უშუქობა, უფულობა, უმანქანობა ანუ Eat Pray Love


“The only thing more unthinkable than leaving was staying; the only thing more impossible than staying was leaving.”

ანუ ერთი დღე კომპიუტერის გარეშე

ანუ ერთი დღე ფეისბუქის გარეშე (ორიოდე სტატუსის განახლებას თუ არ ჩავთვლით ტელეფონით)

გაწყდა კაბელი, ჩაქრა შუქი, ნუ მე-9 ბლოკი არ მომიკითხავს, მოვიქექე ბოლო გროშები ბარათზე თუ ჯიბეში და წავედით კინოში.

მარშუტკით (სამარშრუტო ტაქსი და ტასი ტუსი არ ვიცი მე)

ხო მანქანა არ მყავდა

საუკუნე მიდიოდა მარშუტკა, დამავიწყდა სად მივდიოდი . . .

ისე როგორც ფილმის გმირი, რომელსაც აქვს სახლი, წარმატებული კარიერა, ჰყავს ქმარი . . შორდება ქმარს, რასაც მიჰყვება მისი ქონება და მიდის სამოგზაუროდ, ჯერ იტალიაში, შემდეგ ინდოეთში და ბოლოს ინდონეზიაში.

იტალიაში შეიგრძნობს ნამდვილი საკვების გემოს („ჭამე“) და სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან, ბედნიერია მეგობრებთან ურთიერთობით, სწავლობს იტალიურს, საუბრობს ჟესტებით, ქრება კომპლექსები და ფილტვის ყველა წილით ისუნთქავს თავისუფლებას!!!

ინდოეთში ეძებს დაკარგულ სულს („ილოცე“) და აქაც იძენს ახალ მეგობრებს.

ბოლოს ბალიზე, ინდონეზიაში სადაც ეძებს წონასწორობას და პოულობს სიყვარულს („შეიყვარე“)

ფიქრობს რომ სიყვარული წონასწორობას დააკარგვინებს, ეშინია, ვერ ბედავს, მაგრამ ბოლოს ხვდება, რომ სიყვარულისგან წონასწორობის დაკარგვა, სწორედ რომ წონასწორობის დატოვების ნაწილია და უნდა მიიღო ის თამამად.

გვჭირდება ხანდახან დავკარგოთ რაღაცეები ან იმიტომ რომ დაკარგული დავაფასოთ ან იმიტომ რომ უკეთესი ვიპოვოთ.

მუდმივი ძიება არა ახლის, არამედ საკუთარი თავის პირველ რიგში, შემდეგ საკუთარი ადგილის.

ყველაფერი შეიძლება ვერ იპოვოთ, მაგრამ ყველაფრის ძიება ნამდვილად ღირს ცდად.

ბოლო რიგში ვისხედით, ჩემს გვერდით წყვილი იყო, რომელიც ფილმის დასაწყისში ეგზომ ეხუტებოდა და კოცნიდა ერთმანეთს, სადღაც ფილმის შუაში გავიხედე და ერთი ერთ მხარეს იყო მიგდებული და მეორე მეორე მხარეს, წინ გავიხედე ვიღაც კონტროლ მოხეული ბილეთებით გაგრილებას ცდილობდა, ისე ცხელოდა ხალხმა კინაღამ ტრუსიკით დაიწყო სირბილი, თან ფილმიც ხელს გვიწყობდა ბალის უმშვენიერს სანაპიროებს გვიჩვენებდნენ წარამარა.

მოკლედ ჩვენს კინო თეატრებს 3D არ უვარგათ, სამაგიეროდ ანტი საზასაო სისტემა უმუშავებთ ხუთიანზე.

ამირანიდან რუსთაველამდე ფეხით წავედით, ბევრი ვიბოდიალეთ, ვიცინეთ,  სახლში ისევ მარშუტკით წავედი, ჩვენი გაჩერება სიბნელით ვიცანით, ბოლო 1 ლარიანი გავუწოდე მძღოლს და უკუნ სიბნელეში და სიცივეში აღმოვჩნდით.

