პროფესია


ორი ღამე და დღე ვიმუშავე, ახლა გავიღვიძე და კი ვარ აფეთქებული იასამანივით, არც ავ თვალს ვენახვები და არც კარგს.

ღამისთევა არ არის კარგი ცხადია, მაგრამ ამ თემას არ შევეხები დღეს; უბრალოდ პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სამსახურის გამო ღამისთევა უწევს.

ყველა ჩემი პროფესია მიყვარს, თითოეული, აი ისეთია რა, ცეცხლოვანი, ექშენ ჟანრში გადაწყვეტილი.

ნაწილი I – მედიცინა

როგორც იქნა დანიშნეს პრაქტიკების დაწყების დღე, მოვამზადე ჩემი თეთრი ხალათი და გავემართე თბილისი ”არამიანიცის” საავადმყოფოსკენ.

ყველაზე მეტი დაძაბულობა და ექშენი (მიყვარს ეს სიტყვა) არის მიმღებში, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებით შემოჰყავთ პაციენტები და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ანაწილებენ შესაბამის განყოფილებებში.

ხოდა მე სად მოვხვდი? რა თქმა უნდა მიმღებში!

ისე მიხაროდა, რომ ყველაზე ადრე მე მივედი მიმღებში, დამხვდა ქირურგი (ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი), რომელსაც ერთი ოპერაცია უკვე ჩაეტარებინა;

საოპერაციოდან გამოფრუტუნდა და რაღაც დოლბანდში გახვეული მოაქვს: ”აბა, მაინტერესებს როგორ გაძლებ ოპერაციებზე”, ”მაჩვენე ხელი” – მეუბნება, გავშალე ხელი და დოლბანდში გახვეული რაღაც ჩემს ხელში აღმოჩნდა (შევეცადე ინტრიგების გარეშე დამეწერა ეს წინადადება :დ) ”გახსენი!” მეც გავხსენი და ჰოი, რას ვხედავ! ჩემს ხელის გულზე მოჭრილი ცერა თითი თვალს მიპაჭუნებდა. ისე დამცრა სადღაც ტვინის კუნჭულში და წავიდა ჩემი ფეხის ცერა თითის კუნჭულისკენ, რომ ახლაც მახსოვს ჩემი წინასაოპერაციო ”ნათლობა” – გარეგნულად წარბიც არ შემიხრია, ქვასავით ვიდექი. ოოჰო, გაუკვირდა ქირურგს, – ”შენ პირველად არ ხარ ოპერაციაზეო” , კი პირველად ვარ მეთქი.

ამის შემდეგ ყველა ოპერაციას დავესწარი, არც მაშინ გამოვსულვარ საოპერაციოდან, როდესაც სხვა პრაქტიკანტები იპარებოდნენ რიგ-რიგობით და იქ მხოლოდ მე და ქირურგები ვრჩებოდით.

ერთი კაცი მახსოვს, ცოლთან ჩხუბის დროს ფანჯარა დაამტვრია და მტევნიდან იდაყვამდე ხელი გახეული ჰქონდა – ღირსი იყო 😀 😀

ნაწილი II – ფილოლოგია (ანგლისტიკა)

მერე პროფესია შევიცვალე (დამეზარა სამედიცინოზე საუკონეობრივი სწავლა), ამ პროფესიაზე ბევრი მოსაყოლი არაფერია, დღე და ღამე ვთარგმნი 😀 😀

წლების შემდეგ გულის შემოწმება ისევ გადავწყვიტე და დეიდაშვილს გავყევი დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში სამორიგეოდ.  იქსტრიმ!!!!!

სიტუაცია ასეთია: ორი ჩვილი – 6 თვის და 9 თვის, ერთს ცხელი წყალი გადაესხა, მეორე შეშის ღუმელთან დარჩათ და პლედს წაეკიდა ცეცხლი (სახე და ფეხი ჰქონდა დამწვარი), კაცი – ბნზგსმრთ სადგურზე გაჩნდა ცეცხლი და ჩაყლაპა ალი, ჩამწვარი იყო შიგნიდან უბედური, ერთი ყველაზე მეტად უბედური მანონი – რომელსაც ტანსაცმელსაც ვერ აცმევდნენ, ზემოდან გამთბობი დანადგარი ედგა, კანი ფაქტობრივად არ ჰქონდა, შეშის ღუმელი გააღო, ბენზინი შეასხა, ქარმა დაუბერა, სახეზე და თმებზე წაეკიდა, მერე გარეთ ქარში გავარდნილა და სულ წაეკიდა. მოგვიანებით გავიგე, რომ იგი გარდაიცვალა.

მოკლედ წინ საშინელი ღამე გველოდა, ცალკე ბავშვებს ვაწყნარებდი ტიროდნენ, აქეთ ალჩაყლაპული კაცი წარამარა წამოხტებოდა, მუშტს აწევდა და რაღაცას შეჰყვირებდა, იქეთ მანონი კვნესოდა -ჩვენც და მთელმა პერსონალმა რეანიმაციაში გავათენეთ.

