ეგვიპტური ღამეები – საფარი


მეგონა ისე გამოვეწყებოდი როგორც ველ ქილმერი ფილმში ”მოჩვენება და სიბნელე” და ლომებზე ვინადირებდით, ან როგორც მინიმუმ ჩიტებს მაინც გავსკვანჩავდით. თუმცა ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეიძლება; მანამდე კი, ერთ დილასაც ჩვეულებრივ ავდექი, ჩვეულებრივ ჩავიცვი, განსხვავება მხოლოდ არაფატი და ჯერ 15 დოლარად შეფასებული და შემდეგ 8 დოლარად ნაყიდი 1 დოლარიანი სათვალე იყო.  როგორც გავედი ჰოლში, უმალ, პუნქტუალურად მოგრუხუნდა არაბი დაპირებული ტოიოტას თეთრი ჯიპით, სადაც დამხვდნენ არაბი და რუმინელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ასევე ეგვიპტეს სტუმრობდნენ. მანდილოსნების დანახვა გამეხარდა (რა მნიშვნელობა ჰქონდა მაინც სულ უმცირესობაში ვარ ხოლმე); წინდაწინ გიდისგან ვიცოდი რომ საფარიში კიდევ 4 ქართველი მიიღებდა მონაწილეობას თუმცა მანამდე ისინი  ჩვენს არცერთ ტურში მინახავს.  სხვა ჯიპებიც შემოგვიერთდნენ, ამასობაში ეს 4 ქართველიც მოვიდა, ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ მივხვდი, თქვენც რომ ყოფილიყავით მიხვდებოდით, გურჯულად ჯიგიტობდნენ. ამოხტნენ მანქანაში, ერთ-ერთი მომისკუპდა გვერდზე და ბოხი, გურჯულ-ჯიგიტური ხმით: ”Hi” ანუ ხაი, მეც ანალოგიურად ოღონდ არაგურჯულად მივესალმე.

ამასობაში ჩვენი რუსულად მოჭიკჭიკე გიდი – იაჰაც ამოვიდა და დაიწყო ტურის შესახებ საუბარი, ანუ ახალ მოსულებს უხსნიდა სად და როგორ წავიდოდით, რა შედიოდა ჩვენს ტურში, რა იყო უფასო ა.შ. და ბოლოს ცხადია თავისებურად ხუმრობს (როგორც ყოველთვის), თვალებს პრაწავს და ხმამაღლა და გამოთქმით ამბობს: ”туалет тоже входит в тур, у нас есть саммый большой туалет в мире”, მე რასაკვირველია მივუხვდი იუმორს და გადავბჟირდი სიცილით, ეს ქართველები იყურებიან გაოცებულები, აშკარად ვერ გაუგეს, ხან იაჰას უყურებენ და ხან მე გაოცებულები, მერე ვიფიქრე ახლა რამე ისეთი არ უთხრან ამ ჩვენს გიდს და გავუმხილე საიდუმლო, რომ იაჰა მსოფლიოში ყველაზე დიდ ტუალეტად უდაბნოს გულისხმობდა და როგორც იქნა გაიცინეს,  (მეც შვებით ამოვისუნთქე); მოკლედ ამათ მე უცხოელი ვგონივარ და რუსულად რაღაც მკითხეს ერთი-ორჯერ, მეც ვუპასუხე (დამტვრეული რუსული აქ გამომადგა); მერე ერთმანეთში რაღაცეებს ხუმრობდნენ, თან იგინებოდნენ ხანდახან, გვერდზე მჯდომ არაბ ქალზე რაღაც გაიხუმრეს (არ დავწვრილმანდები ახლა) და ა.შ. ამასობაში ჩვენმა გიდმა ვერ მოითმინა და ხმამაღლა განაცხადა: ” ребята, давайте познакомится”. 🙂 🙂

და გვერდზე მჯდომი მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და ”Георгий” გურჯულ-რუსული აქცენტით.

მეც არ დავაყოვნე ხელი გავუწოდე და რუსულ-რუსული უწუწუ აქცენტით “Тамуна” ვეუბნები.

чтоооооооооо?

“Тамуна” ვუმეორებ სიცილით.

ხოდა მერე წავიდა კომენტარების კორიანტელი ტიპა: ”ქართველი ხარ?” ”კეფაზე წითელი ხალი ხომ არ გაქვს?” ”აუ ჩემი რა ვიგინეთ?” ”აუ რატო არ თქვი” ”ვაახ რა სირცხვილია” ”ბოდიში” ბუზუზუზუ, ბუჰეჰეჰეჰეჰე და ა.შ.

მოკლედ გავიცანით ერთმანეთი.

პირველი კითხვა, როგორც დანიშნულების ადგილას მივედით: ”კი მაგრამ მარტო რამ წამოგიყვანა?”

რას ჰქვია მარტო 8 ჯიპი მოგვყვება ტურისტებით სავსე მეთქი 🙂

ტურის პირველი ეტაპი იყო უდაბნოში კვადროციკლებით გასეირნება 40 წუთის მანძილზე. ვერაფერი ბედენა იყო, კვადროციკლი ზოზინებდა, ნუ მართალია ჩვენ რიგს ვარღვევდით და პირველები ვიყავით (ნუ ცხადია) მაგრამ მაინც ვერ ქაჩუნა იყო, თან სამი გამოვიცვალეთ, ქრებოდა სულ.

