გაჭედილი მომავალი – TLG Project Fail


ჰმ, როგორც თქვეს საქართველოს მომავალზე ფიქრობენ და მოყარეს ბევრი ინგლისურის მასწავლებელი, აბა მარტო ფიქრი რას უშველის საქმეც თუ არ გავაკეთეთო.

ინგლისურის მასწავლებელი ამ შემთხვევაში ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, მათი შემხედვარე ვფიქრობ, რომ ჩემი ინგლისურის მასწავლებელი საფლავში ტრიალებს, მეორე კი ისედაც დიდი ხანია წასულია, სხვა ქვეყანას ახმარს თავის გენიალურ რესურსებს და კიდევ კარგი რომ არ ესმის და ვერ ხედავს ამ ყველაფერს.

უნივერსიტეტში სწავლის დროს მქონდა შეხება იმ ადამიანებთან, რომლებისთვის ინგლისური ან პირველი ან მეორე მშობლიური ენა მაინც იყო. ეს შეხვედრები ყოველთვის მოკლე ვადიანი და არასასწავლო ხასიათის იყო. ჩემი ინგლისურის მიმართ სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, ერთი კითხულობდა, სად ვისწავლე ასე ინგლისური, მეორე მეუბნებოდა, შენ ისე საუბრობ, როგორც ჩემი და, რომელიც ახლა ლონდონში სწავლობს, მესამე საერთოდ ვერ იჯერებდა, რომ მე მხოლოდ საქართველოში ვსწავლობდი და სხვა ქვეყანაში არ მისწავლია etc.

და არც იყო აქ გასაკვირი არაფერი, მე გენიოსი მასწავლებლები მყავდა, ლარა მაჩაბელი, ალექსანდრე მაჩაბელი, ნონა ქომეთიანი, სულხან ჟორდანია, ეს ის ხალხია, რომელიც ნებისმიერ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს ფეხებით ჩაკიდებს ლინგვისტურ ორმოში.

საქართველოს მომავალზე მზრუნველთა მიერ ჩამოყვანილი ”უცხოელი მასწავლებლებიდან” რამოდენიმე თუ იქნება რეალურად მასწავლებელი ან ზოგადად ასეთი უნარ-ჩვევების მქონე პირი, მათი უმრავლესობა არის სტუდენტი, რომელსაც უხარია და რომლისთვისაც სხვა ქვეყანაში დროებით მოგზაურობა გართობის და თავისუფალი დროის გატარების ერთ-ერთი სახეა, მისთვის სულერთია პირველ კლასელი თინიკო ან მეორე კლასელი თომა ისწავლის თუ არა ინგლისურს, ან რომელი ინგლისური? რომელიც თავისთვის არ იციან?

კარგია მოგზაურობა და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამაში ფულს გიხდიან . . .

აღიარეთ რამდენი ქართველი გინახავთ, რომელიც სტუდენტია ან უმაღლესი დამთავრებული აქვს და რამდენ შეცდომას უშვებს წერის ან კითხვის დროს? გაუშვებს მათ ქართულის სასწავლებლად ჩვენი სახელმწიფო სადმე? ან მიიღებს რომელიმე სხვა სახელმწიფო მათ დამახინჯებული ქართულის მასწავლებლებად?

აღიარეთ, ახლა მე – ფილოლოგმა, აქ, ამ ნაწერში რამდენი შეცდომა დავუშვი?

მე არც გავიფიქრებ, რომ ვინმეს, ქართველს ან არაქართველს ქართული ენა ვასწავლო! უბრალოდ არ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვიზრუნო სხვისთვის იმ ცოდნის შეძენაზე, რომელიც მე თავად არ მაქვს სრულყოფილად განვითარებული.

ყველა პრობლემის სათავე არაპროფესიონალიზმია. არაპროფესიონალებმა მოყარეს არაპროფესიონალები, აერიათ დრო და სივრცე.

ყველა ლინგვისტმა კარგად უწყის, რომ მხოლოდ წერით და კითხვით ენა სრულყოფილად  არ ისწავლება, ინტერაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეთვისებული მასალა ინტერაქციის საშუალებით ცნობიერების აქტიურ ნაწილში მოიპოვებს სავანეს, რასაც ინარჩუნებს პერმანენტული აქტივობით და დანამდვილებით გონებრივი სიკეთის მომტანია ორივე მხარისთვის.

