Fეის Fილოსოფია


“For these I set no limits, world or time, but make the gift of empire without end”

The Aeneid

ჩემთვის ეს ფრაზა აღარ ასოცირდება რომის იმპერიასთან, ვკითხულობ მას და ერთადერთი რაც წარმომიდგენია არის თვალუწვდენელი სივრცე, სადაც არ ხარ შეზღუდული, სადაც შეგიძლია გასცე და მიიღო შეუზღუდავი რაოდენობის ინფორმაცია;

ყოველდღე ან ყოველღამე დავძვრებით, ჩვენი იმპერიის ხვეულებში, არსებული რეალობის პარალელურად, გადავდივართ მეორე მხარეს, შემდეგ მივდივართ სხვადასხვა მხარეს, ერთმანეთს ვხვდებით, მერე ისევ ვშორდებით, ხან გვიყვარს ერთმანეთი, ხანაც გვძულს . . .

აქ ყველა ადამიანის ხმა თანაბრად ისმის, ხმა შეიძლება იყოს კეთილი, ბოროტი, გაავებული, ისტერიკული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას აქვს ხმის ამოღების უფლება.

გია დვალის შესახებ სტატიაში ვკითხულობთ ”3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს”. ერთ-ერთმა პირწიგნაკელმა მეგობარმა კარგად აღნიშნა: ”დვალს გადაეცით პარალელურ სამყაროს ნუ ეძებს, ჩვენ უკვე ვიპოვეთ იგი”.

როდესაც პარალელურ სამყაროში გაცნობილ მეგობრებს ვხვდებით, გვგონია, რომ მათ მთელი ცხოვრება ვიცნობდით. აბა, დაფიქრდით რამდენი მეგობარი შეიძინეთ სოციალურ ქსელში, რამდენს უკვე შეხვდით და კვლავაც მეგობრობთ.

საქართველოში, რამოდენიმე სიუჟეტი, გადაცემა და სტატია მიეძღვნა ფეისბუქს, მეტად უარყოფითი ტონით.

რამ შეაწუხა დიადი გეომასმედია? იქნებ საინფორმაციო სივრცეში უფრო დიადი კონკურენტის გამოჩენამ?!

ძალიან ბევრჯერ სწორედ, ფეისბუქი იყო პირველწყარო ტელევიზიის საშუალებით გასული მთელი რიგი ახალი ამბებისა ანუ ის რაც ტელევიზიით მოვისმინეთ, სიახლე უკვე აღარ იყო ჩვენთვის.

ეს ახალი მედიაა, რომელიც ძალიან სოციალურია, ძალიან აქტიური და დროულია.

ამ სივრცეში მოვლენები ელვის სისწრაფით ვრცელდებიან, ამ იმპერიას არ ჰყავს გაწვრთნილი მტრედები ან შიკრიკები, ფეისბუქის თუნდაც ერთ გვერდზე გაზიარებული ინფორმაცია, ჩათვალეთ, რომ უკვე მთელ ინტერნეტ სივრცეში იშლება ავტომატურად.

”განა ნათელი  არ არის, რომ ყველა ადამიანი ინტერნეტის მომხმარებელი გახდება? განა გარდაუვალი არ არის უზარმაზარი სოციალური ქსელის შექმნა?” მეგობრებთან საუბარს იხსენებს, ერთ-ერთ ინტერვიუში მარკ ცუკერბერგი.

დღეს უკვე ეს სოციალური ქსელი 500 მილიონ წევრს ითვლის. ისინი თვეში 700 მილიარდ წუთს ხარჯავენ ქსელში, ერთმანეთს უზიარებენ დაახლოებით 30 მილიარდი დასახელების კონტენტს (სტატუსები, კომენტარები, ვიდეოები, ლინკები და ა.შ.); მოსახლეობის რაოდენობით ფეისბუქი, რომ მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს შევადაროთ, ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ საპატიო მესამე ადგილს დაიკავებს.

ჩვეულებრივი ქვეყნებისგან განსხვავებით ”ფეისბუქს” როგორც ზემოთ ვახსენე არ აქვს საზღვრები (წევრების 70% აშშ-ს საზღვრებს მიღმაა) და ისეთი ტემპით იზრდება, რომ სავარაუდოდ მოსახლეობის რაოდენობით 3-5 წელიწადში ჩინეთსაც და ინდოეთსაც გაასწრებს.

