მეგრელი სარეკლამო აგენტი კერავს კლიენტს


სად დადიხარ ცეკვაზე? ათინათში

სად დადიხარ ინგლისურზე? ათინათში

სად დადიხარ ხატვაზე? ათინათში

et ceteraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

რომელ რადიოს უსმენ? ათინათს

და სად ხართ თქვენ? ზუგდიდში

კარგად მიხვდით, ზუგდიდი ამაყობს ათინათით! ათინათი ყველაფერია ზუგდიდში, თითქმის ყველა ბავშვი ნაათინათარია ზუგდიდში და ა.შ.

ეს აქამდეც ვიცოდი 🙂

თქვენთვის უკვე ცნობილი  აუდიო-ხუმრობაც ტიპიური, სახასიათო დიალოგია სარეკლამო აგენტსა და მის პოტენციურ კლიენტს შორის , რომელიც შეძლებისდაგვარად ვთარგმნე თქვენთვის მეგრულიდან 😀

რომ არა ლაშარელა ამის თარგმანს მე ვერ მოვიფიქრებდი 😀 😀

აგენტი – რადიოდან  ვარ, სარეკლამო განყოფილების წარმომადგენელი

კლიენტი – მიყვარს სარეკლამო აგენტები  . . . ცოტა ჩახლართული პროფესიაა, მარა . . .

აგენტი – ჩვენ საქმეს ვაკეთებთ კარგად, რაც შეგვიძლია . . . და ასეთი შემოთავაზება გვაქვს თქვენთან . . .. მე შემიძლია ტარიფები გითხრათ

კლიენტი – აბა მიდი

აგენტი – მაგალьითად, გვაქვს სამი ვარიანტი

ერთი არის 7-ჯერ გაშვება, დღეში, ყოველდღე, თვის განმავლობაში ეს დაგიჯდებათ 160 ლარი.

მეორე გვაქვს, 8-ჯერ გაშვება და 200 ლარი

და 15-ჯერ გაშვება 340 ლარი

კლიენტი – აი ეს 340 ლარი ცოტა ძვირი ხომ არ არის?

აგენტი – 15-ჯერ გაშვება არის ბატონო, ორ საათში ერთხელ მაინც გავა

კლიენტი – კი, ბატონო, 15-ჯერ გაშვება არის მარა . .  ცოტა ძვირი ხომ არ არის ზუგდიდის პირობებში?

აგენტი – ჩვენ, იმ შემთხვევაში თუ მივაღწიეთ შეთანხმებას, მე შემიძლია კაცურად, ასე იქნება თუ ისე იქნება ჯიგრულად ცოტა შეღავათი გაგიწიო

კლიენტი – ახლა ჩვენი ამბავი ხო იცი აქ . . ფული რამე . . .

აგენტი – ახლა რისი თქმა მინდოდა მე, სიტყვას მოვაყოლე და ვნახე მე, დავათვალიერე თქვენი კომპანიისნაირები . . ნუ ახლა თქვენი კომპანიისმნაირები არ არიან მარა . . აი ვნახე თქვენი კონკურეცია და მივხვდი, რომ სხვებთან არ ღირს, თქვენ კარგი ის გაქვთ .. კარგი მაღაზია გაქვთ, ყველაფერი თავის ადგილზე გაქვთ 😀 არჩევანი გაქვთ და აი ეს მომწონს მე, აი ეს მომწონს ზუსტად 😀  კარგი ადგილია და რამე და ეს უნდა გაიგოს ხალხმა , უნდა იცოდეს ხალხმა ასეთი კარგი მაღაზიის არსებობა, აბა ისე ხომ არ მოვა კაცი

კლიენტი – ჰოო,  არ მოვა (კვერს უკრავს ჩაფიქრებული)

აგენტი – ჩვენ ასეთი ის გვაქვს  (იცინის)

კლიენტი – ოჰ, რა ხარ შენ (ესეც იცინის)

აგენტი – გამონათქვამივით გვაქვს ბატონო, აი ასეთი რომ,  (პაუზა) „ბიზნესის გაკეთება რეკლამის უმისოდ იგივეა, რაც უკუნ ღამეში გოგოსთვის თვალის ჩაკვრაო“ 😀

(დაბოლოებაში კლიენტიც ეშველება)

აგენტი – აი ასეა, აი ასეთია ზუსტად, რას ნახავს ახლა გოგო, შენ რომ თვალს ჩაუკრავ  . . . შენ კარგი პროდუქტი გაქვს, კი ბატონო,

კლიენტი – ახლა პროდუქტი, ახლა ხო იცი ჩვენ ცოტა სპეციფიკური პროდუქტი გვაქვს . . .

