საბჭოთა სიმბოლიკა – ეს ფულია!


საბჭოთა სიმბოლიკა არ უნდა აიკრძალოს, პირიქით, უფრო მეტი უნდა დავამზადოთ და გავყიდოთ! ეს ბიზნესია, სუვენირების ჩველებრივი ბიზნესი, აქედან შესაძლებელია ფულის მიღება, ზუსტად ისე, როგორც ამას სხვა მრავალი ქვეყანა აკეთებს და ცეცხლის ფასად ჰყიდის ადგილობრივ, სახასიათო სუვენირებს – ბროშებს, მაისურებს, კეპებს, ბრასლეტებს, საათებს, დროშებს და ა.შ. ძველ ძეგლებთან იღებენ სამახსოვრო სურათებს, სხვადასხვა ლიდერის ფორმით დადიან ადამიანები, რომელთანაც სურათის გადაღებაში ტურისტები იხდიან ფულს.

მოკლედ,  უნდა გაკეთდეს ტირაჟირება და გაიყიდოს. ძალიან მარტივია. აკრძალვის ინიციატორებმა ცოტა ტვინი გამოიფხიკონ და მიხვდნენ, რომ ძეგლების დემონტაჟი, კედლების და ღობეების ფხეკა და ჩიჩქნა დიდი ხარჯია, მაშინ როდესაც შეიძლება გაკეთდეს პირიქით და მივიღოთ შემოსავალი.

ამ საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ მაუსფედები საბჭოთა სიმბოლიკით –  მაუსფედები 🙂 🙂

საათი

ხელჩანთა

მაისური

მაუსფედი 🙂 🙂

ამ ძეგლის იდეა ძალიან მომეწონა 😀 😀 😀

Advertisements

10 comments on “საბჭოთა სიმბოლიკა – ეს ფულია!

  1. მე ისიც არ მომწონს ნაცისტური ემბლემები რომ არის აკრძალული 😦
    სვასტიკამ რა დააშავა, მაგრამ ნუ.. ევროპას რომ საშუალება მისცე ალბათ ნაპოლეონსაც ამოშლის ისტორიიდან : )

  2. ვეთანხმები მოსაზრებას, ჩეხეთში რომ ვიყავი კაფკაზე მილიონებს აკეთებდნენ, პრაღაში ყოველ ნაბიჯზე იყიდებოდა მაისურები და სხვა აქსესუარები კაფკას გამოსახულებით. სანამ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟს გააკეთებდნენ სულ იმას გავიძახოდი ტურისტების მოსაზიდად რა მაგარი ადგილია თქო. ვერ ხვდება ეს ხალხი რომ ეს რესურსი გამოსაყენებელია.

    • არ მგონია კაფკას მოწონებოდა ეგ შედარება სტალინთან. 🙂
      და არც 20 მილიონი ადამიანი გაუწყვეტია. იჯდა და წერდა თავისთვის. ჩეხები კი გააბრაზა, რახან გერმანულად წერდა და არა ჩეხურად, მაგრამ სხვა დანაშაული არ აქვს…

  3. ისე ხო მოდასთან შერწყმული კიდევ შეძლება… მაგრამ რამდენად სასიამოვნოა, იმ ტკივილის გახსენება სხვა ადამიენებისთის ეგეც საკითხავია…

      • გეშლება ჩემო კარგო. ჰუგო ბოსს არ შეუქმნია ის კოსტუმი, რასაც გულისხმობ. მხოლოდ სამკერვალოს ფუნქციებს ასრულებდა. ბოსის ავტორობა საყოველთაოდ გავრცელებული მითია, მაგრამ მცდარი. ნაცისტური ფორმის დიზაინერი იყო კარლ დებიში.
        წყარო – მე. 🙂 http://wp.me/pBTza-bs

  4. Simbolikebis akrZalvit istorias ver Cecvli, kargic da cudic istoriis Semadgeneli nawilia. germanelebs Wiris dResaviT axsendebaT berlinis kedeli, magram misi naSTebi dRes suvenirebad iyideba (Tu kidev darCa :D). safrangeTSi pirvelad namdvili giliotina rom vnaxe 5 saaTi gaSterebuli videqi, ise imoqmeda Cemze. ras niSnavs akrZalo? piriqiT sabWoTa simbolikiT iseTi magari avangarduli stili SeiZleba Seqmna. mec mqonda sabWoTa emblemis sayureebi da gulsakidi, magram moskovSi davtove (exla kremlis agentoba ar momakeroT Tqvenc, Torem Tavs yulfSi gavuyri :D), IsraelSi SeviZine mosadis emblemiani maika da a.sh. 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s