ეგვიპტური ღამეები – წითელი ზღვა


ლამაზია და უკარება, პირველ დღეს თავი დაიფასა კი არა კორალებმა მომიწეწკვეს ტერფები, რომ არა რუსი ქალბატონების გაფრთხილება ”девочки не заходите в море здесь, пригайте с мостика” პირდაპირ კორალებიდან გადავეშვებოდი ზღვაში და თავ-პირს თუ არა ფეხებს მაინც მოვიმტვრევდი მინიმუმ.

ჩავედი ხიდის საშუალებით, პირდაპირ სიღრმეში, გავცურე, გამოვცურე, ხომ გითხარით უკარება და უხეშია მეთქი, აღელვებული დამხვდა პირველივე დღეს, სამჯერ-ოთხჯერ ტალღამ რომ მიმაწყვიტა შიდა რიფებს, თან ფეხშიშველმა, მერე ვიკადრე ამოსვლა, დავუბღვირე და დავემუქრე, რომ ხვალ ბაჩაჩუნებით მოვიდოდი.

როცა ისევ ჩვენს ადგილას დავუბრუნდით, ქალბატონები გაგვესაუბრნენ, დაინტერესდნენ საიდან ვიყავით, რომ გაიგეს საქართველოდან ძალიან გაუხარდათ, მოგვიკითხეს, პოლიტიკა და პოლიტიკოსები მიალანძღეს ”’Это все политика, мы простые люди как и дружили так и будем дружит”, და დანანებით და ნოსტალგიით გაიხსენეს ძველი დრო. სამწუხაროდ უკვე ტოვებდნენ სასტუმროს იმ დღეს, წასვლისას გამოცდილება გაგვიზიარეს და რამოდენიმე რჩევა მოგვცეს, რომელ კუნძულზე წავსულიყავით, რისი ნახვა სჯობდა, თუ რამის ყიდვას დავაპირებდით მაქსიმალურად უნდა გვევაჭრა (შოპინგზე ცალკე მოგიყვებით) და გვითხრა ტკბილეულობაზე მაინც ნუ დახარჯავთ ფულს არ ღირს – сладосты у вас и так вкуснее . . . . и ой мама, какые вы кулинары – ისე დანანებით თქვა, რომ გული ჩამწყდა და ძალიან მეწყინა, რომ იმ დღეს უკვე მიდიოდნენ.

ეს ისე.

ახლა ასე.

ზღვაში ფეხშიშველი ჩასვლა არ ღირს, ალტერნატივაში გაქვთ რკინის ქალამნები, სურათზე მოცემული ბაჩაჩები (მე დავარქვი) და მყვინთავის ლასტები, მოკლედ რაღაც უნდა გეცვათ ფეხზე რომ არ იტკინოთ, არ დაიზიანოთ და ა.შ.

წყალქვეშა სამყაროს დასათვალიერებლად გჭირდებათ საყვინთი მოწყობილობა (სახელი დამავიწყდა).

თავიდან არის კორალები, და როგორც ზღვაში ჩაყოფთ თავს ფერად-ფერადი თევზების სანახავად, თქვენს წინ უეცრად გადაშლილი სამყარო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. დასაწყისი არ არის არანაირად ღრმა, წყალი მხოლოდ მუხლს ქვემოთ თუ გწვდება, ხოლო როგორც დაყვინთავთ უმალ ნახავთ, რომ უზარმაზარ ზღვის უფსკრულ სივრცეს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ და თქვენი ფეხები ისე უმწეოდ ქანაობს წყალში, როგორც თათარის ქვაბში ჩაკიდული ჩურჩხელები, ძალიან შოკი მივიღე ეს რომ ვნახე და ელდანაკრავივით უკან ამოვხტი ისევ.

აქ რჩევა თუ ცურვა არ იცით, ან ისე რა იცით, სჯობს კორალებზე დაჯდეთ მუხლამდე ან კოჭამდე წყალში. ხოლო ცურვის მცოდნეები ხიდის საშუალებით პირდაპირ სიღრმეში გავლენ საყვინთავად და მშვენიერებით დასატკბობად.

პირდაპირ კორალებიდანაც შეიძლება მაგრამ მოცურავისთვისაც მაინც სახიფათოა წყალქვეშა კორალები ისეა მიხლართული, რომ უცებ სიღრმეში გადასვლისას შეიძლება დაპანიკდე, ფეხი სადღაც გაგეჭედოს ან მათ ხავსიან და სრიალა ზედაპირზე უბრალოდ დასხლტეთ.

თუ ამ დავიდარაბის არიდება გინდათ, სასტუმროს ტერიტორიაზე არის ორი ზღვის წყლით სავსე აუზი, სანახევროდ წყალქვეშა ბარით და შეგიძლიათ იქაც ისიამოვნოთ.

თუმცა მე მაინც ზღვა მირჩევნია, უფრო ცივია, სასიამოვნო და რაც ყველაზე მთავარია შენს გვერდით ულამაზესი შეფერილობის სხვადასხვა ზომის თევზი დაცურავს.

ყვითელი ბაჩაჩები, ყვითელი სათვალე და ყვითელი წიგნი 🙂

ჩემი ძმები 🙂  

გრანდ მყვინთავი  🙂

Advertisements

4 comments on “ეგვიპტური ღამეები – წითელი ზღვა

  1. ამიტომ სასტუმროს სანამ დავჯავშნი, ჯერ იმას ვარკვევ, რომ იქ რუსები და სხვა ყოფილი სსრკ “სასტავები” არ იყვნენ. 🙂

    ბაჩები – სუპერ!
    +1

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s