აგენტი – ოჰ, ამის ტექსტის დამუშავებას ჩვენ ყველანაირად შევათანხმებთ, ჩავწერთ, ფონს დავადებთ, ყველაფერი და თქვენ მოგიტანთ, მოგასმენინებთ, რაღაცას შევასწორებთ . . .

კლიენტი –  ახლა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას? პირდაპირ პროდუქტი არ არის, ჩვენ ვართ ცულის პირის მლესავები , ვლესავთ და კარგად გალესილი ცული, კარგად ჩეხავს შეშას, ხო ბატონო და . . .

აგენტი – ეს ხომ ყველამ ვიცით  . . . ახლა რაშია საქმე, თვითონ ეს რადიო, კონკრეტულ ბაზარზე ხვდება, აი ეს არის კარგი, ანუ გათვლილია სპეციალური ხალხისთვის ვინც მაგალითად ცულს ხმარობს, შეშას ჩეხავს, ნუ რაღაც, ხან ამას აკეთებს, ხან იმას . . . და ამიტომ გენაცვალე ხალხს უნდა! კარგი ცული უნდა! მე მაგალითად აი ცული მქონდა სახლში, მოჩლუნგებული ჰქონდა ცხვირ–პირი  . .

მე რომ მცოდნოდა თქვენ ასეთი მაღაზია გქონდათ, და იცით საქმის კეთება და კარგად ლესავთ, ამ ცულს მე აუცილებლად თქვენთან მოვიტანდი  . .  კიდევ ერთს დავამატებ, ჩვენ ამ რეკლამის გაშვებასთან ერთად, ჩვენ თვითონაც დავდივართ

კლიენტი –  აი მე გამიგია, რაღაცა ვიქტორინაა . . პრიზებს, რომ აძლევენ, იქ რომ შევიტანოთ აი გამარჯვებულს რომ მისცენ ერთი გალესილი ცულის პირი, თუ გინდა ორი იყოს , შეიძლება?

აგენტი – კი, ბატონო

კლიენტი – ორი იყოს თუ გინდა, პრიზად, პრიზად

აგენტი – კაი, აპსელინგსაც (Up-selling) გაგიკეთებ (იცინიან) აგიხსნი ახლა რას ნიშნავს აპსელინგი აი ასეთი შემოთავაზება მაქვს

კლიენტი –  რა არის აპსელინგი, რსა გულისხმობ

აგენტი -– მოდი, აი მე ასეთი შემოთავაზება მაქვს, ხომ არ გინდად სპონსორადაც დაგაყენოთ?

კლიენტი –  კი, ბატონო

აგენტი -– აი ასე მაგალითად, კოლხის კოლხური ლექსის სპონსორია, ცულის პირების მლესავი კომპანია „ჯიყვი“  😀 😀

კლიენტი – აა ააა აა, არ არის ცუდი ახლა

აგენტი -– ძალიან მაგარი გამოვა , ასე დავაწესოთ ახლა

კლიენტი – ტექსტი, ტექსტში როგორ იქნება?

აგენტი -– ტექსტს მე, მე თვითონ მოვიფიქრებ

კლიენტი – ააი, აი მე ასეთი რამე მოვიფიქრე:

„დაგიჩლუნგდა ცული, მოიტანე ჯიყვში და გაგილესავთ სანაქებოდ“ 😀 😀

აგენტი -– ვააა, ააა, მოიცა ჩავიწერ ამ ტექსტს, როგორ როგორ?

კლიენტი – თქვენი ცული დაჩლუნგდა? ჩლუნგს მიუგავს ცხვირ-პირი?  მაშ მოიტანეთ მაღაზია ჯიყვში და თქვენ სახლში წაიღებთ სანაქებო ცულს!  რასაც არ უნდა დაარტყათ და როგორც არ უნდა დასცხოთ, ყველაფერს აკაფავთ და აკუწავთ 😀

აგენტი -– ააჰ, ამას ფონს რომ დავადებ გაგიჟდება, გადაირევა ხალხი ისეთი იქნება 😀

კლიენტი – ფონი? ფონი როგორი იქნება?