ამის შემდეგ გადავლაგდით ისევ ჯიპებში და გზა განვაგრძეთ უდაბნოში. მივადექით რაღაც მთას, რომელიც უნდა გადაგვევლო და მეორე მხარეს ქვიშიან ფერდობზე გადავსულიყავით. საშინლად არ მომეწონა ეგ ამბავი, ისე კი ვიმხიარულეთ, მდუღარე ქვიშაზე სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვედი (ღია ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ, ეცადეთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმლით წახვიდეთ საფარიზე).

აქედან დაღლილები ისევ ჯიპებით დავიძარით და მივადექით ოდენ ნანატრ ბედუინების სოფელს, სადაც ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებამ და ცხელ-ცხელმა კარკადემ ცხოვრების მშვენიერებაზე ჩამაფიქრა.

ცოტა დავისვენეთ და წაგვასხეს აქლემებზე ასასხდომად. მთელი ტურის მანძილზე აქლემზე ასხდომა და ჩამოსხდომა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი იქსტრიმი, ახლაც მგონია, რომ ჩემი ტანი ცალკე ჩამოვიდა და ფეხები ცალკე, აქლემის ადგომისას ხელი დამეჭიმა, ჩამოსვლისას ფეხი, მაგრამ მეორედაც ვიზამ მაგ ამბავს!

აქლემებს ძირითადად შავ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბედუინი ქალები უძღვებოდნენ. იქვე შორიახლოს გორაზე ფეხშიშველი ბედუინი გოგო-ბიჭები დარბოდნენ, თამაშობდნენ ანუ ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლებზე თოკი ჰქონდათ გამობმული და დაათრევდნენ, რომ დავინტერესდი მიპასუხეს ასე ნელ-ნელა წონას ეჩვევიან და აქლემის ტარებას სწავლობენო.

აქედან შევუდექით ხელოვნურად, ტურისტებისთვის მოწყობილი ბედუინების სოფლის დათვალიერებას. ვნახეთ მათი სადგომები, ტრადიციული კარვები რომლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი კაცებისთვის ”მაგადი” და ქალებისთვის ”მაჰარამა”, როგორც მითხრეს და როგორც თავად ვნახე, ქალებს ბედუინურ ყოფა-ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, კაცთან გათანაბრებულნი არიან, თითოეულს თავისი საქმე აქვს და საკუთარ ფულსაც გამოიმუშავებს.

დავესწარით პურის ცხობას, ბედუინი ქალი ფეხმორთხმით ზის რკინის დიდ ფირფიტასთან, რომლის ქვეშაც აქლემის ნაკელი იწვის, ამავე ფირფიტაზე აბრტყელებს ცომს, რამოდენიმე გადმობრუნებით, თხელი ცომი უცებ ცხვება და ნაკვერჩხლიდან უცებ თქვენს ხელში აღმოჩნდება ახლად გამომცხვარი პური – ფარაშიი (farrasheeh);

ამის შემდეგ ვნახეთ, 120 წლის კუანა კუ, თხები, პატარა ნიანგები, სირაქლემები, არასირი აქლემები, სხვადასხვა ქვეწარმავალი და დავუბრუნდით ჩვენთვის სცენის გარშემო საგანგებოდ მოწყობილ მოსასვენებელ ადგილებს, სადაც ბედუინური ნაირფეროვნებით ვიკვებეთ და ცხოვრების ამაოებაზე მეორედ ჩავფიქრდი, ფიქრებიდან შოუმ და აღმოსავლურმა მუსიკამ გამომიყვანა, ვიღაცამ ხელი ჩამავლო და სცენაზე ამაცუხცუხა, იქ ჩემს გარდა სხვა დაბნეულებიც იდგნენ, ერთი გადარეული შოუმენი ხან შუშებზე დაწვებოდა ხან ლურსმნებზე, გოგონებიდან ერთი-მეორის მიყოლებით მას ფეხებით ზემოდან ადგებოდნენ. მეც გამიყვანეს, ეს შოუმენი ჯერ დიდ ალესილ ხანჯლებზე დაწვა, ზემოდან ლურსმნებიანი დაფა დაიდო, მე ამ დაფაზე ამიყვანეს კიბით და ზემოდან დავადექი და კარგად მივწეწვკვე, აბა რა ეგონა, რომ მეძახდა.

აღმოსავლური ცეკვების გარეშე ვერ იქნებოდა ეს მშვენიერი საღამო უდაბნოში, გამოვიდა ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ხან ერთი მხრიდან გაგვკრა თეძო ხან მეორედან, მერე ჩვენც გამოგვიყვანა სცენაზე, მეც ახლა ხომ არ ჩამოვრჩებოდი და რუსი დონდლოებივით ხომ არ დავდგებოდი, ვიქნიე თეძოები რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, მერე წინ გამომიყვანა 🙂 თავისთან და დუეტში ვიქნიეთ თეძოები წარმატებულად 🙂 რაც მთავარია შემაქო და დიდი მადლობა გადამიხადა 🙂 მეც ამაყად ჩამოვედი სცენიდან.

