მე და ყავა


ვიღაცას ჭურჭლის რეცხვის დროს მოსდის აზრები, მე ჭამის დროსაც, ხოდა მოგიყვებით ისტორიებს ყავაზე.

დავიწყოთ იმით, რომ ჩემი დილა ყავით არ იწყება (რა ცუდია) და არც ფორთოხლის წვენით, დიდი ჭიქით ჩაი ან ყაყაო, თაფლი და კარაქიანი პური. ეს თუ არ მოიპოვება იმ დღეს ხაში გვაქვს ოჯახში (ამის კითხვისას ვინმეს პერომ თუ მოგიჭირათ, დაიგრგვინეთ).

თუმცა სანამ ყავას მოვწრუპავ ჩემი მემართება, შენელებული კადრივით ვარ, ნელი, ხან რა მრჩება და ხან რა მავიწყდება. როგორც კი ყავას მივირთმევ უმალ თვალი ბუდეს უბრუნდება, გული  საგულეს.

თუ ვერ მოვახერხე დალევა, მინიმუმ ორი სამი წრე უნდა დავარტყა იმ ადგილს, სადაც ჯერ კიდევ ერთი საათის ან უფრო მეტი ხნის წინ უნდა მივსულიყავი. ვაგვიანებ და ვალოდინებ სხვებს. თუ ვინმე სადმე მიმყავს ჯერ ის ცალკე მაბნევს გზის უაზრო ახსნებით, ამას ზედ დამატებული ჩემი უყავობა. ერთი სადარბაზოს ნაცვლად, მეორეში შევდივარ, ან ერთ სადარბაზოიან კორპუსში ვეძებ სადარბაზოს.

როცა მინდა რომ რომპეტროლის ბნზგსში ჩავასხა საწვავი გავცდები და ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით ან ძალიან მატყუარა ვისოლთან ან მატყუარა ლუკოილთან ვასხამ ხოლმე. ყველაზე მეტად ეს მიშლის ნერვებს 😦

ამას წინათ გოგოს გავაყოლე თვალი მანქანიდან და კინაღამ ბიჭი ავაკაპოტე, რა ვიცი ახლა გოგოს დავაბრალო თუ ყავას (ხო ძალიან გამომწვევად და გამორჩეულად ეცვა) ის ბიჭიც იმას უყურებდა, ჰო.

მახსოვს სკოლის მოსწავლე ვიყავი, სახლში იყვნენ დედა, მამიდა და მეზობელი ქალი მოვიდა სტუმრად. მე ყავის მოდუღება დამავალეს.

ყავა დავფქვი წიწაკის საფქვავში, სხვა ვერ ვიპოვე. არა კი გავასუფთავე. ხოდა მოვადუღე. ისინიც სხედან და მიირთმევენ, მიირთმევენ და მუსაიფობენ. ხმას არ იღებენ, არადა ტუჩებს გაუგებრად პრუწავენ :S როგორც იქნა ჩემმა ქიზიყელმა მამიდამ, ქიზიყური მოკრძალებით აღნიშნა, თამუნ რაღაც უცნაური მწარე გემო აქვს შენს ყავასო, ჰაჰაჰ ჰოდა აყვნენ სხვებიც, კი, კი აქვს, აქვსო. მეც გამოვტყდი, რომ წიწაკის საფქვავში დავფქვი. მოკლედ ახლიდან მოვადუღე რა. 🙂

თურქეთში, რომ ვიყავი დასასვენებლად იქედან ისე წამოვედი თურქული ყავა ვერ დავლიე, ნუ აი რაღაც ისე მოხდა, რომ ვერ მოვახერხეთ. არადა მაინტერესებდა როგორს ადუღებდნენ.

რაც შეეხება ფინჯან ყავაზე მუსაიფს, არყის და ღვინის არ იყოს, გააჩნია ვისთან მიირთმევ, სასიამოვნო მოსაუბრესთან ერთ ჭიქა წყალზეც კი ჩამოჯდები.

პატარა რომ ვიყავი არ მასმევდნენ შენ ჯერ პატარა ხარო 😦 არადა როგორ მინდოდა ფეხიფეხზე გადადება დიდი გოგოებივით და ყავის წრუპვა. ახლა წრუპვაზეც და ყავაზეც ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ზუსტად 8 საათზე მახსენდება და ვხალისობ.