მე მაინტერესებს ერთი რამ, როგორი ინტერაქცია უნდა შედგეს უცხოელ მასწავლებელსა და პირველ, მეორე, მესამე კლასელ მოსწავლეს შორის? რა იცის ამ კლასის მოსწავლემ, რაზე უნდა ისაუბროს მასწავლებელთან და რა უნდა დაამახსოვრდეს?

ჩემი ინგლისური მეხსიერება იწყება დაახლოებით მე-9 კლასიდან, ანუ ვგულისხმობ, რომ მაგ დროს ნასწავლი რაღაცეები აქა-იქ მახსოვს.

მე-5 და მე-6 კლასში ნასწავლი გერმანული რამოდენიმე სიტყვის და თვლის გარდა საერთოდ არ მახსოვს, არადა იგულისხმებოდა, რომ კარგად ვსწავლობდი.

ჩემი აზრით, გაცილებით გონივრული ნაბიჯი და უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა აღნიშნული პროექტის მასწავლებლების შეყვანა ბოლო სამ – მე-10, მე-11, მე-12 კლასებში და უნივერსიტეტის 1-ელ, მე-2 კურსზე.

აქ უკვე შედგებოდა ნამდვილი ინტერაქცია, მონაწილე მხარეთა სასარგებლო შედეგით, მათ სასწავლო ურთიერთობას ექნებოდა გამართლება, ამ ასაკის კონტიგენტისთვის ეს იქნებოდა მათ გონებაში უკვე არსებული თეორიის პრაქტიკაში გაშვება.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ივენთს, რა თქმა უნდა აღნიშნული ივენთი შორს იყო სიტყვა ორგანიზებისგან და საერთოდ სოფელში რიგითი ქელეხი ან ქორწილი უკეთესად არის ორგანიზებული, ვიდრე გუშინდელი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მასწავლებლების წაყვანა სიღნაღობაზე, სიღნაღში.

მართალია, მე სიღნაღში დავიბადე, ისიც მართალია, რომ სიღნაღი პატარაა და ბევრი სანახავი არაფერია, მე მაინც მგონია, რომ ამ ხალხს გიდი სჭირდებოდათ, შეიძლებოდა მათ უფრო მეტი დაეთვალიერებინათ და სცოდნოდათ რას ათვალიერებდნენ და  საერთოდ რისთვის იყვნენ ჩამოსული სიღნაღში.

ან იქვე 2 კილომეტრში მდებარე ბოდბის მონასტერი დაეთვალიერებინათ, წყლებზე ჩაეყვანათ და საერთოდ რაღაც მაინც ენახა ამ ხალხს ქორწინების სახლის, ავერსის და პოპულის ქანთრი სტილში გადაწყვეტილი შენობების გარდა.

დასკვნა

TLG Project – fail

Signagi Event – fail

Meeting with friends – success and complete relaxation!

Advertisements

14 comments on “გაჭედილი მომავალი – TLG Project Fail

  1. არ ვიცოდი სიღნაღი თუ შენი მშობლიური ქალაქი იყო :))
    ლამაზ ქალაქში დაბადებულხარ 🙂

    ჰოდა, მაინც გული მწყდება რომ ვერ წამოვედი 🙂
    მაგ ადამიანების აქ ყოფნას კი ის პლიუსი ექნება, რომ ბავშვებს მეტი ინტერესი გაუჩნდებათ ენის სწავლის.
    თუმცა, აქამდე მეგონა, რომ უფრო მოზრდილებთან შედიოდნენ, პირველკლასელებთან რა ჯანდაბა უნდათ? :O

    • ხო ყველა ერთად რომ ვიქნებოდით კიდევ უფრო კარგი იქნებოდა ❤
      :*
      კი ეს მასწავლებლები დაწყებით კლასებში შედიან, ამიტომაც ჰყავს ამდენი მოწინააღმდეგე ამ პროექტს ალბათ 🙂

