ბლოგი და საავტორო უფლებები


1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.

მუხლი 23, საქართველოს კონსტიტუცია

რასაკვირველია მე ვერცერთ კანონში კონკრეტულად ბლოგინგზე არაფერი მინახავს, ამ მხრივ კანონმდებლობა მოიკოჭლებს. გთავაზობთ ამონარიდებს, განმარტებებს რაც მეტ-ნაკლებად დაეხმარება სხვადასხვა ბლოგებზე მოხვედრილ გზააბნეულ ადამიანებს და მიუთითებს მათ, რომ დაუკითხავად არ უნდა წაიღონ ბლოგზე განთავსებული მასალა, ის მასალა, რომლის ავტორობაზეც პრეტენზია აქვს კონკრეტულ ბლოგის კონკრეტულ მფლობელს.

დავიწყოთ ავტორით, რა არის ან ვინ არის ავტორი?

კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ტერმინს ”ავტორი”  განმარტავს შემდეგნაირად:

ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა  ??????????

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი ადგენს: `საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს~.

რა საზომით შეიძლება განისაზღვროს `ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის დონე~? _ ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციისათვის არის დატოვებული. მრავალ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით მიღებულია, რომ

საავტორო სამართლით დაცვის თვალსაზრისით საკმარისია ნაწარმოები ორიგინალურ ქმნილებას წარმოადგენდეს, ანუ ის კონკრეტული პირის შემოქმედების შედეგი იყოს. სხვა სიტყვებით _ ნაწარმოები `ახალი~ უნდა იყოს. თუ ნაწარმოები სხვა ნაწარმოებს იმეორებს, ბუნებრივია ის საავტორო უფლებებს ვეღარ წარმოშობს _ საავტორო უფლებით პირველი (ორიგინალური) ნაწარმოები ისარგებლებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნაწარმოების დაცვისათვის დადგენილია კრიტერიუმები _ `ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგი~ და `ორიგინალობა~. ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი ზემოთ იქნა დახასიათებული.

კანონი ძალიან ზოგადად გვთავაზობს საავტორო უფლების ობიექტებს:

1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

მუხლი 10. ავტორობის პრეზუმფცია

1. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია,  როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.

ბლოგებისთვის საინტერესოდ ეს მუხლიც მეჩვენა:

მუხლი 12. შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემდგენლის) უფლებები

1. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.

4. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებ-თა შესაქმნელად.

ბლოგებიდან მასალის დაუკითხავად აღების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ეს კანონი არ არის მოქნილი მსგავსი შემთხვევებისთვის და რადგან საავტორო უფლებების არეალი ფართოვდება, კანონიც შესაბამისად საჭიროებს განახლებას და მეტ კონკრეტიკას, რათა ბლოგერებმა (ამ შემთხვევაში) შეძლონ და თავი დაიცვან ბლოგიატორებისგან.

დამატებით იხილეთ აქ წიგნი

 

Advertisements

10 comments on “ბლოგი და საავტორო უფლებები

  1. ვერ მივხვდი პოსტის მიზანს. ეგ ყველაფერი ისედაც ვიცით,,. ანუ ცნობილია როგორაა კანონში. რა პრობლემაა? მგონი მხოლოდ ის, რომ არ აკონტროლებენ ბლოგს.. ანუ რომ გპარავენ მასალას, უნდა იჩივლო კიდეც. ეგ კი უბრალოდ ეზარებატ .

    კანონმდებლობა რა შუაშია? გეთანხმები, რომ ძალზედ ზოგადია კანონი საავტორო უფლებების სესახებ./ და საერტოდაც კოდექსში სულ 2 თუ 3 მუხლს მოიცავს,

  2. შედგენილი ნაწარმოები რაღა შუაშია ბლოგთან? თუ რამოდენიმეავტორიანი ბლოგი იგულისხმე, მაშინ კიდევ გასაგებია,

    • ეზარებათ იმიტომ რომ კანონია ასეთი ზოგადი და სწორედ რომ ორიოდე მუხლს მოიცავს. ეს კი ჩივილის დროს მოქმედებას არეალსა გიზღუდავს, მითუმეტეს როდესაც უკიდეგანო ინტერნეტ სივრცეს ეხება საქმე აქ უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო!

      შედგენილი ნაწარმოებებში თანაავტორობა არ იგულისხმება, სხვადასხვა ნაწარმოებების ნაწყვეტების გამოყენება (ლექსების, მოთხრობების, სურათების ა.შ.)

      და მიზანი ის არის, რომ კანონი უნდა განახლდეს აუცილებლად როგორც აღნიშნულია ბოლო აბზაცში 🙂

      • 🙂 ამ ჩანაწერში რა სიტყვებიცაა ნახმარი და ახლა რასაც ვწერ – ესეც ხომ ვიღაცამ … საავტორო უფლება ირღვევა 🙂
        კანონი ხომ კანონია და არა როგორც მაწყობს …

    • ძირითადად მასალა კანონიდან არის რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ დავუბრუნდები ამ თემას. სხვა ქვეყნის ანალოგებს ვეძებ ჯერ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s