აგენტი -– ფხაკ, ფხაკ, ცულით აკუწვა-აკაფვის ხმა იქნება ფონად

კლიენტი – აი ფონი როგორი მინდა იცი , ფხაკ ფხაკ ფხაკ, და ჩაირტყამს ფეხში და იტყვის ‘“ვაავა დედიკო“ და ამ დროს „არ ჭრის თქვენი ცული?“

აგენტი -– მე ასეთი შემოთავაზება მაქვს, ურტყამს ის კაცი, ურტყამს და არ ჭრის, ფუ, ამის დედა ვატირე (ბოდიში თქვენთან) ფუ, რას უგავს პირი, და მერე . . . აააააა, და უყურე, უყურე, მერე მიდის ტექსტი: „დაგიჩლუნგდა ცული, მოიტანე ჯიყვში და გაგილესავთ სანაქებოდ“ 😀 😀

კლიენტი – ოო, კი, ბატონო

აგენტი -– აი ასე სულით და გულით, აი ასეთი რამე გავაკეთოთ

აგენტი -– რაღაც აი სასიამოვმნოდ ვისაუბრეთ და მინდა, რომ აი, ჯიბიდან ამოვიღო ფასდაკლება

კლიენტი – კი, ბატონო, კარგია, გვაწყობს ჩვენ, ჩვენ ისე ვლესავთ ცულებს, შეშას კი არა თავიც შეგიძლია წააცალო ვინმეს

აგენტი -– თქვენ გილიოტინებსაც ხომ არ ლესავთ

კლიენტი – ოჰ, აჰა, აბა რა პირდაპირი მიმართულებაა

აგენტი -– იმიტომ, რომ საფრანგეთიდანაც გვიკავშირდებიან ხანდახან და 😀 😀

კლიენტი – აააა, აჰა

აგენტი – ხოდა უნდათ, გილიოტინები უნდათ იქ, იცი ახლა შენ, როგორი უწესო ხალხია იქ, თავს კვეთენ

კლიენტი – აააა, აჰა, ხო, ხო

აგენტი – ხო, თავს კვეთენ და სჭირდებათ . . . ესე იგი გილიოტინებსაც ლესავთ

კლიენტი – კი, კი , პრიზიც შეგიძლიათ დააწესოთ, აი მაგალითად მოიგოს ვინმემ

აგენტი – ხო, აი ვიქტორინას გამარჯვებულს არ ჯობია გალესილი ცული ვაჩუქოთ :DD

კლიენტი – ააააჰ, არ ქნა ახლა ეგ, აჰაჰაა, რა ხარ შენ რა 😀

კლიენტი – ასეთი შემოთავაზება მაქვს, მაგალითად დარეკა ვიღაც გამარჯვებულმა და ვინმე არ ევასება, მოიყვანეთ ჯიყვში და იქვე წავაცქნაფავთ იმ თავს

აგენტი – თქვენ ხართ იქ, აი ეს ზედნადები და რაღაცეები

კლიენტი – ხო ზედნადები, ხელშეკრულება იქ ჩაიწერება ყველაფერი, უნდა გაფორმდეს, ჩეკი უნდა გამოიწეროს, აბა სად არის ეგრე, მე საგადასახადო რომ დამადგეს თავზე, თავმოკვეთილ კაცს, რომ დაინახავს და ჩეკი  არ მექნება ამორტყმული, სად წავიღო მე ის თავი მერე? 😀 😀 😀 😀 😀

აგენტი – აბა კაცო 😀

კლიენტი – ჩვენ გამოგიწერთ ყველაფერს, ერთი პირი თქვენთან დარჩება, ერთი პირი ჩვენთან

აგენტი – კი ბატონო, მორჩა, ასე იყოს

აგენტი – შევთანხმდით ახლა, რეკლამა 300 ლარი

კლიენტი – კი ბატონო

აგენტი – მაგრამ, სპონსორობის ერთი გამოცხადება დაგიჯდებათ 1 ლარი,

კლიენტი – კი ბატონო, პრომოუშენის ჩასატარებლად ერთი შემოთავაზება მაქვს . . .

