აბორტი – მამის უფლებები


ქალს კანონიერად შეუძლია წაართვას მამაკაცს უფლება გახდეს მშობელი ან აიძულოს მას გახდეს მშობელი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. (არმინ ა. ბროტი)

როგორც წესი აბორტზე საუბრისას, ძირითადად განიხილავენ დედის და ნაყოფის უფლებებს; იშვიათად თუ შეეხებიან მამის უფლებებს და ინტერესებს.  თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთ შემთხვევაში მამას სურს ბავშვი, ხოლო დედას მისი მოცილება სწადია.

მამებთან და აბორტთან დაკავშირებული საკითხი ყველაზე ხშირად მოიცავს სიტუაციას, როდესაც მამას სურს, რომ დედამ მოიცილოს ნაყოფი, ხოლო დედა უარს აცხადებს ამაზე.

რა ხდება მაშინ, როდესაც მამას ბავშვი სურს? მიიჩნევა თუ არა აბორტი მორალურად გაუმართლებლად თუკი ეს არღვევს მამის უფლებებს?

მამა და სასამართლო

2002 წელს, ჩინეთის ახალი კანონის თანახმად, ბავშვის გაჩენასთან (შენარჩუნებასთან) დაკავშირებით მამის უფლებები გათანაბრდა მისი მეუღლის უფლებებთან, მამამ სასამართლოში უჩივლა დედას იმიტომ, რომ დედამ დაარღვია მისი – მამის უფლებები, მოიცილა რა ნაყოფი.

ამერიკის სასამართლოებმა შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ქალის უფლება აბორტზე (ნაყოფის მოცილებაზე) არ შეიძლება დაიბლოკოს მეუღლის, პარტნიორის ან ყოფილი მეგობარი მამაკაცის მიერ და ასევე ქალი არ არის ვალდებული აცნობოს მამას, რომ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

1987 და 2001 წლებში მამაკაცები შეეცადნენ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისთვის მიემართათ, რათა მათ პარტნიორებს არ გაეკეთებინათ აბორტი;

მათ წააგეს საქმე.

ფილოსოფოსი ჯორჯ ჰარისი ამბობს, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც ქალის გადაწყვეტილება აბორტზე მორალურად არასწორია, ვინაიდან იგი ზიანს აყენებს მამას.

არგუმენტები:

თუ მამას გააჩნია მორალურად გამართლებული ინტერესი ჰყავდეს ბავშვი და დედას შეცდომაში შეჰყავს მამა, იმით, რომ იგი გააჩენს ბავშვს თუ მამა გააკეთებს ამას და ამას და მამაც ასრულებს ამ მოთხოვნებს, ვინაიდან მას ოჯახი სურს, მაშინ არასწორი იქნება თუ დედა მიზანმიმართულად წაართმევს მამას უფლებას იყოლიოს ბავშვი.

ქალის მხრიდან თვალთმაქცობა შეიმჩნევა , როდესაც:

მამაკაცს სურს ბავშვი, მაგრამ ქალს არა

ქალი ატყუებს და არ უმხელს მამაკაცს, რომ მას არ სურს ოჯახი

მამაკაცი ქალის და ოდენ სასურველი ოჯახის ერთგულია

ქალი შემთხვევით ფეხმძიმდება

ან

დედას ურთიერთობა აქვს როგორც სტრატეგიის ნაწილი, რათა გული ატკინოს კაცს

ქალი თამაშობს თითქოს უყვარს ეს კაცი და ბავშვიც სურს

ქალი ფეხმძიმდება (მანიპულირების მიზნით ალბათ)

ქალი შეგნებულად იკეთებს აბორტს, რათა გული ატკინოს კაცს.

როდესაც მამას არ სურს ბავშვი

ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ აქვს მამაკაცს უფლება აიძულოს ქალი გაიკეთოს აბორტი.

საკანონმდებლო სისტემების უმრავლესობა მამას აკისრებს პასუხისმგებლობას ბავშვზე და ბავშვის რჩენაზე; ეს წესი მაშინაც ვრცელდება, როდესაც მამას აღნიშნული ბავშვის მოცილება სურდა.

ეგვიპტე, ირანი, ერაყი, კორეის რესპუბლიკა, მალავი, ქუვეითი, მოროკო, ნიკარაგუა, საუდის არაბეთი, სირია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები – ეს ის ქვეყნებია, სადაც კანონმდებლობის თანახმად აბორტის შემთხვევაში ქმრის თანხმობა არის სავალდებულო.

მე მაინც ვფიქრობ, რომ შედეგი თავისუფალი არჩევანიდან უნდა გამომდინარეობდეს, თავისუფალი არჩევანი, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის, თუმცა ასეთ სიტუაციებში ურთიერთშეთანხმებას ოჯახი ჰქვია, შეუთანხმებლობას კი უფლებების დარღვევა; მოკლედ არჩევანი თქვენზეა!