ფეისბუქის თავისუფალ შესაძლებლობებს აქტიურად იყენებენ ბრენდები, ცნობილი ადამიანები; კომპანიები უწყვეტ რეჟიმში გვამცნობენ ბრენდის სიახლეებს, ცნობილი ადამიანები თავისი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს, მყისიერი სტატუსების თუ ფოტოების საშუალებით, თუ სად არიან ახლა, რას აკეთებენ, ვის ესაუბრებიან, რა ფილმში იღებენ, საინტერესოა მათი ფოტოები პირდაპირ გადასაღები მოედნიდან, რეპეტიციიდან, საჯარო ლექციებიდან, ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს იქ ხარ და შენც ამა თუ იმ ამბავის აქტიური მონაწილე ხარ.

და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის სოციალური მედია, რომელიც ყოველთვის ახალი და ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის.

სამწუხაროდ (და ვისთვის საბედნიეროდ) არ მაქვს შესაძლებლობა მყისიერად გავუზიარო ფოტოები მეგობრებს. სამაგიეროდ პოსტფაქტუმ არ ვაკლებ მათ, ჩემ სივრცეში და რატომაც არა?!

როდესაც ათასობით კილომეტრს გაივლი, მოიწყობ დღე-ღამურ ვოიაჟს ქაირომდე, მტვერში, სიცხეში, სადაც მხოლოდ მთლიანად თავ-პირზე წაკრული არაფატი გაგრილებს, მიუახლოვდები გიზას, გათანგული მიფორთხდები სფინქსთან, სადაც მოიკრებ უკანასკნელ ძალებს, შენს ცხვირს სფინქსს შეახარბებ, რაშიც ადგილობრივი დაგეხმარებათ მითითებებით, აბა ცოტა წინ გაიწიე, აბა ერთი ნაბიჯი გვერდზე, აბა ოდნავ თავი აწიე, და აი, ობიექტივიდან ჩიტიც გამოფრინდა და სიცხისგან ღონემიხდილი შენს ფერხთ ეცემა! Yes! არის სურათი! მიხარია, ერთი სული მაქვს, როდის ნახავენ მეგობრები ჩემს ცხვირს, რომელსაც სფინქსს ვახარბებ და რომელსაც იქ არასოდეს ვყოფ, სადაც საჭირო არ არის.

ფეისბუქი ყველაზე დამოუკიდებელი სივრცეა, იყავი ის რაც ხარ, გააკეთე ის რაც გინდა, დაწერე ის, რასაც ახლა აკეთებ, გვითხარი ახლა სად ხარ, რას მიირთმევ, დილით სილა ვინ გაგაწნა, გადაუღე სურათი მეზობლის ძაღლს, რომელიც მისდევს თავხედ კატას და გაუზიარე მეგობრებს ფეისბუქზე, ჩვენ ეს ძალიან გვაინტერესებს და სწორედ ეს არის სოციალური მედიის მთავარი პრინციპი და ხიბლი – Share! It’s Easy!

პ.ს. რადგან იმპერიას არ აქვს საზღვრები ე.ი. არც კარი აქვს, ასე, რომ თუ მოგწყინდათ, გასვლა ყოველთვის შეიძლება, ნებისმიერი მხრიდან . . .

ინტერვიუდან ნაწყვეტი აღებულია ჟურნალიდან ”ცხელი შოკოლადი” #65, ნოემბერი, 2010წ.

Advertisements

5 comments on “Fეის Fილოსოფია

  1. აი ეგ ქუოთეიშენი ინგლისურად რა პონტში დააშეარე აქანე? ვერგილიუსი ინგლისურად წერდა? 🙂

    • არა, ინგლისურად უფრო მომეწონა 🙂 🙂

      და ქუოთეიშენი ქართულად არ იცი?

      • ვიცი, მარა ხომ უნდა გიჩვენო, რომ მეც გამეგება ცოტა ინგლისური. ვერგილიუსზე მეტიც კი 😉

  2. Pingback: Letters.Ge » Fეის Fილოსოფია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s