საბჭოთა მოდა – N/A


იტყვით ალბათ, რა ამოიჩემა ეს საბჭოთა კავშირიო, მაგრამ დამიჯერეთ იმათზე მეტად არ მაქვს ამოჩემებული, ვინც დღენიადაგ საბჭოთა კავშირის ნარჩენებს ებრძვის უცვლელ წარმოსახვაში.

უბრალოდ ვნახე საინტერესო სტატია, სურათები და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

საბჭოთა მოდა ცოტა არ იყოს ხმამაღალი სათაური გამომივიდა, მაგრამ რაღაცას ხომ იცმევდა ხალხი, იკერებოდა ტირაჟულად, მუშაობდა ქარხნები, უშვებდა ერთნაირ, მდარე ნაწარმს, მაგრამ ასეთ მდარე ტირაჟს ერთ დადებით შტრიხი ჰქონდა – მაშინ უფრო მხიარული, ღია ფერები იყო აქტუალური, შავი ფერი არ სჭარბობდა, როგორც ახლა.

დასავლური ქვეყნების წარმოებული ტანსაცმელი ისეთივე აკრძალული იყო, როგორც ზოგადად დასავლური ღირებულებები. ზედმეტად მოდური ჩაცმულობა დაუშვებელი და საშიშიც კი იყო. რაც შეეხება ქალებს ისინი ძალიან მიმზიდველები არ უნდა ყოფილიყვნენ.

შოკი იყო დიორის ”ულმობელი ჩვენება” მოსკოვის ქუჩებში. მდიდრულ, ძვირფას სამოსში გამოწყობილ დიორის მოდელებს ათასობით უღიმღამო სამოსში გამოწყობილი ადამიანის თვალი უმზერდა.

რას გრძნობდნენ საბჭოთა ქალბატონები?! მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ასეთ ტანსაცმელზე, არა სტილი, არა მოდა, ერთ თარგზე მოჭრილ სამოსში იყო ყველა უტყვად გამოწყობილი, ერთი ქარხნიდან გამოშვებულ თოჯინებს ჰგავდნენ. თვით ლევისის ჯინსიც კი მიუწვდომელ ოცნებად აღიქმებოდა მაშინდელ საზოგადოებაში, რკინის ფარდას გამოსწრებული ნებისმიერი ნივთი რაღაც რელიქვიად მიიღებოდა, რომელსაც რუდუნებით ეპყრობოდნენ და აი სწორედ ასეთ ატმოსფეროში მოაწყო დიორმა მოდური სეირნობა მოსკოვის ქუჩებში.

გადახედეთ ფოტოებს 😀

”კასინკები” არ დაგეკარგოთ არსად 😀

Advertisements

13 comments on “საბჭოთა მოდა – N/A

  1. გამოხმაურება: ვის გავლენას განიცის თანამედროვე ლიტერატურა და რამდენად “პიდარასტულია” ვისკონტის ფილმები | vlogge

  2. ეს ქალები ზეიმობენ ასეთ კონტრასტს რომ გრძნობენ ირგვლივ ქალთა ბრბოსთან შედარებით. ასეთი სიამოვნება ალბათ ერთხელ ეღირსათ ცხიოვრებაში. ეს უშველებელი კაეფია ამათთვის. დედოფლები- მათხოვართა გარემოცვაში.

  3. SAD:( amave dros nu dagvavitskdeba, rom uamravi mkeravi iko, vinc saxlshi keravda tansacmels individualuri shekvetebit. Politikosebis colebi, romlebic mogzaurobdnen sazgvargater da shin brundebodnen bolo modaze chatsmulni. tsarmoidginet rogori bednierebis momgvreli fakti iko, tuki rame italiur nachers gamohkravdi xels. Life was full of excitements!

  4. საბჭოთა ქალები შურნარევ სიხარულს გრძნობდნენ; შურს იმიტომ, რომ მათაც ასე არ ეცვათ და ვერც ბედავდნენ და სიხარულს იმიტომ, რომ ვიღაცა მაინც არსებობდა, ვისაც ლამაზად და თავისუფლად შეეძლო ჩაცმა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s