თუ ორსულად ხართ, ნუ წაიკითხავთ


მაინც რა გული აქვს გუგლს, რა ორიგინალურად მაცნობა დღეს, რომ რენტგენის სხივების აღმოჩენიდან 115 წელი შესრულდა!

მოკლედ იქს სხივები 1895 წლის 8 ნოემბერს აღმოაჩინა უილჰელმ კონრად რენტგენმა, შემთხვევით მოუვიდა კაცს, რა მოხდა . . .

აღმოაჩინა და არც არავის უთხრა, ემანდ გიჟად არ ჩამთვალონო. ნანახი თავადაც არ სჯეროდა და ორი თვის შემდეგ კიდევ გაიმეორა ექსპერიმენტი, გადაამოწმა და იფიქრა მართლა გაგიჟდა თუ არა. იქს-სხივებში ყველაფერი გაატარა და აღმოაჩინა, რომ დასხივებას მხოლოდ ტყვია და ძვალი ბლოკავდა. ერთი კვირის თავზე მეუღლის ხელის მტევანს გადაუღო (არ გადაუღებდა და . . .), თან საქორწინო ბეჭედიც გამოაჩინა (არ გამოჩენდა და . . .) აი ასე მივიღედ პირველი რენტგენული ფოტო.

ხელთ ეპყრა რა მეუღლის მტევნის ფოტო, ღრმად ჩაისუნთქა და 1896 წლის 1 იანვარს გამოაცხადა იქს-სხივების აღმოჩენის შესახებ.

ეს იყო გაჭრა მეცნიერების ახალ ფაზაში. ევროპის და ამერიკის ფიზიკოსები შოკში იყვნენ, არიქა და დაფაცურდნენ ახსნა-განმარტების საძიებლად. აქეთ ჰერცი და ლენარდი ეცნენ თავიანთ ქრუკის მილს; იქეთ თომსონი ეცა ოქროსფურცლოვან ელექტროსკოპს, ედისონმა მთლიანად ჩონჩხი გაატარა იქს-სხივებში. ექიმებმა და ქირურგებმა პაციენტების მოტეხილობების რენტგენული დასხივება დაიწყეს, აქ ნამეტანი გამოყენებისგან ზოგჯერ პაციენტები ეხრუკებოდათ დასხივებისგან. იმ დროს სტუდენტმა რეზერფორდმა, ამერიკაში მეგობარს მისწერა ”ევროპაში თითქმის ყველა პროფესორი ახლა ფრონტის ხაზზეა”  და მართლაც ასე იყო, ყველა ცნობილი ფიზიკოსი თუ ქიმიკოსი აღმოჩენების ვნებებით იყო შეპყრობილი.

აღმოჩენები ზვავივით წამოვიდა. ჰენრი ბეკერელმა სრულიად ახალი, ურანით ემიტირებული სხივები აღმოაჩინა.  მარია და პიერ კიურებიც, დაიბოღმნენ და თავის მხრივ ბეკერელის სხივებს ეცნენ და აღმოაჩინეს პოლონიუმი, რადიუმი (პარიზში მეტი საქმე ვერ ნახეს).

კიდევ კარგი რენტგენმა სხივები აღმოაჩინა, თორემ რა გვეშველებოდა, მანამდე კოლბებზე ეძინათ ფიზიკოსებს და ქიმიკოსებს.

დავსხივდი რამდენი ვწერე

ყველაზე ცნობილი რენტგენული სურათი არის მერლინ მონროს სამი რენტგენული სურათი, მკერდის წინხედი, გვერდხედი და მენჯი გადაღებული 1954 წელს, 28 წლის ასაკში.   აღნიშნული სურათები აუქციონზე 45,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

Hand mit Ringen (ხელი ბეჭდით): უილჰელმ რენტგენის პირველი სურათი, სადაც გამოსახულია მისი მეუღლის ხელი, თითზე საქორწინო ბეჭდით

მერილინ მონროს მკერდის წინხედი

გვერდხედი

მერილინ მონროს მენჯი

 

გუგლის ჩონჩხი 🙂 🙂

Advertisements

7 comments on “თუ ორსულად ხართ, ნუ წაიკითხავთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s