  2. CemTvis gaugebaria pirveli an meore klaselisTvis ra mniSvneloba aqvs, Tundac mesame an meoTxe klasis bavSvebisTvis inglisurs qarTveli pedagogebi aswavlian maT Tu nativebi? am asakis bavSvi, romelsac jer samyaro mSobliur enaze ar aqvs semecnebuli, marto elementaruli leqsikisa da dialogis aTvisebas axerxebs da amas qarTveli pedagogic martivad gaarTmevda Tavs. madloba, Tamuna rom es problema wamoWeri. geTanxmebi absoluturad, rom aq saqme gvaqvs araprofesionalizmTan da ara marto araprofesionalizmTan. erTia enas flobde (nu isic sakiTxavia rogor) da meore flob Tu ara meTods, rom Seni codna sxvas gauziaro. meTodologiis SemuSaveba aris urTulesi procesi, magram amas angariSs xom ar uwevs aravin Cvens qveyanaSi, cxvrebiviT Sekribes da Camorekes es usaqmuri xalxi am ubadruk qveyanaSi. ramdenime maTgans axlos vicnob, pirovnulad aravis vexebi, magram arcerT maTgans aranairi pedagogiuri gamocdileba ar gaaCnia. “let’s start diging” ( modi rame SevWamoT) ai, aseTi leqsikiT laparakoben. ganaTlebis sferoSi rom sruli domxalia, amaze aRarc vsaubrob. “sabWoTa meTodebs” ebrZvis xalxi, erTs geTyviT: Cemi biZaSvili MGU-Si swavlobda maTematikurze, mere stajze gaagzavnes New Jersey-s universitetSi, gagijebuli Camovida, wiladebs maswavlidneno, ra Sedarebaa moskovis universiTetis donesTano. am bolo dros ki, daiwyes MGU-s profesorebis intensiuri miwveva USA-Si , Tan Zalian did xelfassac uxdian. aq kide am saqarTveloSi ra xalxs gzavnian fuuuuu.

    • გეთანხმები პეგი, მე არ ვარ მომხრე ასეთი დაბალი კლასიდან დაიწყოს უცხო ენის სწავლა ბავშვმა

      და ზოგადად მასწავლებელთა არადექვატური კონტიგენტია რასაც ჰქვია შემოყრილი 😦

  3. დასაწყისში სატირული ელფერი დაკრავს ნაწერს და როგორ მიყვარს შენი ასეთი პოსტები.
    გეთანხმები. ჩემი აზრითაც, მდგომარეობა ეგეთია 🙂
    არ შეიძლება 1ლ კლასელს ასწავლო, იმიტომ რომ მისი გონება ამ დროს არაა მომზადებული უცხო ენის შესათვისებლად. თუმცა ჩემ დროს იყო მცდელობა ადრე, მე მახსოვს ინგლისურის წრეები რომ იყო, მაგრამ ეს ასე იყო: გაკვეთლების შემდეგ ბავშვები მშობლებთან ერთად ვრჩებოდით და მასწავლებელი ინგლისურის სიტყვებს გვამახსოვრებდა, ქართული ასოებით დაწერილს. მაგალითად: ელეფანტ – სპილო, და ა.შ.ისერა მარაზმი იყო …

    ინგლისური ენის ჩემი მეხსიერებაც ასე 7-8 კლასიდან მოდის და უფრო სკოლის მერე.. თუმცა სკოლაში რა სწავლა იყო, ღმერთმანი.. უჰ…

  4. iciT me ra mgonia? aq sxva azria Cadebuli. bavSvobaSi miRebuli kulturuli Soki mTeli cxovrebis manZilze sdevs adamians Tan. es proeqti iTvaliswinebs ufro ideologiis Secvlas. bavSvis fsiqika xom Zalian nazi da rbilia, rogorc gamoZerwaven, iseti darCeba cxovrebis bolomde. Piar- teqnologiebSi amden fuls xarjavs Cveni mTavroba da imis garkveva gauWirdeboda, rom pirvel-meore klaselebisTvis arafris momtania inglisuris ucxoeli “pedagogebis” Camoyvana? bavSvobidan romeli qveynis enac gesmis ( Tundac msoblurTan erTad) im qveynis damfasebeli da mxardamWeri xdebi Zalauneburad, es sakuTar Tavze maqvs gamocdili.

    • კი შთაბეჭდილების მომხდენი ნამდვილად არის, და კულტურული შოკიც იქნება ეს ხომ ძალიან უცხო ხილია ბავშვებისთვის, ჯერ ენა თავად უცხოა და მითუმეტეს მასწავლებელი.

  5. მე ვისაც გადავეყარე – ყველა ამერიკელი იყო და ყველა მასწავლებელი და ყველა უფროს კლასებშია.
    რავი. სიღნაღში არ ვყოფილვარ, მაგრამ ეგერ კალაში იჩითებიან და იქ გავიცანი.
    და კიდევ სხვაგანაც.

    ასე რომ – რამდენიმეა მხოლოდო – ეს ნამეტანია 🙂 რამდენიმე მე გავიცანი ეგერ ყოველგვარი სიღნაღის გარეშე.
    და ვინც მე ვერ გავიცანი ხომ იქნება მინიმუმ 3 მაგდენი?
    უკვე კარგია.

  6. გამოხმაურება: Letters.Ge » გაჭედილი მომავალი – TLG Project Fail

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s