მათხოვარი


დღეს ნამეტანი შემისხლიტა ინტერნეტმა და ცოტა გავბრუვდი . .

გარეთ გასვლა და გასეირნება გადავწყვიტე . . .

ვისეირნე ცოტა . . .

მერე იყო ინდური კაბები . . .

მერე კოკა–კოლა

ვბრუნდები.

დაბრუნებისას მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლე (As usual)

აქ მათხოვრებს და მუსიკოსებს შეჩვეულნი ვართ . . .

მაგრამ ეს სხვა იყო

კარგად, სუფთად ჩაცმული, თითქოს ეს–ეს არის (ეს–ეს არის რა? არც არაფერი)

ახალგაზრდა ყმაწვილი, ასე 21-22 წლის

ხელში პლასტმასის ჭიქას უხერხულად ჭმუჭნის

და ყოველი გამვლელის დანახვაზე –

დამეხმარეთ თუ შეიძლება . . .

რა არის ეს? რაღაც ახალი ფენომენია?

ვერ ვიჯერებ, რომ ამ ბიჭისთვის რაღაც სამსახური ვერ მოინახა

თუნდაც შავი, ან წითელი, ან ყვითელი . . .

აა, მივხვდი დაახლოებით

შრომა ეზარებათ

დილით ადრე ადგომა

ღამე გვიან დაწოლა ან სულაც გათენება

თავის შეწუხება

იოლი ფული კარგია

უხერხულობა ყველაზე ადვილი

რა მოხდა ერთ-ორ უხერხულობას აიტანს კაცი

მეტრო რუსთაველთან –  ღია გასასვლელი

ჩვეულებრივი გამვლელი მეგონა

კარგად, სუფთად ჩაცმული

ახალგაზრდა მამაკაცი, ასე 26-29 წლის

ისიც, ხელში პლასტმასის ჭიქას უხერხულად ჭმუჭნიდა

„დამეხმარეთ“  – მესმის

თორემ არც მივაქცევდი ყურადღებას

ჩემი გაოგნება დიდი იყო

რადგან ეს ბიჭი დაახლოებით ასეთი იყო

ნუ დაახლოებით ვამბობ

ვერ დავეხმარე . . ..

აი ასეთი

 

Advertisements

16 comments on “მათხოვარი

  1. მერე ისა ჯობია დაუბანელი და სუნიანი რომ ყოფილიყო?
    დაბანილ-მოწესრიგებულ უფრო უნდა დაეხმარო. ესე იგი არ წავა და არაყში არ დახარჯავს ფულს. ახალ შუზებ იყიდის. ან რამე მოდურ ქურთუკს.

    • რა ვიცი ჩვენ ჩამოკონკილებს ვართ მიჩვეული და ვერ მივხვდი უცებ რაში იყო საქმე 😀 😀 😀

      • ვაკეში დვიჟენიობს ბევრი მოწესრიგებული მათხოვარი.
        ადრე კიდე კაფე იყო მანდ – ცნობილი ბლინები (ჭავჭავაძის 52 თუ რა ნომერი ერქვა) – მანდ მაგრად გაზმანული პატარა ბავშვები მათხოვრობდნენ.

  2. ნუ ახლა ვეიქელი მათხოვარი დონე უნდა იყოს აბა პეროთი, პეკინესით, პეჟოთი 😀 😀 😀

  3. მასეთ მათხოვარს არ დავეხმარები, თუნდაც ფული თავზესაყრელად მქონდეს. არ მიყვარს ადამიანები, სამსახურს რომ უკადრისობენ, ზარმაცებზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი.

  4. აპალიტიჩნო რასუჟდაეტე!
    თბილისი მსოფლიოს ულამაზესი ქალაქობის გზაზე დგას და მათხოვრებიც კი აქ დაბანილ-გაზმანულ-პარფიუმმიპკურებულნი უნდა იყვნენ რომ ქალაქდაგეგმარებაში ჯდებოდნენ კოხტად.

  5. რა ვთქვი ახლა მე სასაცილო? :/

    მომრავლებული დაბალი კულტურის შემაწუხებელი მათხოვრები აფერხებს ტურისტების რაოდენობი ზრდას. აუცილებელია მათხოვრობა გახდეს ლიცენზირებადი საქმიანობა და მათხოვრები შეირჩნენ კონკურსის წესით. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში როგორიცაა ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ნაწილი, ვერა, ძველი თბილისი, შარდენის მიდამოები პირველ რიგში. აქ მათხოვრობის ლიცენზია უნდა გაიოცეს ისეთ პირებზე, ვინც იციან ინგლისური და კომპიუტერი. ერკვევიან მხატვრობაში, პოსტ-მოდერნისტულ ლიტერატურაში, კინოში…

    აბა, გაიხსენეთ როგორ გადარია ფრანგი ტურისტები ალექსანდრე ყაზბეგბმა, ფრანგულად რომ დაელაპარაკა? მაგ ფრანგებმა თქვეს – აწი ალპებში ჩვენი ფეხი არ იქნება სულ თქვენთან ჩამოვალთო.

    სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ყველაფერს.

  6. ახლა კიდევ უფრო გამაცინე 🙂 🙂 🙂 🙂

    შენი სტრატეგიის შემთხვევაში ჩვენ ყველა მათხოვრები ვიქნებით 🙂 🙂 🙂 🙂

    • Месье, же не манж па сис жур. Гебен мир зи битте этвас копек ауф дем штюк брод. Подайте что-нибудь бывшему депутату Государственной думы.
      🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s