინდა, ან რა არ გვაწყობს? რას ვერ აღვიქვამთ ჩვენად?

ვიცით რომ 25 დეკემბერს შობას მართლმადიდებელი ქვეყნებიც აღნიშნავენ,

კალენდრებშია საქმე?

დააყენეთ საკითხი ოფიციალურად და შეცვალეთ!

ღიტინა სტატიების წერას, ადექით და მარტივად მოითხოვეთ, გამოთქვით თქვენი სურვილი, რომ გინდათ 7 იანვრის ნაცვლად შობა აღნიშნოთ 25 დეკემბერს ანუ მაშინ როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს!

ჩემთვის სულერთია სიმართლე რომ გითხრათ, მე ორივე თარიღში ეჭვი შემაქვს, ვერ ვენდობი ვარსკვლავების დისპეჩერის, ოდესაღაც, სადღაც, რაღაც გაურკვეველი გამოთვლების ჩატარებას და უნიჭო ვარსკვლავთმრიცხველობას!

შობა დღესასწაულია!

ეს დღესასწაული ნებისმიერ დღეს შეიძლება მოაწყო და 365 დღე სულ დღესასწაული იყოს თუ შენ გაქვს სათანადო განწყობა.

და საერთოდ, რატომ მიწესებთ 7-ში იქნება, 25-ში თუ 39-ში? რატომ უნდა გადავეწყო ვიღაცის სტანდარტებზე ან ვიღაც რატომ უნდა გადმოეწყოს ჩემს სტანდარტებზე?

მე როცა მინდა მაშინ ვიზეიმებ!

იქნებ ჩემთვის შობა სუსხნარევი პირველი თოვლია? მიხარია და ვზეიმობ!

იქნებ ჩემთვის შობა მაისის გრილი წვიმაა?

იქნებ ჩემთვის შობა ცვრიან ბალახზე სირბილია? (მერე რა რომ ბებოს ეზოში ერთხელ ხბოს ფუნაზე გავსრიალდი)

ვინ მიშლის რომ ვიზეიმო?

თუ რამის აღნიშვნა გინდათ აღნიშნეთ, თანამოაზრის პოვნა არასოდეს არის ძნელი და ნუ წუწუნებთ და ნუ ზრუნავთ ვითომ სხვებზე, რომ თურმე ვითომ გინდათ ყველამ იზეიმოს და ყველამ გაიზიაროს სიხარული! და არც გიკითხავთ უნდა თუ არა ყველას თქვენი სიხარულის გაზიარება?

ყველას სახელით საუბარი მარტივი ეგოიზმია და მხოლოდ წინააღმდეგობრივ აზრებს მოიტანს, მეტს არაფერს.  არავის საქმე არ არის ვინ კარნავალს მოაწყობს 25-ში, და ვინ ხინკალს შეჭამს 7-ში.

ყველამ თავის ბ***** მამიდას მიხედოს!

გილოცავთ იმას ვინც რას ზეიმობთ და როცა ზეიმობთ!

ესეც ჩემი საშობაო-საახალწლო განწყობის ფილმი 😀 😀 😀 😀

სხვა საშობაო საკითხავი 1

სხვა საშობაო საკითხავი 2

Advertisements

30 comments on “7 იანვარი თუ 25 დეკემბერი და გვირილა გარჭობილი ათეისტები

  1. შე გენაცვალე!
    პარადოქსია რა, ან ეს 2 ახალი წელი რაღა უბედურებაა. არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს საპატრიარქომ ეს ამბავი? ან რავიცი აღარ ვიცი არაფერი საერთოდ ამ საკითხებზე თავი აღარ შემრჩა საფიქრელად :)))

    • წაიღეს ტვინი 🙂 ახლა, მერე, როდის? რა ვიცი როცა გინდა :DD ვისაც არ ეზარება ყველა 25 დეკემბრით აპელირებს, მაგრამ საქმე რაშია იცი? რომც გადმოიტანონ 25 დეკემბერს, მერე კიდევ რაღაცას გამოჩხირკავენ და შარს მოდებენ :დ თვითონ რა უნდათ არ იციან

  2. თავიდან კარგად დაიწყე,ნუ სადღაც ნახევრამდე ასე მიხვედი…მერე ცოტა ვერ გავიგე “როცა მინდა მაშინ ვიზეიმებ”??? მოკლედ,შობას ზეიმობ თუ არა 7 იანვარს?