იქედან გამოსულმა ზუსტად ვიცოდი, რომ ნებისმიერ ოპერაციაზე დასწრებას შევძლებდი, ეს იყო უმძიმესი ფსიქოლოგიური გამოცდა, ტირილი, გოდება, კვნესა, მტკივა, მეწვის ვაი, ვუი – ეს აღმოჩნდა ჩემთვის საშინელება, ძალიან დათრგუნული ვიყავი.

ნაწილი III – სამართალი

ეს ის არის თავიდან, რომ მინდოდა ჩაბარება, მერე რომ გადავიფიქრე და მერე რომ მაინც ჩავაბარე 😀 😀

დამთავრების შემდეგ გამომძიებლობა განვიზრახე (პუაროს და ჰოლმსის სინდრომი), ხოოდა ცოტა ხნით გამომძიებლის თანაშემწე გახლდით ****** სამმართველოში (არ ვასახელებ, რომ არ იცოდეთ რომელი უბანი ვიცი ზეპირად! :D)

იქ მე ღამეს არ ვათევდი, მაგრამ დილით რომ მივდიოდი მხვდებოდნენ ღამენათევი გამომძიებლები, ოპერმუშაკები – გათანგულები!

დღისით გადარბენა-გადმორბენა, ექსპერტიზის ბიურო თავისი მორგით, ნარკოლოგიურით, დაკითხვები . . .

”რა სწრაფად წერ, რა უნდა გიკარნახო იმის მოფიქრებას ვეღარ ვასწრებ” – მეუბნება გამომძიებელი სიცილით.

ერთმა კაცმა გამაწვალა ძალიან, ცუდად მახსოვს, ორი დღე კითხავდა ხან გამომძიებელი, ხან ოპერი, თან მისი პრეტენზიების არეალი ჩემი სფეროში იყო, 4 საათი ვკითხავდი (ამაზე მეტის უფლება ერთი დღის განმავლობაში მაშინ არ იყო), რაც დაწერა და რაზეც გაგვცა პასუხი იმაზე ხელს არ აწერდა, აქ ერთადერთი რამ არის მთავარი, წყობიდან არ უნდა გამოხვიდე, სიმშვიდე შეინარჩუნო და დაარწმუნო ადამიანი რაღაც გააკეთოს. მოკლედ მოაწერა ხელი!

პრეტენზიული, მყვირალა, მოჩხუბარი ხალხი არ ირეოდა. თავში რომ ჩაგარტყან შენ ხმა არ უნდა ამოიღო და სიმშვიდე შეინარჩუნო, დიდი ნერვები და ნებისყოფა უნდა ამ ამბავს, ჩემი რესპექტები ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს.

მერე გადავიფიქრე გამომძიებლობა (სინდრომს ვუმკურნალე).

აქ მოვრჩები ამ პოსტს, თორემ გამომივიდა CV განმარტებებით 🙂

ნებისმიერი პროფესია შრომატევადი და დამღლელია თუ ის გიყვარს და პასუხისმგებლობით ეკიდები, სიყვარულიც ხომ დამღლელია, აღიარეთ!

პ.ს. სისინა ხომ ხედავ მაინც სიყვარულით დავასრულე პოსწიკი? 🙂

 

როდესაც ძალიან, ძალიან გეძინება მზად ხარ აი ასეთ მდგომარეობაშიც დაიძინო 🙂

აი თითი 🙂

ბავშვი 😦

ჩემი ფავორითი გუნდი CSI ღამით, შემთხვევის ადგილზე 

ქირურგები

Advertisements

15 comments on “პროფესია

  1. რამდენი რამე მოგისწრია უკვე 😕
    ისე ასეთი აბსულუტურად განსხვავებული პროფესიებით დაინტერესებული + წარმატებული რომ ხარ უკვე საკმაოდ ძნელია.
    მე ერთადერთი სამართალი მაინტერესებს, სისხლის სამართალი, და იმედი მაქვს რომ გამომივა ყველაფერი =))

  2. მეც განზრახული მაქვს გამომძიებლობა და მაინტერესებს რა ეტაპები გაიარე სანამ გამომძიებლის თანაშემწედ იმუშავებდი? 🙂

    • ახლა სამწუხაროდ არ ვიცი რა პროცედურებია, პოლიციის აკადემიას უნდა მიაკითხოთ სალომე, ისინი გეტყვიან უკეთესად ალბათ. შეიძლება დამატებით რაიმეს გავლა დაგჭირდეთ და გაგანაწილონ სადმე : )

  3. “ღამისთევა არ არის კარგი ცხადია, მაგრამ ამ თემას არ შევეხები დღეს; უბრალოდ პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სამსახურის გამო ღამისთევა უწევს.” გამარჯობა! მე ის ვარ, პატივს რომ სცემ 😀

    ეჰ, რა მაცინებს…

  4. . რამხლა გზა გაგივლია…მე ქართული ფილოლოგია მაინტერესებს ამ ეტაპზე და მანდ ვაპირებ ჩაბარებს..:დ.. მომავალში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის შესწავლა მინდა ♥

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s