როგორ ”გადააგდო” საქართველოს რკინიგზამ 70 თარჯიმანი


ეს-ეს არის ამბავი გავიგე და წყაროს თანხმობით გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა.

საუბარია თარგმანზე, რომელიც საქართველოს რკინიგზამ დაუკვეთა ერთ კონკრეტულ მთარგმნელობით ბიუროს, რომელმაც სათარგმნი მასალის დიდი რაოდენობის გამო მოიწვია დაახლოებით 70 თარჯიმანი, და დაუნაწილა მათ, რომლებიც თავის მხრივ 1 კვირის განმავლობაში თარგმნიდნენ აღნიშნულ მასალებს.

თარგმანი ჩაბარდა 2 ოქტომბერს, ხოლო ჰონორარი, რომელიც უნდა ჩარიცხულიყო ამ კონკრეტული ბიუროს ანგარიშზე, ელოდებოდნენ 20 ოქტომბრისთვის, თუმცა აგერ უკვე მოახლოვდა 20 დეკემბერი და თანხა ჯერ კიდევ არ არის ანაზღაურებული.

საუბარია არც მეტი არც ნაკლები 130 000 ლარზე!!!!!! რომლის სრულად გადახდაზე ”რკინიგზა” უარს აცხადებს.

ასე მაგალითად ერთმა თარჯიმანმა რომელმაც უნდა აიღოს დაუშვათ 1300 ლარი ეუბნებიან, რომ აიღებს მხოლოდ 160 ლარს, საუბარია დაახლოებით 300-მდე გვერდის თარგმანზე  (ერთი თარჯიმნის შემთხვევაში).

მთარგმნელობითი ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თარჯიმნების რაღაც ნაწილს თვითონ თავისი ჯიბიდან (?!) გადაუხდის თანხას, რომელსაც რკინიგზა არ დაფარავს (?!)

ანუ მაგალითისთვის მინიმუმ 200-200 ლარი რომ მისცეს დაახლოებით 10 თარჯიმანს, ასე გამოდის, რომ ეს ადამიანი თავისი ჯიბიდან იღებს 2000 ლარს!!!

რაც აბსურდია! რისთვის გასწევს ამდენ ხარჯს, გაუგებარია.

უკვე ცნობილი მაგალითებიდან გამომდინარე, ჩემი სავარაუდო სქემა ასეთია:

130000 ლარი ჩაირიცხება ბიუროს ანგარიშზე, საიდანაც მაქსიმუმ 30000 ლარს გადაანაწილებენ თარჯიმნებს შორის და 100000 ლარს რამენაირად მიხედავენ დამკვეთი და მიმღები სუბიექტები.

მოკლედ სტრუქტურები ჩვეულ ამპლუაში არიან.

ვინც ერთი დღე მაინც ყოფილა თარჯიმანი იცის რა მძიმე შრომაა ეს და რა ენერგიას მოითხოვს, მითუმეტეს როდესაც გაქვს დედლაინები და გიწევს ღამეების გათევა 😦 😦 😦

როგორც კოლეგა ვიზიარებ და ვუსურვებ ყველა თარჯიმანს მალე მიეღოს კუთვნილი ანაზღაურება.

ამასობაში გაირკვა, რომ მთარგმნელობით ბიუროს რკინიგზასთან დადებული ჰქონია კონტრაქტი 10 000 ლარზე (?!) მხოლოდ და მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული მასალის ღირებულებამ ძალიან გადააჭარბა საკონტრაქტო ღირებულებას, ბიუროს ხელმძღვანელს არც გაუჩერებია თარჯიმნები და არც ის უთქვამს თავის დროზე, რომ კონტრაქტი  ამ თანხაზე იყო დადებული და პირიქით ამშვიდებდა, რომ დამკვეთი აუცილებლად გადაუხდიდა მათ ჰონორარს.

Advertisements

8 comments on “როგორ ”გადააგდო” საქართველოს რკინიგზამ 70 თარჯიმანი

  1. vici rac aris targmna, qirurgiis mere me mgoni yvelaze skrupulozuri profesia es aris. am qveyanas xom patroni ar hyavs, mere igive adamianebi sufraze dasxdebian, gamotvrebian da kacobis sadgerdzelos daleven. tanamdebobebze ertujredianebi sxedan da qveshevrdomebs, romlebmac martla ician tavianti saqme viris mushebivit amushaveben. sruli eqspluatacia. ai, qasrtveloba es aris, fuuuu, magati (me mapatiet). Kidev kargi, im kvirashi mivfrinav ukve, torem suli shemexuteboda, mec yovel nabijze iset usamartlobebs vawydebi. sul gavelurda da gatyiurda es xalxi 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s