თავისუფლება ძუძუებს!


დღეს ჩვენ ძუძუებზე და მათ უფლებებზე ვისაუბრებთ, ისინი იზღუდებიან  . . .

საკითხი: ძუძუები ლიფით თუ ულიფოდ?

მოთხოვნა: ულიფოდ!

უხსოვარ დროს რაღაც სტატია წავიკითხე ლიფის დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ, თუმცა ბუნდოვნად მახსოვდა და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ეს ამბავი.

გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ ალბათ თქვენც დამეთანხმებით საქართველოში დაახლოებით 90-95% ატარებს ლიფს, ისე, რომ არც კითხულობს რატომ და რისთვის სჭირდება ის.

როდის გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად ლიფით თუ ულიფოდ?

პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია მკერდის ზომაზე, მეორე რიგში ქალის ჩვევებზე. ქალებმა, რომლებსაც აქვთ დიდი და მძიმე მკერდი უნდა ატარონ ლიფი, სხვა შემთხვევაში ანუ ლიფის გარეშე ყოფნა მათთვის მტკივნეული და არაკომფორტულია, განსაკუთრებით მოძრაობის და სპორტული აქტივობების დროს.

პატარა და საშუალო ზომის მკერდის შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტია, თუმცა აქ უკვე დგას შეჩვევის და ფსიქოლოგიური მომენტი, ისინი იმდენად შეჩვეულნი არიან ლიფის ტარებას, რომ დისკომფორტს ვერც კი გრძნობენ და ზოგჯერ ღამითაც კი ატარებენ მას.

აბა დაფიქრდით, ლიფის მოხსნის დროს გიგრძვნიათ შვება ისე როგორც ბევრი ჭამის შემდეგ ქამრის შეხსნისას?, სიწითლეს ხედავთ მკერდის გარშემო ლიფის მოხსნის შემდეგ? თუ ყველა ამ კითხვას დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ თქვენი ძუძუები რაღაცის თქმას ლამობენ, თქვენ კი ყურადღებას არ აქცევთ 😉

ყურადღება! Achtung!

ლიფი და ძუძუს კიბოს რისკი

სიდნი როს სინგერის და სომა გრისმაიერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ლიფის ტარება პირდაპირ დაუკავშირდა ძუძუს კიბოს. მაგალითად, მათ დაადგინეს, რომ 24 საათის მანძილზე ლიფის ტარება 113-ჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს რისკს იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მას დღე-ღამეში მხოლოდ 12 საათის განმავლობაში ატარებდნენ.   ისინი ზედმეტად აწვებიან, ზღუდავენ მკერდს და მიმდებარე ტერიტორიას, აბრკოლებენ რა ლიმფურ ცირკულაციას, რომელიც თავის მხრივ იწვევს ტოქსინების და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დალექვას მკერდში, ნაცვლად მათი გარეთ გამოდევნისა.

მნიშვნელოვანია ასევე ლიფის ზომის სწორად შერჩევა. თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის შეეცადეთ, რომ არ ატაროთ ლიფი, თუ მაინც და მაინც მოგიწიათ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაშინ სწორი ზომა შეარჩიეთ.

რატომ ატარებენ ლიფს?

”ულიფოდ ამორალური და ვულგარულია”

ლიფების სექსუალური ბუნების მიმართ ეს ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა. ვიდრე მრავალი ქალი თავის მკერდის სექსუალურობას ხაზს უსმევს ლიფით, ასევე ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ლიფი არის უბრალოდ მათი მკერდის დასაფარი საშუალება.

განა მორალურობის საკითხი საცვლებზეა დამოკიდებული? ქალი, რომელიც ასე ფიქრობს, ასევე დარწმუნებულია, რომ მკერდი მისი სხეულის ”უწმინდური ნაწილია” და სადღაც უნდა მიიჩქმალოს აუცილებლად.

”იმიტომ რომ ყველა ატარებს, საზოგადოების დაუწერელი კანონები გვკარნახობენ ამას”

ეს, ლიფის ტარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხანდახან ჩვენ, ქალები ვემორჩილებით თანამედროვე საზოგადოების დრეს კოდს (სამსახური და ა.შ.).

”იმიტომ რომ მკერდი უფრო დიდი გამოჩნდეს”

ეს განსაკუთრებით თინეიჯერებს ახასიათებთ, რომლებიც უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ამ შემთხვევაშის. პატარა მკერდიანი და ბრტყელ მკერდიანი ქალები ხშირად საფენიან/ღრუბელიან ლიფს იყენებენ ან მიმართავენ მკერდის გაზრდის სხვა საშუალებებს.

ერთი სიტყვით საკითხმა დამაინტერესა და მეტ-ნაკლებად განვიხილე, მე მოთხოვნას ვასრულებ, თქვენ?

