ჩემი პირველი პარტნიორი


დიდი ხანი ვემზადებოდი, წიგნებით, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებით, ვიცოდი, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა,  ვიცოდი, რომ მალე შეგხვდებოდი . . . მე მახსოვს და შენც ხშირად გაგიხსენებია ჩვენი პირველი შეხვედრა, დამცინოდი, პირველად, რომ მაკოცე ასე მეგონა ფიჩხის კონა დამეცა ტუჩებზეო და შემდეგ რამდენჯერ გვიცინია ამაზე ერთად.

ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი სად წამეღო ხელები, ტუჩებს ნერვიულად ვიკვნეტდი, წარამარა თმებს ვისწორებდი . . . ხან წინ მივდიოდი, ხან უკან ვრჩებოდი, ხმამაღლა და ბევრს ვლაპარაკობდი . . .

რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ მოხდა ის, რაც აუცილებლად მოხდებოდა, პირველი კონტაქტი შედგა, სრულიად გაშლილ სივრცეში, ჩვენ არ ვიყავით მარტო, უკიდურესად დავიბენი, ახლა უკვე მართლა არ ვიცოდი სად წამეღო ხელები, სად კიდევ ფეხები . . . აქეთ-იქეთ ვიქნევდი უაზროდ, ჩამჩურჩულებდი ”ნუ, გეშინია”, ამ ქაოსური მოძრაობებით კინაღამ ამოვტრიალდით, მაგრამ გადავრჩით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცოტა შენც დაზიანდი, ცოტა მეც, მთავარია სახლში ჩემებმა არ გაიგონ . . .

შემდენ ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს, უკვე ძალიან მომწონდა შენთან, მიფრთხილდებოდი, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი იყავი, ცდილობდი ურთიერთობის დროს უფრო თამამი ვყოფილიყავი და კარგად გამოგდიოდა ეს! მეც მინდოდა შენთვის სასიამოვნო ყოფილიყო ჩემთან ურთიერთობა, უკვე გასწრებდი კიდეც რაღაცეების მოფიქრებას, ინიციატორი გავხდი და შენ ეს გიხაროდა, რატომაც არა, ჩემი სითამამე ხომ შენი დიდი გამოცდილების დამსახურება იყო.

განსაკუთრებით თბილი და საოცარი ჩემი კრიტიკული დღეების განმავლობაში იყავი, ქალი ხომ ამ დროს ყველაზე მეტად აღგზნებულია 😉 ძალიან მიმზიდველი იყავი ამ დროს, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მინდოდა შენთან ყოფნა და შენც ხელებგაშლილი მელოდი, თუ შეიძლება, რომ ამისთვის კრიტიკული დღეები ვინატრო, მაშინ ვინატრებ ხოლმე ხშირად 🙂

და კიდევ როდის მიყვარდა იცი? როდესაც ძალიან, ძალიან წვიმდა, შეუდარებელი იყო შენთან ურთიერთობა ამ დროს, შენ მხოლოდ ჩემთვის იყავი, მთლიანად ჩემში იყავი . . . და არ მინდოდა რომ ეს დასრულებულიყო . . . წვიმის ხმაური, მე და შენ, ტანში მცრის რომ მახსენდება . . . მენატრება ის დრო . . .

შემდეგ იყო ღალატი, მე გიღალატე, სხვასთან წავედი, შენ იცოდი, გაგებით შეხვდი, მერე რა რომ თვალები აგვიწყლიანდა, მერე რა რომ ერთად საუკეთესო დრო გავატარეთ, მერე რა რომ შენთან ყველაზე დიდ ხანს ვიყავი და ეს დიდი ხანი ჩემი რეკორდია, მერე რა რომ შენ ყველაზე მეტად მიგებდი და ყველაზე მეტად მიტანდი, მერე რა რომ გიყვარდი და ახლაც ასეა, ეს ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, ჩვენ დავშორდებოდით და ვიღაც სხვა გამოჩნდებოდა . . . რაც მოხდა კიდეც . . .

 

ახლა მე უკვე დიდი გოგო ვარ და შენი დამსახურებით საკმარისად გამოცდილი, მგონი დროა ხელის მუხრუჭი ამოვწიო და დრიფტით შევიდე მოსახვევში.

ამ ლინკზე ჩემი პირველი პარტნიორია – დაწკაპეთ 🙂

 

Advertisements

16 comments on “ჩემი პირველი პარტნიორი

  1. „შოკ პოსტი“ 🙂 პირველივე აბზაცზე ხმამაღლა ვთქვი, რომ მანქანაზე წერდი, თითქოს დავაფიქსირე და გარშემომყოფები დავიმოწმე 🙂

  2. რა კარგი პოსტია და როგორ არ მიყვარს ასეთ პოსტებში ჩასმული ფოტოები (პაპსა)…

    ხო ეს პარტნიორი ლინკიც შეგეძო არ დაგედო რა.. (აყვა აქ საქართველოს ბანკს 🙂 )

    კიდე სულ მაინტერესებს ასე პოსტებში რა არის რეალური და რა ფანტაზიის ნაყოფი, ისევ რეალობაზე დაყრდნობით….

    მოკლედ, ამდენი რო მაწერინა კომენტსი ე.ი. პოსტი კარგია და შედგა.

    • ფოტოთი ვითომ ინტრიგა შევმატე 😉 😉

      რეალობაც არის აქ კი . . . აბა მაგის გარეშე ეს პოსტი არც დაიწერებოდა 🙂

      მადლობა :*

      • რეალობა რომ არის ეჭვიც არ მეპარება :)))

        მე ვთქვი როგრ მაინტერესებს რა არის რეალობა და რა გამოგონილითქო :))

        რაღაც არამგონია გაგიჭრვებოდა შენ მოფიქრება, სად წაგეღო ფეხები ან თუნდაც ხელები :))))

        ღია სივრცის ამბავიც არ მჯერა :)))

    • 😀 😀 😀 ისე როგორ ჰგავს ყველაფერი ერთმანეთს არა? ავარია და პირველი სექსი 😀 😀 არადა მართლა არ ვიცოდი სად წამეღო, არადა ღია სივრცე იყო ტელევიზიის წინ ტრასაზე 😀

  3. ეეჰ, მერე დადგება ხალხი და ბლოგებს წერს იმაზე თუ რა ამორალურია საქართველოს ბანკის რეკლამა, რომელიც ნახმარ და უხმარ მანქანებზე საუბრობს ქალების კონტექტსტში 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s