  3. დაიკიდეთ რა, 😀 😀 😀 მე თუ მკითხავთ, ყველა დღესასწაული კრეტინობაა, დგესასწაული არა ისა კიდე. მართალი ხარ, თამო, როცა მინდა მაშინ ვიდღესასწაულებ 😀 😀 😀 თავს ნუ გვახვევენ ნურაფერს 😀 . ისე, რაც შეეხება ფსევდოათეისტებს, 😀 😀 საკმაოდ მომრავლდნენ საქართველოში (პირადად ვიცნობ რამდენიმე მათგანს), ხო იცი? ვითომ რაციონალურად აზროვნებენ და ეკლესიას რომ ჩაუვლიან გვერდით პირჯვარს ისე სწრაფად გადაიწერენ, მთავარია სხვებმა არ დამინახონო 😀 და ღმერთი ხომ ისედაც დამინახავსო ისე ეს ქართული სიდებილეები როდემდე უნდა გაგრძელდეს 2 ახალი წელი, 2 გიორგობა, 2 სიყვარულის დღე ( ვიღაცა კრეტინმა თავის დაბადების დღეს რომ დაამთხვია 15 აპრილს, OMG). მე საზღვრებს გარეშე ვარ, არანაირ დოგმებს და კანონებს არ ვემორჩილები, მკიდია ცალ ფეხზე 😀

    • ხო აი ვითომ რაციონალურად აზროვნებამ ხომ წაგვლეკა საერთოდ 😀 😀 😀 მიმბაძველობა და მატრაკვეცობა არის ყველაფრის თავი და თავი :-p

  4. ეს ისე ცნობისთვის იყოს აქ 🙂
    ამ ყველაფერში დამნაშავე ალოიზიუს ლილიუსია (იტალიურ წაკითხვაში ლუიჯი ლილიო), რომელმაც შეადგინა გრეგორიანული კალენდარი და რომელსაც რომის პაპმა, გრიგოლ XIII–ემ ბეჭედი დაასვა. ამ ბეჭდის, უფრო სწორად კი ბულის საფუძველზე კი, რომელსაც Inter gravissimas ერქვა, 1582 წლის 24 თებერვალს შეწყვიტა არსებობა იულიანურმა კალენდარმა და დასავლეთ ქრისტიანულ ეკლესიაში გრიგორიანული კალენდარის საპილოტო ვერსია გაეშვა. თარიღი 24 თებერვალი შემთხვევით არ იყო შერჩეული, რომელსაც დავუბრუნდები, მანამდე კი გრიგორიანული და იულიანური კალენდრების დეტალებს ჩავუღრმავდეთ. თუმცა თავდაპირველად ისიც აღვნიშნოთ, რომ დედამიწა მზის გარშემო ერთი წრის შემოვლას 365.24219 დღეს ანდომებს და ამ რიცხვის წილადი ნაწილიდან იღებს სათავეს ყველა ჩვენი პრობლემა, მათ შორის ძველი ახალი წელი…
    იულიანური კალენდარი მარტივად იყო მოწყობილი: წელიწადში 365 დღე იყო და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერთ დღეს ამატებდნენ, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევდა იმას, რომ იულიანური კალენდარი ყოველწლიურად 0.0081 დღით ასწრებდა ათვლის სათავედ შერჩეულ ასტრონომიულ ერთეულს, დედამიწის ერთ სრულ წრებრუნვას მზის გარშემო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: 0.25–ჯერ ოთხი გვაძლევს ერთ დღეს, თუმცა ჩვენ 0.24219 გვაქვს შესაბამისად ნაკიანი წლის დამატებით ყოველწლიურად 0.25 – 0.24219 = 0.0081 დღით, ანუ დაახლ. 11, 5 წუთით ვასწრებთ სასურველ შედეგს. ეს მოცემული 11,5 წუთი კი 1582 წელიწადში 13 დღეს იძლევა განსხვავებას. შესაბამისად 1582 წელს კალენდარი 13 დღით უკან დაწიეს და განაგრძეს ტკბილი და უდრტვინველი ცხოვრება, თუმცა…