Advertisements

10 comments on “აბორტი – მამის უფლებები

  1. იცი რაა? მამის უფლებაზე ლაპარაკი მაინც არ ღირს, რადგან კაცს შეუძლია სხვისგან გააჩენინოს ბავშვი სუროგაციით ან აიყვანოს.
    ქალისთვის ბავშვი კიდე მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რავიცი…

    • კი სავსებით შესაძლებელია კაცმა სხვას გააჩენინოს ბავშვი და ა.შ.
      მაგრამ იქნებ ეს ქალი უყვარს, ამ ქალზე ოცნებობს და როგორ უხარია რომ ეს ქალი დაორსულდა, აი ამ შემთხვევაში მგონი არ არის მორალურად გამართლებული აბორტი. თუ ქალის პრობლემა ის არის რომ ბავშვს ვერ შეინახავს, ის კაცი რომელსაც ბავშვი უნდა ბავშვსაც მიხედავს და ქალსაც. (უი კაცებს ვიცავ 🙂 🙂 )

  2. ალბათ მარტივი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: ქალმა ცხრა თვე უნდა იწვალოს, მერე მშობიარობის ტკივილები აიტანოს, მაშინ, როცა კაცის როლი ერთი ნებაყოფლობითი მოქმედებით შემოიფარგლება; ისე კი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცს შეიძლება შვილი სურდეს, მაგრამ ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც მას სწორედ ეს კონკრეტული ბავშვი სურს და არა სხვა…
    ზოგადად, დედას ყოველთვის პრიორიტეტი ენიჭება, ამის მაგალითია ის შემთხვევები, როდესაც სასამართლომ ბავშვი ოჯახიდან დიდი ხნით წასულ დედას მიაკუთვნა, ხოლო მამა მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ორივე მშობლის მაგივრობას უწევდა…

    • შეიძლება ეს კონკრეტული ბავშვი სურს კონკრეტული ქალისგან.

      აქ უფლება ირღვევა იმ შემთხვევაშიც როდესაც ძალად ეხვევა ბავშვი თავს ან საერთოდ სურპრიზივით ერთ დღეს ბავშვით მიადგება ვინმე; ახლა უკვე ნაკლებად ენიჭებათ პრიორიტეტები თუ კი დედა ვერ აკმაყოფილებს მშობლისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს, მოვლა/ზრუნვა/რჩენის შესაძლებლობა და ა.შ.

      რთული საკითხია საკმაოდ, ზოგადად

  3. მემგონი გაცილებით უკეთესი იქნება როდესაც აბორტზე მამის თანხმობაც იქნება.
    იქნებ და უნდა იმას შვილი? და მზადაა დედის გარეშე გაზარდოს?

  4. მე აქ უფრო განვასხვავებდი მორალურ და ბიოლოგიურ მხარეებს. ბიოლოგიურად ნაყოფი დედას უფრო ეკუთვნის, ვიდრე მამას, მითუმეტეს, რომ ბოლოდროინდელი მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ მამაკაცში არსებული y გენი მუტირებული X გენი ყოფილა, ე. ი. მამრობითი სქესი შესაძლებელია შემთხვევით, რაღაც ფაქტორების ხელშეწყობით არსებობს და რომ უტოპია არ არის, მდედრმა საკუთარი კვერცხუჯრედი თავისივე თესლით გაანაყოფიეროს, ამ კუთხით თუ განვიხილავთ ამ პრობლემას, მამაკაცს არც ისე დიდი უფლებები ენიჭება აიძულოს ქალს აბორტის გაკეთება ან პირიქით, მაგრამ არსებობს მორალური მხარეც. ეს პრობლემა პირადად მეც შემეხო, მაგარმ თავს უფლება არ მივეცი ბავშვის მამისთვის არ გამემხილა ჩემი ორსულობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაჩენას არ ვაპირებდი ჩემი პროფესიული ამბიციების გამო, თუმცა ბავშვის მამამ გადამაფიქრებინა და აბსოლუტურად სწორედაც მოიქცა, დღეს უბედნიერესი ქალი ვარ, მყავს ერთი თვის ულამაზესი გოგონა და გვერდით საყვარელი ადამიანი. ჩემის აზრით ეს ორივეს პრობლემაა და არა მარტო ქალის.

  5. არანაირად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მამას ჩარევის უფლება ჰქონდეს ამ საკითხში.
    ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მეც ქალი ვარ, ამას იმიტომ ვამბობ რომ ქალი ატარებს ბავშვს მუცლით 9 თვის მანძილზე, რამაც შეიძლება ძალიან ბევრ რამეში შეუშალოს ხელი: დააკარგვინოს სამსახური, შეაფერხოს მისი კარიერული წონსვლა და ა.შ.
    თანაც ორსულობის გვერდითი მოვლენები. საშინელებაა.
    ამ 9 თვის მანძილზე მამა ზის, დადის, ერთობა… და კიდევ პრეტენზიებსაც აყენებს. ჩემი აზრით გაუმართლებელია მამის თანხმობის გარეშე აბორტის უფლების არ მიცემა.
    ერთადერთი, ვფიქრობ რომ მამას ნამდვილად აქვს უფლება იცოდეს ორსულობის შესახებ აბორტის გაკეთებამდე და შეეძლოს თხოვნით გადააფიქრებინოს დედას აბორტის გაკეთება, მაგრამ არავთარ შემთხვევაში კაცს არ უნდა ქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება ასეთ საკითხში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s