In vino veritas :)


მეორე დღეა ვიწყებ კომენტარის წერას და  ვწერ პოსტს. არ ვიცი მე მეჩვენება თუ რა ხდება მაგრამ ქართული სუფრის თემა ისტერიკაშია გადაზრდილი უკვე ასე მგონია.

სმა რომ უზომოდ გვიყვარს ეს ახალი ამბავი არ არის (ნუ ზომად ვინ რას მიიჩნევს და რითი განისაზღვრება ეს კიდევ ცალკე საკითხია), ჭამა ასევე დიდად შესარგი, რომ ძალიან გვიყვარს ესეც ძველია.

შენიშვნა: უზომოდ ცხიმიანი ერთმანეთს აკოკოლავებული კერძები, ჩაწოლილი სუფრა, ქაუნთერშენიშვნა: ერთიანად რომ ავიღოთ მსოფლიო სამზარეულო, ყველა ქვეყნის ჩათვლით, სალათების გამოკლებით ყველა კერძი ცხიმიანია, თურქულ, სპარსულ და არაბულ კერძებზე კი საუბარი აღარ შეიძლება იმდენად ზეცხიმიანია (თუმცა ძალიან ძალიან გემრიელი). ხორცის შემადგენლობით ნებისმიერი კერძი უკვე არის ცხიმიანი და კალორიული. ხშირად ადარებენ პიცას და ხაჭაპურს ერთმანეთს, ხაჭაპურს აქვს მარტო ყველი, პიცას აქვს ყველი, ლორი, ნაირგვარი ბოსტნეული, სანელებლები, ეს ყველაფერი თავისთავად უფრო კალორიულს ხდის მას (და საერთოდ პიცას თავისი ადგილი აქვს და ხაჭაპურს თავისი, ნუ ადარებთ ერთმანეთს). როგორც ვიცი პურის მოხმარებით ფრანგები პირველ ადგილზე არიან. გერმანულ პურ-ფუნთუშეულზე და ხორცეულის სიყვარულზე აღარაფერს ვიტყვი. აი გერმანელებს ნამდვილად ვერ გავეჯიბრებით ვერც ჭამაში და ვერც სმაში, ქართველის ერთი კვირის ლუდის მარაგს ისინი ცალ ყურში ისხამენ და ნეკნს ნეკნზე და ბარკალს ბარკალზე სხეპავენ.

შენიშვნა: (ვციტირებ) ”და , როგორ არ გიყვარდეს ტრადიციული, ნამდვილი ქართველი თამადა, ოდნავ ფერხორციანი, დიდი ან მეტნაკლებად დიდი ღიპით, იღლიებამდე დაკაპიწებული პერანგით, ბანჯგვლიანი გულმკერდით და ხშირი სმისგან წამოწითლებული, დაბიჟვინებული სახითოფლიანი იღლიებით, გრძელი და ყვითელი ფრჩხილით ნეკა თითზე, მიკროფონის ჭერისას რო გარეთ გამოფშეკს” (იხ. ბმული სრულად).

ქაუნთერშენიშვნა: სად პოულობთ ასეთ თამადებს, მანახეთ და გამაცანით; მე რაღაც კარგი სუფრები და თამადები მახსენდება, ლექსებით, კარგი სიტყვა-პასუხით, იუმორით, ზუსტად იმ შტრიხებით რის მიხედვითაც სუფრაზე ირჩევენ თამადას, ადამიანს,რომელიც უნდა წაუძღვეს სუფრას და ხალხიც არ მოაწყინოს. სხვა შემთხვევაში, იქნება სრული უწესრიგობა და ქაოსი სუფრაზე, როგორც ეს ხდება ზოგადად საქართველოში ყველა საკითხში. მაშინ მოდით არ ჰყავდეს ქვეყანას პრეზიდენტი, პარლამენტს თავმჯდომარე, სამინისტროს მინისტრი, სკოლას დირექტორი და კლასს ხელმძღვანელი და არც თამადა იქნება სუფრაზე.

რაც შეეხება კრამიტიდან, ლამფის შუშიდან, ღია ქოშიდან დალევას, ამის დამცველი ვერ ვიქნები, სასტიკად არ მომწონს ეს ამბავი.

(ინგლისელი ფეხბურთის ფანების დალევაზე, დათრობაზე და შემდგომ ქცევაზეც ხომ არ დავწერო ერთი ორი სიტყვა? არა? ჰო კაი )

ადამიანი თავისუფალია დალიოს თუ შეუძლია, მაგრამ არ დალიოს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ამით კაი ბიჭობა დაანახოს, არ დალიოს იმისთვის რათა სხვებს რაღაც მითები უმტკიცოს შემდეგ და არ დალიოს ისე, რომ დილას გამოფხიზლებულს შერცხვეს თავისი წინა დღის მოქმედებების გამო.

p.s. სანამ ქართული სუფრის ძაგებას დაიწყებდეთ, ნერწყვი კარგად გადაყლაპეთ არ დაიხრჩოთ და თუ მაინც გადაგცდათ კარგი წითელი ღვინო მაქვს გამოიარეთ, დაგაყოლებინებთ.