    • მე მაგალითად, ბევრი მორწმუნისგან გამიგია, რომ 25 დეკემბერს შობას მხოლოდ კათოლიკეები აღნიშნავენ, ანუ ისიც არ იციან რომ საქმე კალენდრებშია და რომ მართლმადიდებელი ქვეყნებიც აღნიშნავენ 25-ში, სამწუხაროდ ასეა ბევრი 😦
      ათეისტებისთვის კი წესით სულერთი უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი აპელირებენ ამ თემით 😦

  5. მეც არ მომწონს ეს 7 იანვარი! ოდითგანვე ასე ულოცავდა ქართველი ერთმანეთს: ,,შობა-ახალწელს გილოცავო!” ახლა როგორ უნდა ვთქვათ: ,,ახალწელ-შობას გილოცავ!” ??? რა უბედურებაააა!
    როგორც ჩემი ინგლისელი მეგობარი ამბობს: “In a few thousand years, Georgian Christmas and New Year will be in the middle of summer, maybe?”
    მგონი, მართლა აქეთკენ მივდივართ! 😀

  6. შენ თავად ათეისტი და არა-მორწმუნე რომ სხვებს ამუნათებ რელიგიური კუთხით თან ეგეც ფარისევლობაა 🙂
    თან, არ გეწყინოს და ძაან ზედაპირულად უყურებ.
    ეს საკითხი პოლიტიკურია და იმიტომ. შენ კი სულ სხვა კუთხით უყურებ.
    და ოფიციალურადაც დააყენეს სხვათა შორის.

    • სიღრმისეულად რომ შევხედო, აქ დაწერილს ვერ გაიგებენ 😀

      თუ დააყენეს ოფიციალურად მითუმეთეს რაღას ტრაკანებენ და რას ეპატაჟურობენ? კიდევ უფრო გაუგებარია

  7. მისმინე და, ეს ყველაფერი კარგი, ამდენი გიფიქრია, გიწერია, ეს დასაფასებელია ჩემი აზრით.. მაგჰრამ, ვიღაცას რაღაც აზრის გამო რო ათახსირებ და ბოზ მამიდებს მოუარეთო, იძახი, ჩემი აზრით ვერ არის მთლად კარგი ტონი : )
    შენი ეპისტოლეს მიხედვით, მე არც ფსევდოათეისტი გამოვდივარ და არც მეორე, რაც არი რა. მაგრამ, ეს ქაქების ჭამა და ამნაირები რატო უნდა მიაბრალო ვინმეს, ეს არ მესმის.
    არის რაღაცეები, რაზეც შენი შეხედულება გაქვს, სხვის შეხედულებას კი ქაქიანი ფეხსაცმით აიგნორებ.
    ადამიანო, ადამიანი ხარ შენც, მეც და ყველა დანარჩენიც, ყველამ იფიქროს ისე, როგორც უნდა. რა პრობლემაა? შეგაწუხა ვინმემ? : )

    • არ ვათახსირებ არავის, შეძლებისდაგვარად მივუთითებ რომ ტვინი არ წაიღონ ზეაღნიშნული ფსევდოათეიზმით და ვისაც სწამს და სჯერა მართლა, იმათ რელიგიურ გრძნობებზე ნუ დაკუნტროშბენ, ეს არის და ეს. არ არის აუცილებელი ერთმანეთს ცხვირში ვატენოთ რაღაცეები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვიძახოთ ან 1: მე ათეისტი ვარ ან 2: მე მართლმადიდებელი ვარ

      • გაათხსირე მერე, ვინ გიშლის? 🙂
        http://wp.me/pXQxp-pB

        ფსევდოათეიზმი კი არა – 25 დეკემბერი სიმბოლური თარიღია. ეგ კი არა, თავის დროზე დიონისე მცირემ ვინც ქრისტეს დაბადების წელი გამოთვალა – შეცდომა დაუშვა, ასე რომ ახლა 2011 წელიც არ დგება სინამდვილეში…
        მაგრამ ეკლესიამ რომ თქვას, ჩვენ სიმბოლურად ავღნინავთ 7-შიო გასაგები იქნებოდა. 1 მარტსაც შეიძლება აღნიშნონ და როცა უნდათ.
        მაგრამ როცა მიმტკიცებენ ეგ 7 კია მაგრამ სინამდვილეში 25-იაო აი ამაზე საუბარი. თან “მეცნირეულადაც” ამტკიცებენ ამ სისულელეს.