კაბების შოუც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ჭრელმა კაბამ ბზრიალ-ბზრიალით გადაგვიარა ზემოდან.

და აი ჩილიმიც ჩამოარიგეს, ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებული, დაღლილი და უდაბნოს მტვრით გაჟღენთილი, ვაშლის ჩილიმის გაბოლების შემდეგ უკვე მესამედ ჩავფიქრდი ცხოვრების მშვენიერებაზე.

Hello civilization, I’m back!

ჩვენი ესკორტი 🙂

ამ ცხელ ქვიშაზე ჩავგორდით

ბედუინების სადგომები

ბავშვები თამაშობენ

ბედუინი ქალი აცხობს პურს

ბედუინების აფთიაქი

Advertisements

11 comments on “ეგვიპტური ღამეები – საფარი

  1. ჰაჰაა…
    რა ვიცინე გაცნობის მომენტზე 😀 😀 😀

    მე მხოლოდ ეგვიპტეში ვფიქრობდი ცხოვრების მშვენიერებაზე და ეს მშვენიერება საქართველოში წარმომედგინა.
    ვფიცავ, არ ვარ დებილი პატრიოტი, არც გადამეტებული წარმოდგენა მაქვს და არც ყალბი სადღეგრძელო ფრაზები მჩვევია დედასამშობლოზე, მაგრამ რაც იყო, იმას ვამბობ. 🙂
    იმასაც დავამატებ, რომ პირველად მქონდა, და ჯერჯერობით უკანასკნელად, შეგრძნება, როცა ვამბობდი, რომ მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე.
    აი, ზუსტად მაგას ვფიქრობდი. ოღონდ ალექსანდრიაში. ყოველ ღემე აივანზე ვიჯექი, ზღვის პირას და სმ ფრაზას ვიმეორებდი განწყვტლივ!
    თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, იმავე აივნიდან გადავხტებოდი.

    • გენაცვალოს ჩემი თავი 🙂 ცოტ–ცოტა ხნით ყველგან კარგია, სამოგზაუროდ და ა.შ. მაგრამ დიდ ხანს მეც ვერაფრით წარმომიდგენია, აი ეგვიპტეში დიდ ხანს ცხოვრებაზე როგორ უნდა ვიოცნებო ვუი ვუი 🙂 🙂 🙂

      ხო გაცნობის მომენტმა დაგლიჯა, იმ გიდს რომ არ ეთქვა კიდევ დიდ ხანს დავაგოიმებდი 🙂 🙂

      • :))))

        მასე მომივიდა სომხეთში…
        კონგრესი იყო, რამდენიმედღიანი.
        საუზმისას მაგიდასთან ვიღაც მოგვიჯდა. აზრზე არ ვარ ვინაა და რა ეროვნების, ქართველი რომ არაა, ვიცი, სულ 4-ნი ვიყავით დელეგაციაში.
        რას მოეთრა, სხვა ადგილი ვერ ნახა-მეთქი? ჩავილაპარაკე და ჭამა გავაგრძელე. დაახლოებით ათ წუთში მეკითხება, რომელი ორგანიზაციიდან ხართო – ქართულად 😦

    • კიდევ კაი ჩემზე არაფერი უთქვამთ 🙂 🙂 თორემ შერცხვენა მერე გენახა 😀 😀 😀

  2. რა მაგარი სურათებია თამ! ბედუინების აფთიაქი რა საინტერესოაა!! მინდა მინდა მეც! და რავი რახან ჯერ არსად ვყოფილვარ არ ვიცი ვიცხოვრებდი თუ არა სხვაგან [მარა 99% მგონია რომ ვიცხოვრებ]

    • ბედუინების აფთიაქი მართლა ძალიან საინტერესო იყო, ყველაფრის წამალი და სამკ. საშუალება ჰქონდათ, სამკურნალო მცენარეების ჩაი და ა.შ.

      ცხოვრებით იცხოვრებ მაგრამ 🙂 რა ვიცი აბა რამდენად გასაძლებლი იქნება ეს ცხოვრება 🙂

      • როდე, მუსლიმური სამყარო რამდენადაც ეგზოტიკური და საინტერესო, იმდენადვე დამღლელი და სტრესულია. ასე რომ, რამდენადაც გიცნობ, სავარაუდოდ, ვერ იცხოვრებდი 🙂

    • დედა როგორ დამწყდა მაგაზე გული 😦 ორი რეგვენი დავტოვე ფოტოაპარატით და ერთმანეთზე ეგონათ რომ მიღებდნენ და არცერთს არ ჰქონდა გადაღებული 😦 არადა რა მონდომებული ვიყავი

      • აჰა, მე დიდი ეჭვი მაქვს ეგ ორი (სანამ რეგვენები გახდებოდნენ) შენ გიყურებდა ცეკვისას და ბამც, ასე დაავიწყდათ გადაღება… რა მაგარია… უფრო მომინდა ეგ კადრები :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s