კახეთი

ქართული სამზარეულო

თურქული სამზარეულო

შოტლანდიური სამზარეულო

გერმანული სამზარეულო

ფრანგული სამზარეულო

Advertisements

14 comments on “In vino veritas :)

  1. რატომღაც თამადა ყველასთვის ასოცირდება ღიპიან, 24 საათი მთვრალ ადამიანთან.
    ადამიანმა უნდა იცოდე ნორმა და ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ისე დალევა რომ ზრზე ვერ იყო ვინ ხარ და და რა გინდა რა თქმა უნდა სისულელეა და საზიზღობაც. მაგრამ როდესაც აი “კარგად ვარო” რომ იტყვიან, ისე რომ იქნები მშვენიერია. მერე რა ტომ სასმელი ტვინის უჯრედებს კლავს

    • :)) არ ვიცი ასე რატომ ასოცირდება და ასეთი იკონი რატომ შეიქმნა თამადისგან. არასწორია. ყველას ერთი საზომით ვერ გაზომავ 🙂

  2. ალბათ ვეგეტარიანელობისკენ რომ ვარ მიხრილი თუ მისწრაფული, ამიტომ არ მიყვარს ეს ამბები… იშვიათად ვარ მსგავს სუფრებზე, პრაქტიკულად არა.

    მსუფუქ საკვებს, სპაგეტს ან სალათებს და ნატურალურ წვენს ან ვისკის არაფერი სჯობს :*

    • აბსოლუტურად მესმის ეს მომენტი, ვიღაცას სალათა მოსწონს, ვიღაცას მწვადი, ვიღაცას საცივი. იმის გამო რომ ერთს უყვარს სალათა დანარჩენი 15-ც სალათას ხომ არ შეჭამს? ამ მხრივ ვთვლი რომ დემოკრატიულია ჩვენი სუფრა და არჩევანის საშუალებაა ვისაც რა გაუხარდება ის შეჭამოს, ყველაფრის შთანთქმა არ არის აუცილებელი 😀 😀 😀

      • ოოო ამაში ნამდვილად გეთანხმები, რომ დემოკრატები ვართ სუფრაში 😉

        ბრწინვალე ნათქვამია!! ;))))

      • გამოდის, თუ სახლში 20 ადამიანი მომდის და ოცივეს სხვადასხვა რამ მოსწონს, ყველას ცალ-ცალკე უნდა გავუმზადო საჭმელი??? სად გაგიგიათ ასეთი რამ? 🙂 სიგიჟეა და მეტი არაფერი.

  3. ვაიმე
    ასეთი მადისაღმძვრელი ფოტო არასდროს მინახავს :O
    მიშველეთ

    თემას რაც შეეხება, ზომა-წონის პრობლემაა, ჩემი აზრით. და მაგის არარსებობის გამოა, რომ მოვიძულე ყველაფერი )) იმის მიუხედავად, რომ ხორციან და ცხიმიან საკვებს არაფერი მირჩევნია. ხაშლამა კაცი ვარ, რა, ხაშლამა 😀

    • აბა რა ფოტოა რა ფოტო, შემოვდივარ ბლოგზე და დავხედავ ხოლმე :))))

      რა არის იცი ადამიანი ძღომას თუ ვერ იგებს და ჩათრობის დონეს იმას უკვე სხვა პრობლემებიც აქვს (ნერვულ/დეპრესიული ფონი მაგ.)და ამას ქართულ ტრადიციებს და ქართულ სუფრას რომ აკერებენ ვბრაზდები.

      შენ დოხტური ხარ ხო 🙂

      • ანაირი პრობლემა არ აქვთ ზომა-წონისა ჩემო ოჯახის უცხოელ სტუმრებს, მაგრამ, როცა აქ მოდიან 5 კილოს იმატებენ მინიმუმ. ნეტავ რატომ?

      • წონაზე არ მაქვს საუბარი, ეგ უარყოფით მხარედ არ მიმაჩნია, პირიქით 😀 მე ჩასკდომაზე და გასაზიზღრებაზე მაქვს პრეტენზია :))

  4. ჩასკდომაზე მეც მაქვს პრეტენზია 🙂 რას სკდებიან ვერ გავიგე 🙂 და მერე ამ გასკდომის გამო ქართულ სუფრას ნუ შეურაცხოფენ და ნუ წკავწკავებენ უჰ ეს რამდენს ვჭამთ ქართველებიო 😀 😀 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s