  8. ნუ, რაც გინდა ის მიწოდე, მაგრამ პიტნას ხვირში არავის ვატენი. არც ის მისწორდება, ვინმემ ჩემზე თქვას – გვირილა შეიტენოსო, თუ ვერ გავიგე რა ჯანდაბად გვინდა ორი შობა და ორი ახალი წელი. და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ჯერ ახალი წელი და მერე შობა?
    აი, მე რო ამეებზე ვიფქრობ, ნაღდად არ წამიკითხავს ლექციის კურსი. აგე კიდევ ამხელა პოსტი გაგიშანშალებია ჩემისთანებზე. მით უფრო ათეისტი არ ვარ, შეიძლება მუხლებგადაქლექილი მორწმუნე ვერ ვარ, სამწუხაროდ, მაგრამ ღმერთი მწამს, და საერთოდ, სხვანაირად მწმას მე რელიგიურობა. დანო და ძმანო, ქრისტე-შობა წმინდა გულით ვიზეიმოთო და ბოზ მამიდებს მოაუერთ თქვე გვირილებგარჭობილებოო, არა მგონია ეს მთლად ქირსტიანულად და კათილშობილურად ჟღერდეს.
    იქნებ მე ვცდები?
    რაც შეეხება თარიღს, აი მე 3 აპრილს ვარ დაბადებული,. 30 წლის მერე ამ ნაკიანი წლების გამო და რო კალენდარი იცვლება და ამნაირები, 5 აპრილს ავღნიშნო? რას მირჩევ? 50 წლის მერე 7 აპრილს? და რო მოვკვდები, ჩემმა შვილიშვილებმა 25 აპრილს მომიხსენიონ?
    თარიღი არის თარიღი. თუ დაიბადა 25 დეკემბერს – დაიბადა და ეგაა რა.,
    ახლა გინდა გვირილა დაიჭირეთ, გინდა ზამბახი, გინდა ორხიდეა.

    • ლოლ, მეც მაგას ვამბობ ზუსტად და რას ჩხუბობ ვერ გავიგე 😀 😀 😀 და შენს თავზე რატომ მიიღე?
      ზუსტად მაგაზე ვდაობ რად გვინდა ორ ორი და ჩვენთან შობის მერეც ამიტომ დგება ახალ წელი 13 იანვარს, შესაბამისად მაინც შობა-ახალი წელი გამოდის 😀 იმასაც ამბობენ 31 დეკმერბის ახალი წელი ჩვენი არ არისო 😀

      • ახალი წელი 31 დეკემბერის ღამეს ვიცი მე.

        ჩემს თავზე მივიღე, იმიტომ, რომ ჩემს თავზეა. მე მინდა შობა იყოს 25 დეკემბერს, ისე როგორც იგალობენ – ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო.. და ახალი წელი დგებოდეს 31 დეკემბრის ღამეს…
        და არა ასე…
        ქრისტეს დაბადება სხვაგან დღესასწაულია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ყველა ზეიმობს, მთელი არსებით, ჩვილებსაც კი უხარიათ..
        და აქ?
        მე აგე, ორი წლის წინ გავიაზრე შობა რა არის და რატომ უნდა მიხაროდეს და მიყვარდეს. ბავშვებს რა მოვთხოვო?
        25შიც დავანთებ სანთელს ფანჯარაში ბატონო.

      • ოცდახუთსა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო – ეგ მწვალებლები მღერიან ეგრე.
        ჭეშმარიტი ქრისტიანები კი:
        ამა შვიდსა იანვარსა-ო და მერე როგორც ტექსტშია.
        აპა!

        კაი, კაი, მე თვითონ გავალ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s