ღამეული ღვედიზაცია – That Sounds Sexy!!


შვილიშვილი: ბებია, ბებია რად მინდა სტიკერიანი ღვედი?

ბებია: იმიტომ, რომ პატრულმა კაააარგად დაგინახოს შვილო

”სტიკერღვედა”

 

დღეს უკვე მანქანები მთავრობასავით გამჭვირვალე გვყავს – მართალია განბურვა გარკვეული თანხა დაჯდა, მაგრამ კარგია – ჰმ, ძლივს არ დავინახეთ ერთმანეთი?! გამარჯობა!

ღვედი, ღვედი მეთქი გავყვიროდი და ღვედიზაციაც ქალაქის ფარგლებშიც სავალდებულო გახდა. ისე მივეჩვიე კომპიუტერთან რომ ვჯდები მაშინაც ღვედისთვის ვაფათურებ ხელებს.

მართალია მანქანები განბურულია უკვე, მაგრამ ღამით ვერ გხედავთო და მოდი ამრეკლი სტიკერები, იგივე ღვედის გარსაკრავები შეიძინეთო; ზოგიერთი წყარო ლიკლიკებს, რომ ეს ამრეკლი სტიკერები თუ ფოსფორიანი გარსაკრავები განბურვამდე და დღის ღვედიზაციამდე ყოფილა შემოტანილი, ზოგი ოპტიმისტი ამბობს რომ ფასები 5 ლარიდან დაიწყება, ზოგი ამბობს მთლიანად ღვედი შეიცვლება და სადღაც 90 ლარი ეღირებაო.

 

ღამის ქოთანი, ღამის პერანგი, ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ღამის ღვედი პირველად გავიგე, ხოდა სტიკერებს/გარსაკრავებს თუ მოვიძიებთ ინტერნეტში მისი ფასი დაახლოებით 7 ევროდან იწყება.

 

ამ შემთხვევაში ისევ ავტომფლობელებს მოუწევთ ხარჯის გაღება, რათა ღამით პატრულმა კაააარგად დაინახოს.

 

მე ვთავაზობ ალტერნატივას, რა შემთხვევაშიც ხარჯს გაიღებს სახელმწიფო:

არსებობს ღვედის სათვალთვალო-საკონტროლო ტექნოლოგიები (SBCT), ძალიან მარტივად, ეს კამერები 24 საათის განმავლობაში აფიქსირებენ კანონის დამრღვევებს – ანუ მათ ვისაც ღვედი არ უკეთია.

კამერა ზუსტად ადგენს ღვედის ხაზს ანუ იმ ადგილს, სადაც წესით ღვედი უნდა გადიოდეს, მუშაობს ისე როგორც სახის ამომცნობი ტექნოლოგია, მძღოლის მხარიდან, შემდეგ მკერდზე და ადგილი მძღოლის მხრის ზემოთ, სადაც მიმაგრებულია ღვედის შემსხლეტი. კამერა ახდენს სახის იდენტიფიკაციას და ამოწმებს ღვედის ყველა შესაძლო პოზიციას და მდებარეობას. დარღვევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ქვითარი, რომელიც საცხოვრებელი მისამართის მიხედვით მიუვა დამრღვევს.

ეს კამერები აღჭურვილია ორმაგად პოლარიზებული ლინზებით და გათვალისწინებულია ყველანაირი ამინდისთვის.

მაღალი ღამის ხილვადობის მექანიზმით აღჭურვილი კამერები საშუალებას იძლევა გააკონტროლოს ღვედიზაცია დაისიდან აისამდე.

SBCT

სტიკერით

საინტერესო აქსესუარები თქვენი ღვედისთვის:

განათება წიგნის კითხვის დროს

საღვედე- საძილე ბალიში 🙂 კარგი იდეაა 🙂

მობილურისთვის

და ბოლოს ეს – უფრო მეტი კომფორტის და უსაფრთხოებისთვის 😀 😀 😀

მაგრამ ეს მაშინ როდესაც კამერები რენტგენის ფუნქციებით იქნება აღჭურვილი 😀

Advertisements

5 comments on “ღამეული ღვედიზაცია – That Sounds Sexy!!

  1. აბა ეს რა პოფიგისტური სოციალიზმია? 🙂
    სახელმწიფო ბიუჯეტი ეს ჩვენი ჯიბიდან ამოცლილი ფულია.
    რატომ უნდა გადავიხადო მე ფული იმაში რომ ვიღაცის ღვედი გამოჩნდეს?
    აი, მაგრად მკიდია რა.

      • შენთვის რომ ყიდულობ ერთია და ზოგადად კაცობრიობის კეთილდღეობაზე რომ ზრუნავ – მეორე. 🙂

    • დილას მამაჩემმა მომიყვანა, გვერდით სავარძლიდან ვეცადე, ვეცადე ვერ გადმოვედი და მერე მივხვდი ღვედი რომ მეკეთა 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s