სკაიპმა დაგვიკიდა


ჩვენი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სკაიპის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად – მადლობას გიხდით მოთმინებისთვის

სკაიპის ბოლო სტატუსი ტვიტერზე

მილიონობით მომხმარებლისთვის დღეს დილით სკაიპი მიუწვდომელი გახდა, ტვიტერი აივსო უკმაყოფილო ჭიკჭიკით. მომხმარებლების განცხადებით ისინი ვერც ტელეფონით და ვერც კომპიუტერის საშუალებით ვერ ახერხებენ სკაიპით სარგებლობას.

ბოლო 30 წუთის განმავლობაში ხაზზე მყოფი მომხმარებლების რაოდენობა 21 მილიონიდან 12.5 მილიონამდე დაეცა. ეს ნიშნავს რომ 8 მილიონი ადამიანი ქსელიდან ავტომატურად გამოეთიშა და ყველა მიაწყდა ტვიტერს პრობლემის გასარკვევად.

ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა კვლავ ეცემა და ახლა ქსელში მხოლოდ 10 მილიონია. პიტერ პარკსის თანახმად პრობლემა ლოგინშია 😀 😀 ”თუ უკვე შესული ხართ სკაიპში, მაშინ ჩვეულებრივ შეძლებთ სარგებლობას” – ამბობს პარკსი.

პრობლემა არ არის გლობალური, მაგრამ ფაქტია რომ სკაიპის სრულყოფილად გამოყენება ვერ ხერხდება და მომხმარებლები ქსელს ეთიშებიან.

პარკსმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

ზოგიერთ თქვენგანი მოცემულ მომენტში ვერ შევა სკაიპში. თუმცა საკითხს ვიკვლევთ და ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ახალი ამბების გასაგებად აედევნეთ ტვიტერზე @skype

მისივე განცხადებით იგი არ ფლობს დამატებით ინფორმაციას ზოგიერთი მომხმარებლისთვის სერვისის შეფერხების შესახებ და განაცხადა რომ სკაიპ გუნდი მუშაობს პრობლემის გადასაჭრელად.

პ.ს. ბოლო ასეთი გამოთიშვა დაფიქსირდა 2007 წელს და გაგრძელდა მთელი დღე.

ბოლო სიახლე სკაიპთან დაკავშირებით

ქსელიდან გათიშული მომმხმარებლები ძირიტადად ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან არიან

სკაიპი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს, მომხმარებლები თანმიმდევრულად კვლავ ერთვებიან ქსელში – 23.12.2010

Skype-ის აღმასრულებელი დირექტორის ტონი ბეითსის მიმართვა

Advertisements

9 comments on “სკაიპმა დაგვიკიდა

    • ჯერ არაფერი არ ვიცითო, გაფრთხილება დილიდან ყოფილა შეფერხების შესახებ და ბოდიში მოგვიხადეს 😦 მეტი არაფერი ვიცით

  1. რა საჭიროა სკაიპი როცა ძევს ფეისბუქი ;დდდ ან ბოლო–ბოლო ბლოგებით ვიურთიერთოთ რაა ;დ აუ ისე ფეისბუქს რო რამე დაემართოს, რამდენი ადამიანი მოიკლავს თავს? 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s