მცირე ხნით . . .

მალე მანქანის ფარებმა გზა გაგვინათა და სახლამდე მივედით.

უშუქოდ, უფულოდ და უმანქანოდ არაჩვეულებრივი დღე იყო!

სამაგიეროდ:

ვჭამე პოპკორნი

ვილოცე (?!)

და Attraversiamo (!!!!!!)

 

 

 

პ.ს. და ბევრს ვიმოგზაურებ

 

 

პპს. მინდოდა ბარდემზე დამეწერა, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთ ბლოგზე მივაგენი საინტერესო სიტყვებს, რომელსაც უცვლელად გიზიარებთ:

„He symbolizes the free spirit in his linen shirts and stubble and his husky voice and unpredictable moves….“

Eat Pray Love – Trailer

ნაწყვეტები წიგნიდან ჭამე, ილოცე, შეიყვარე

Bali Travel Guide

წიგნი, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი (based on true story)

One photo and phrases in English are taken from this  Blog

Advertisements

12 comments on “უშუქობა, უფულობა, უმანქანობა ანუ Eat Pray Love

  1. ხოო ამ ფილმის ნახვა კინოში აჯობებდა და შენი პოსტის წაკითხვა ;))
    კარგი ამბები და კადრებია.
    მსახიობები თავის ამპლუაში არიან, მაგრამ ახალი არაფერი 🙂

  2. როგორ მინდოდა ამ ფილმის ნახვა 😦
    იმ დღეს პაემანზე ამის ხათრით დავთანხმდი,მაგრამ რომ მივედით ამირანში უკვე დაწყებული იყო და მომდევნო 2 საათში იყო (არადა თბილისი-ინფო-ს აფიშები სულ სხავ რამეს ამბობდნენ,მოკლედ მარტო “კინოაფიშას” ენდეთო დაგვმოძღვრეს და გავეშურეთ რუსთაველში “უშენოდ მგონი მოვკვდებისთვის”_ამ ფილმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი თუმაც ეხლა სხვა ფილმზე ვლაპარაკობთ, ანუ ამ პოსტითცა დავწრუმნდი მართლა ისეთი ფილმაი როგორიც მგონია და მგონი უნდა წავიდე!
    ჰოდა ისა_ვერ გავიგე ეს 3D ფილმია? ანუ იმ (საზიზღარი ) სათვალეებით უნდა ვუყურო? 😦

    პ.ს. კარგი პოსტი იყო ფრიად თავისი უშუქობიან, უინტერნეტობიან ,კინოიანად 🙂

    • დიდი მადლობა :*****

      არა ეს ტრიდე არ არის უბრალოდ წავკბინე ტრიდეს :))
      აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახო ისეთი ლამაზი კადრებია 🙂

  3. გუშინ მეც გამეთიშა ინტერნეტი :)) მშვიდად გადავიტანე რატომღაც, მაგ ფილმის ყურება დავიწყე და რაღაც მდორე მომეჩვენა და შევეშვი, ვცდი მეორედაც..

    • შეიძლება მდორეც არის, და კინოში სხვა ეფექტი მომცა, მაგრამ ერთი ფაქტი იყო რომ კარგ ხასიათზე მომიყვანა, მომეწონა მთლიანობაში, და 400 გვერდიანი წიგნიც ამოვბეჭდე 😀 😀 😀 ამის ხათრით, წიგნიც კარგი დაწერილი ჩანს

  4. ხანდახან მეც მეჩვენება რომ დროს უაზროდ ვკარგავ და რაღაცის საძებნელად მინდა წავიდე, სადღაც, მაგრამ ხანდახან 🙂

    • ხო მეც ეგრე მეჩვენება, და ალბათ საჭიროა ხოლმე ზოგჯერ ზოგჯერ სადღაც გასვლები/წასვლები, რომ რაღაცეებს დაარქვა თავისი სახელი, მიუჩინო თავისი ადგილი და ა.შ. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s