მოკლედ ჩემი რჩევაა უზმოზე, ერთი ჩაის კოვზი თაფლის შემდეგ დილა ყავით დაიწყოთ. გარდა უამრავი დაავადების პრევენციული თვისებებისა (კიბო, პარკინსონის დაავადება, დეპრესია, კუნთების ტკივილი და ა.შ.) იგი აცოცხლებს, აფხიზლებს და თამამად გატარებს. ნუ როგორც მინიმუმ უაზრო ბოდიალს მაინც აცდებით.

P.S. სანამ მანქანაში ჩამიჯდებით, არ დაიზაროთ და მკითხეთ: ”ყავა დალიე უკვე?” 😉

Is the planet shaking or is it just me? 🙂

Advertisements

25 comments on “მე და ყავა

  1. ჰეჰჰე ძალიან ენერგიული და ისეთი პოსტი იყო სულ ყავის სასიამოვნო არომატია სდიოდა
    ჰოდა უცებ ყავა მომინდა, ჩემს ოჯახში ყავის დიდი კულტია, მამაჩემია შეფი ამ დარგში, საოცარ ყავას ყიდულობს, ფქვავს და საოცრადაც ადუღებს
    take a break ყავის დალევის დროა ! 🙂

    • გაიხარე :** ყოჩაღ მამას!! 🙂
      ნალექიანი ყავაცც მიყვარს, მივაგენი გაცილებით ნორმალურს გუდვილში, გიფქვავენ ფრეშკოს ქსელის ბუტიკში და ძალიან მომეწონა. 🙂

    • უნალექო ქევან აუცილებლად 🙂 ნუ კარგ რძიან ყავაზეც არ ვიტყოდი უარს ზოგჯერ 🙂

  2. 15 წლისა ვამბობდი: მე.
    20 წლის ვამბოდი: მე და ყავა.
    30 წლისა ვამბობდი: ყავა და მე.
    ახლა უბრალოდ ვამბობ: ყავა.

  3. წიწაკიანი ყავა რა კარგი იქნებოდააა ;დდდ

    მმ დიდად არ მმიყვარს ყავა და ჩაი, მარა როდესაც სიფხიზლე მჭირდება, იძულებული ვარ დავლიო.
    ახლადაწურულ წვენს ვანიჭებ უპირატესობას, მგონი ტვიტერზე დვტვიტე და შენც იცი ეს ამბავი ;დდდ

    • ხო ახალი წვენი უფრო მასტიმულირებელია ხოლმე ვიდრე ყავა და ჩაი ზოგჯერ 🙂 🙂

      წიწაკით კი დავატკბე აბა 😀

  4. Pingback: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება | for me, for you

  5. მე კი რატომღაც მეგონა შენ იმ ტიპის განეკუთვნები, ენას რომ არ აჩერებენ. 🙂

    • სოც/ ქსელებში რასაც ვაქტიურობ იმის 5% ცხოვრებაში გავაკეთო, მიშას ადგილას მე ვიქნები უდავოდ 😀 😀 😀

      • არა, მეთქი თუ ამხელა წერილების წერა არ ეზარება ქუცნასთვის, ლაპარაკით, ალბათ, რამდენს ელაპარაკება-თქო, ვივარაუდე. 🙂

  6. შენი პოსტები,როგორც ყოველთვის,ძალიან თბილია და სასიამოვნო:*

  7. “ან ერთ სადარბაზიან კორპუსში ვეძებ სადარბაზოს.”
    ეს წარმოვიდგინე უცებ და სიცილი ამიტყდა. 😀

    მე არ ვსვამ ყავას, არ მიყვარს. ნალექიანი კი მიყვარს,მაგრამ ათასში ერთხელ.

    მგონი პირველად ვარ ამ ბლოგში, ხოდა welcome me.

  8. მე არ მიყვარს ყავის დალევა, მე მიყვარს ყავის ჭამა.

    მაგრამ ბოლო 2 დღეა რატომღაც დედაჩემი დილით უნალექოთი გამომეცხადება ხოლმე ))

    გმადლობ, დედა :*

  9. Top Rated Post-ებიდან გადმოვედი და სათაური მე და ყვავა წავიკითხე თავიდან :დ:დ
    პოსტს რომ ვკითხულობდი შიგადაშიგ სიყვარულით დავხედავდი ხოლმე ჩემს წინ აბოლებულ სითხეს ^^ <3<3 მარა მე ჩაი მიყვარს ძალიან ^^ ყავა დილით :დ ჩაი მთელი დღე :დ

    • 😀 😀 😀 რაღაც ამ ბოლო დროს დღეში ორ ფინჯან ყავას მივირთევ და კარგად ვგრძნობ თავს

  10. უი ხო დუმბაძის მოთხრობას რაც შეეხება ვგიჟდები მაგ მოთხრობაზე :დ:დ:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s