ჯენიფერ ენისტონი სერიალიდან ”მეგობრები” – ბუმის ერთ-ერთი სულის ჩამდგნელი, ამ სერიალში ულიფოდ გამოჩენით.

– ძუძუცქვიტა –

ჯესიკა ალბა

ძუძუფაფუ  – კირა ნაითლი

კირსტენ დანსტი (შენ მეორედ არ დაგინახო ულიფოდ!)

კადრი ფილმიდან ”Femme Fatale”

უკომენტაროდ  

Advertisements

36 comments on “თავისუფლება ძუძუებს!

  1. შეენც? :დ ჰაჰაა..

    მე ვატარებ ლიფს, იმიტომ რომ .. იმიტომ. მეწერა და წავშალე, არ ვარგა ზედმეტად გულახდილობა :დ

    ისე ლიფი ლიფად დარჩეს და ზოგს, ტრუსიკი არ აცვია, ეგენი ეტყობა მოქმედებენ პრინციპით: თავისუფლება ტრაკს.. ნუ შევზღუდავთ ტრუსიკით და ნუ ავლაგმავთ ტანგებით :დ

    პ.ს. და მოთხოვნას ვასრულებო რომ წერ, ეს რას ნიშნავს? ანუ არ ატარებ? 🙂

  2. თავიდან ლიფს ატარებენ იმიტომ რომ მკერდმა ნორმალური ფორმა მიიღოს.
    მერე ეგუებიან და ვერც ხვდებიან როგორ აწუხებთ.
    ზაფხულში, სახლში მაინც უნდა მოიხსნან, თუნდაც დიდი მკერდი ჰქონდეთ 🙂
    იძახიან ულიფოდ მკერდი ფორმას კარგავსო. მე ხელს არ მიშლისო. გაცილებით კარგად ჩანს მაისურებშიო. რავიციი… თუ არ აწუხებთ ეკეთოთ რა

    • თუ ატარებენ ჯანდაბას მაგრამ დიდი ხნით მაინც არ შეიძლება, რისკები დგას უკვე სერიოზულად, ბევრიც არ დავწერე მერე ძალიან მეცნიერული პოსტი გამოვიდოდა 🙂 მოკლედ მოვჭერი

  3. რავიცი, ხელს არ მიშლის. მაგრამ ძუძუს კერტები რომ ჩანს, მაინცდამაინც ლამაზი არაა (ა, მაინც დავწერე რატომაც მიყვარს ტარება, ლოლ)

    • ლიფს არიან შეჩვეული უფრო და იყოს ლიფი :)))))

      და საერთოდ აზღუდი ყველას სჯობს

  4. ისე განმარტებისთვის:
    лиф – bodice ანუ ბოდე მხრებიდან წელამდე.

    бюстгальтер რუსულად
    bra ინგლისურად
    brassière ფრანგულად
    Büstenhalter გერმანულად

  5. აუუუ მინდა გითხრა რომ ეგ შენი ბოლო ლამაზმანი ისეთი დამუშავებულია, როგორიც ყველა ერთად ზემო ფოტოებში. ასე რომ…

    ჩემთვის ბიუსტჰალტერის სასარგებლოდ მთავარი არგუმენტი არის ის ტკივილი და ფორმის დაკარგვა. სადაც და როცა საჭიროა მაშინ მოითმენს ტკივილს კაცი 😀

    და კიბო სერიოზული არგუმენტია კიდევ, ხელოვნური ბიუსტგალტერი ძალიან საშიშია მკერდისთვის.

  6. კიბო მართლა სერიოზული არგიმენტია, მაგრამ არ მგონია 24 საათიანი მანიაკებიც არსებობდნენ.

    • ხო კიბო სერიოზულია, რამოდენიმეს მეც ვიცნობ ვინც ღამითაც ასე წვება, რატომ რომ ვეკითხები მპასუხობენ რომ ასე უფრო კომფორტულად სძინავთ 🙂 რატომღაც 🙂

  7. ვაიმე მეც უნდა ვატარო? ;დ

    ისე ერთი გოგო არ ატარებდა და ჩამოეწლაწნა ძუძუები და დაუშნოვდა ხოდა ეხლა ხმარობს და ისევ აეწია 😦

  8. ლიფი ძუძებს დაწელვისგან ვერ დაიცავს.
    ისე, ულიფობა კარგია, მაგრამ, ხშირად არაესთეტიურია. ქალს თუ უზადო მკერდი არ აქვს, ულიფობა არ შვენის. ჰოდა, ვისაც ახლა გაქვთ უზადო ძუძუები და გულაობთ და იზახით – ძირს ლიფიო, მოიცა, გავა ცოტა ხანი და ამნაირებს რო წაიკითხავთ, მუჭში ჩაახველებთ ჩუმად და აქეთ-იქეთ გაიხედ-გამოიხედავთ 🙂
    ჰეჰეჰჰ, დრო ყველაზე მუსაობს.. ანუ, ყველას ძუძუებზე.

