სიღნაღობა და ტაქსები


წუხანდელი ღალატის გამო, ჩემი მანქანა დაისაჯა და დილით სახლიდან ტაქსით წავედი, მძღოლი გუბაზ სანიკიძე იყო, მისგან განსხვავებით ხმა არ ამოუღია, ისე მივედით დანიშნულების ადგილას – სასტუმრო რედისონთან, საიდანაც უნდა გავსულიყავით ავტობუსებით – ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” (“Teach and Learn with Georgia”) პროექტის მასწავლებლები (a.k.a. ყივჩაღები) და ბლოგერები. დაახლოებით 2 საათში ჩავჩაქჩაქდით.

სიღნაღში რომ ჩავედით აღმოჩნდა, რომ შემოდგომას ვაცილებდით დიდი ზარზეიმით 🙂 დაახლოებით ისეთივე სიტუაცია დაგვხვდა, როგორც თბილისობის ჟამს, მწვადაობა, თონეში პურის ჩაკვრა, ჩურჩხელის ამოვლება, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ეროვნულ და ასევე გაურკეველ ტანისამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭები; ჯერ სამზადისი ჰქონდათ, მოცეკვავეები ბოლო რეპეტიციებს გადიოდნენ, ქორწინების სახლთან წყვილები მეცადინეობდნენ ხმლებს შორის გავლას, არადა ხმლებს შორის გავლამდე სასწავლი რომ ესწავლათ ჯობდა . . 😀 😀

პოკაჰონტასი (ყვავას ფავორიტი ყივჩაღი) და სხვა ყივჩაღები აქტიურად ჩაებნენ სიღნაღურ ორომტრიალში.

ჩვენც წავედით, ავიარეთ და ჩავიარეთ და ასე ბევრჯერ 😀 მერე დავუბრუნდით მწვადაობის ადგილს, სადაც ყივჩაღებს მასშტაბურად აეთვისებინათ მწვადი, ზოგს ბუტერბროდის გამზადებაც მოესწრო, ღვინოს მიირთმევდნენ, შეზარხოშდნენ, ძალიან გამხიარულდნენ.

მერე ყვავა დავტოვეთ, ჩვენ ისევ წავედით, ავიარეთ, ჩავიარეთ და რესტორანში ამოვყავით თავი.

დავუბრუნდით ისევ მწვადაობის ადგილს, და ჰოი საოცრებავ! რას ვხედავთ? ყვავას გარშემორტყმული ყივჩაღები სკანდირებდნენ ცნობილ ფრაზას ”That’s what SHE said” ”That’s what SHE said” 😀 😀

ჩვენ ისევ წავედით, ავიარეთ, ჩავიარეთ და ღია კაფეში ჩამოვჯექით ს. დოდაშვილის ქუჩაზე. კაფეში სასმელის თანხლებით ვიმუსაიფეთ, არა, ბოდლერზე არა, აღარ მახსოვს მგონი აბლაბუდაზე 😀 😀

ამასობაში ოთხი საათიც მოახლოვდა, ვაიმე გვაგვიანდება ავტობუსთან, გვირეკავენ, სად ხართ? გავდივართ! აზრზე ხართ რა ხდება?! ყვავა გვირეკავს სად ხართ გავდივართო 😀 😀 😀

ხოდა ამ მეტრა-მეტრაზე ზომების სიღნაღში, ექშენ რეჟიმში ვეცით ჯერ ერთ ტაქსს (მძღოლი ვერ ვნახეთ), მერე არიქა ფეხით გავიქცეთო, მივრბივართ, წამოგვეწია მთიულურის დიმპიტაურ-დამპიტაური, თან მთიულური და თან სირბილი, გამოჩნდა ტაქსი, აბა ვეცით, აბა ჩავხტით, აჰაჰაჰაჰა რაღაც აღმართზე ავფოფხდით, გადმოვფოფხდით და მოუფხოჭინეთ ავტობუსებთან 😀 😀

ხოდა მთიულური, ჰუჰ :ოფლისმოწმენდისსმაილიკი:

აქეთობისას კი იყო სიმშვიდე, მაგრამ იქეთობისას ფუტკრის სკას ჰგავდა ავტობუსი, სიმღერები დედაზე და თან ყველა ენაზე, ისე, რომ რაღაც მომენტში მარინა ბერიძე ვინატრე 😀 მერე დამშვიდნენ და  თბილისის რომ ვუახლოვდებოდით, გვესმის ”Oh, Fuck Georgia” “Sorry, but Fuck Georgia”

ყველამ გადავხედეთ, ნუ თითქმის ყველამ . . .

ამერიკელებთან რაგბი მოვიგეთ 19:17 fuck Georgia

გაუჭირდებოდათ თუ 😀

მოვედით ისევ რედისონთან, ისევ ტაქსი, ისევ გუბაზ სანიკიძე ოღონდ ცოტა სხვანაირი, ამჯერად ჩემი მძღოლი ჩუმად არ იყო:

მძღოლი: საიდან ჩამოვიდა ამდენი ზანგი?

მე: სიღნაღიდან

მძღოლი: რა ხდებოდა იქ?

მე: სიღნაღობა იყო, ისეთი  როგორც თბილისობა

მძღოლი: აი მაგალითად მე რომ ჩემ ცოლს მოვკიდო ხელი და სიღნაღში წავიდე ერთი 200 ლარი მეყოფა?

მე: თუ ლისაბონში წახვალთ და ცოლად გააფორმებთ გეყოფათ; უპს, არა ეს გავიფიქრე ჩემთვის, ხმამაღლა: კი, კი გეყოფათ

მძღოლი: აი მე ინგლისურის არ ცოდნის გამო, მაგარი სამსახური დავკარგე, 1000 დოლარიანი . ..  .

მე: ალბათ მძღოლის ადგილი ხომ?

მძღოლი: ხო, მძღოლის . . .

პ.ს. ”ჩვენ” – BigCrowRoCkoSaBuniaSani Evans

“NO ბოდლერ”

Advertisements

2 comments on “სიღნაღობა და ტაქსები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s