აგენტი – პრომოუშენს ჩვენ თვითონ გავაკეთებთ

კლიენტი – ერთ გილიოტინას მოგცემთ, მოედანზე დადგით, ვინმეს მოკვეთეთ თავი და ჩვენი პრომოუშენი იქნება ეგ

აგენტი – კი ბატონო

კლიენტი – იქნება ვინმე გამვლელი კარგი გოგო

აგენტი – კი ბატონო , ერთს დავამატებ კიდევ, აი უყურე ახლა, როგორ ვაკეთებთ ჩვენ, 50 კაცი მუშაობს ჩვენ კომპანიაში, ხოდა . .

კლიენტი – მოვიდნენ მერე ყველას მოვკვეთ თავს  😀

(აქ იცინიან და ვერ გავიგე)

აგენტი – ხოდა, აი ეს 50 კაცი, ცულით მკვეთავი ხალხი ვართ, ყველას გვჭირდება ცული ოჯახში,  ხოდა ერთ დიდ პრომოუშენს გავაკეთებ, მივედით ჯიყვში და აეუჰ, უყურე

კლიენტი – ხო, მესმის, მოვილაპარაკეთ,

აგენტი – კიიი, მოვილაპარაკეთ

კლიენტი – კაი ძმა, აბა, ესე იგი ხვალ ველოდები მედია გეგმას, რამდენ კაცს უნდა მოვკვეთო თავი 😀

აგენტი – კიიი, მედია გეგმასაც დავწერ, ყველაფერს გავაფორმებ, ხელშეკრულება ესა-ისა, ტექსტს მოგიტანთ,

აგენტი –კაი ახლა წავედი, კიდევ დაგელაპარაკებოდი, მაგრამ არ მცალია, კაცს თავი უნდა მოვკვეთო

აგენტი – დიდი მადლობა, აბა ჰე

აგენტი – დიდი მადლობა


Advertisements

16 comments on “მეგრელი სარეკლამო აგენტი კერავს კლიენტს

  1. გადავირიე! რა კარგად თამაშობენ, თავიდან მეგონა სერიოზული დიალოგი ჩაწერილი 😀 სპექტაკლია რა, მეგრულის უფასო გაკვეთილი !:D
    შენ გაიხარე, რამ გათარგმნინა ეს, თან რა კარგად, ეტყობა პროფესიონალის ხელი 😀

    • აქამდე მე არ მქონდა ბოლომდე მოსმენილი, ვიხოხე სიცილით, მაგრად ღადაობენ, არტისტები არიან რა 🙂 🙂 🙂 და თან ბუნებრივად მოჰყვებათ ეს არტისტობა ყველას (ნუ მე ვისაც ვიცნობ 😀 😀 )

  2. ძალიან მაგარი ბაზარი და ძალიან მაგარი თარგმანია, ძალიან ბევრი ვიცინე, მე არ ვარ “ნაათინათარი”, მაგრამ მაგ რადიოშიც მიმუშავია, ვიცი, რა “სასტავიცაა” და ორმაგად ვიცინე, გაიხარე, თამუნ:)

  3. აგენტი -– მე ასეთი შემოთავაზება მაქვს, ურტყამს ის კაცი, ურტყამს და არ ჭრის, ფუ, ამის დედა ვატირე (ბოდიში თქვენთან) ფუ, რას უგავს პირი, და მერე . . . აააააა, და უყურე, უყურე, მერე მიდის ტექსტი: „დაგიჩლუნგდა ცული, მოიტანე ჯიყვში და გაგილესავთ სანაქებოდ“ 😀

    P.S. ცუდად გავხდი სიცილისაგან, სასწრაფოს გამოდზახებამდე მივიდა საქმე…

  4. აქ სასაცილო არაფერია,ვიღაც ვირთახამ რადიოდან გაიტანა ”შავი მასალა”””,რა პონტიააააა….საზოგადოების განსჯის საგანი რატომ უნდა გამხდარიყო? ორ კაცს შორის ჩაწერილი დიალოგიიი? რომელიც მოიპარეეეესსსსსს.რა ვირთხობააა ეს საქციელიიიიიი…ან მისი თარგმნააა,ვინ დაგავალათ? ეს ”შავი”პიარიიიიი…

  5. გამოხმაურება: 2010 in review « Litterator's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s