    პ.ს. ის სელებრითები, ზემოთ რო ფოტოებია, ვისაც მკერდი უვარგა არც ერთს არ აქვს ბუნებრივი. ვვოტ

  9. ხოოო 24 საათი არა მგონია ვინმე ატარებდეს ეს მართლა ზედმეტია
    უნდა მივცეთ მეტი თავისუფლება ძუძუებს :))
    ჰოდა მე აშკარად 12 საათზე ბევრად ნაკლები ხანგრძლივობით მიკეთია ხოლმე, ისიც მაქსიმალურად რბილი, არა მოჭერილი, ყოველგვარი რკინის მავთულების გარეშე, ესე რომ ასეთი მოჟნა დროის მოკლედ მონაკვეთით 🙂

    • ხო რაც უფრო მოხერხებული და არა დაძაბული იქნება ლიფი კარგია, კარგი არჩევანია 🙂

    • ჩემს ბიძაშვილს გაუხდელად აცვია ლიფი. ზამტარ-ზაფხულ 😐

      ასე, რო აცვიათ 24 საათის მანძილზე.

  10. მე იშვიათად ვატარებ,მაგრამ ზოგადად, გააჩნია მკერდის ფორმას. ძალიან პატარა და ძალიან დიდმკერდიანებმა უნდა ატარონ.

  11. ძუძს კერტები რომ ჩანს, კაკ-რაზ ძაან ლამაზია.
    თუმცა, ძუძს გააჩნია. 🙂

    მართალია ისე, ეს მოძრაობა კაი ხანია მოფლიოში დაწყებულია. პოლიტიკური პატიაც კია. ჩვენ უკან მივჩანჩალებთ. 😉
    http://bit.ly/ah1oPE

  12. ზაფხულში მცხელა ლიფში და ამ მიზეზით არ ვატარებ, ზამთარში მაინც არ ჩანს მაცვია თუ არა და 😀

    მოკლედ, არ მიყვარს ლიფი, მკერდიც მიწყობს ხელს, რომ ულიფოდ ვიარო დადავდივარ კიდეც 🙂

    თავისუფება ძუძუებს 😀

  13. ხეხე…კარგი იყო, მომეწონა. ყველა განხილული მიზეზი ლიფის ტარებისა თავსმოხვეულია. ცუდია რომ ვერ ხვდებიან ამას. ლიფის ტარების დაწყებიდან სულ იმას ვწუწუნებ რატომაა აუცილებელი–მეთქი ეს….ლოგიკური დასაბუთებული მიზეზი ჯერ არ გამიგია. საშინლად არაკომფორტულია და დღემდე ვერ შევეჩვიე. თუნდაც რომ ულამაზო იყოს მკერდი…ვინ განსაზღვრავს საერთოდ მის სილამაზეს?? და რა შუაშია ეს?? ეგრე შეიძლება ვიღაცას ვიღაცა სახეზე არ მოსწონდეს, იმ ადამიანმა ნიღაბი ატაროს?!…

    მძულს ლიფები…მაგრამ ვაღიარებ (ამ ბოლო დროს) თითქმის (!!) ყოველთვის მაცვია სახლიდან გასვლისას.

  14. Pingback: 2010 in review « Litterator's Blog

  15. ლამაზი თეთრეული ძალიან სექსუალურია : )
    24 საათი ტარება სისულელეა, არ მესმის ლიფით რატომ უნდა დაიძინო
    კიბოს რისკს ზრდის პატარა (შეუსაბამო) ზომისა და რკინებიანი ლიფები. ხდება ხოლმე, რომ ქალები პატარა ზომის ლიფებს ყიდულობენ, მოჭერილ ლიფში უფრო სავსე უჩანთ მკერდი (როცა დეკოლტე აცვიათ) და ეს ძალიან ცუდია მათივე ჯანმრთელობისთვის. დაწითლებულიც ამიტომ არის მოხსნისას. ნორმალური ზომის ლიფი არ აწითლებს კანს.
    მკერდი იწელება მუდმივად ულიფოდ სიარულისას და ნურავინ იქნება თავდაჯერებული, რომ მის მკერდს არ ეხება ეს. ვისაც არ სჯერა, სცადოს : )
    არასწორია, რომ ქალები ვერ ხვდებიან, რატომ აცვიათ ლიფი და რომ ეს მხოლოდ ჩვევის გამოა.
    მე მაგალითად, ძალიან მომწონს ლამაზი ლიფები და ტრუსები და მათი არჩევა : )

    ფოტოებზე უკეთესად რაც გამოიყურება, ხელოვნური მკერდია
    ბერიმორს არ უნდა გაეხადა,ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s