ბიჭოლა


რაღაც არ ვფიქრობდი რომ ამ თემაზე პოსტი უნდა დამეწერა, არც ვგეგმავდი ასეთ რამეს, უბრალოდ კოლექციებს ვათვალიერებდი ხოლმე ხანდახან და ვტკბებოდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრს საუბრობენ და აკრიტიკებენ მის კოლექციებს, განსაკუთრებით ბალიშების კოლექციამ გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა, გაიგონებთ ხშირად, ”ყველა ბალიშებით დადის”, ”თავზე ბალიში თუ არ გაქვს ვერ სვეცკობ”, ”ბათუმი ბალიშებშია ჩაფლული”, ”ნუუუ ეს ბალიშებიანი გოგოები” და ერთი სიტყვით ბალიშის თემა აიღეს ყველა ბრუნვაში, გაბერტყეს, გაამზეურეს და ა.შ.

მახსოვს ერთ-ერთ სიუჟეტში ითქვა ბიჭოლას ბალიშების კოლექცია, რომელიც მოდის კვირეულზე გავიდა, მარტომ შეკერა, დამოუკიდებლად, დამხმარე მკერავების გარეშე, როგორც ამავე სიუჟეტში ითქვა კოლექცია მთლიანად გაიყიდა და ეს კოლექცია, ყველაზე დაბალ ბიუჯეტიან და მაღალ შემოსავლიან კოლექციად დასახელდა.

მე სიმართლე გითხრათ ძალიან ვაფასებ ამ ადამიანის შრომას და კრეატიულობას. ნებისმიერ საქმეს სჭირდება შრომა, თავდადება, მითუმეტეს როცა აკეთებ საყვარელ საქმეს, შენი გულის, შენი სულის რაღაც ნაწილი მიჰყვება თითოეულ შენს მოქმედებას, თითოეულ შენს ქმნილებას, ზოგჯერ ისე, რომ განშორებაც კი გიჭირს.

ძნელია ფერად ბალიშებში გაფანტული ფანტაზია დაიჭირო და აღიქვა. ეს ყველას არ შეუძლია.

ბალიშებს თავბრუდამხვევი კრუიზი მოჰყვა, პატარა ფერადი ნავები თავზე, ძალიან მოვიხიბლე თუმცა ბალიშებს ვერ ველევი და ყველაზე მეტად ეს კოლექცია მომწონს.

ჩემი ორივე ბებია კერავდა, ორივეს ჰქონდა პატარა ბალიშები საკერავი ნემსების ჩასარჭობად. ერთს კი ეს პაწაწუნა ბალიში ძალიან პაწაწუნა, ბრჭყვიალა სპარსულ ქოშში ჰქონდა მოთავსებული, რომელიც მუდამ კედელზე საკერავ მანქანასთან ეკიდა, ახლაც იქ ჰკიდია, ტკბილად ჩამრჩა გონებაში.

კარგი იქნებოდა ერთ დღესაც ეს პაწაწუნა, აპრეხილ ცხვირიანი სპარსული ქოში, რომ ვიხილო გოგონების თავებზე, მეჩვენება, რომ ეს ძალიან ძალიან გლამურული იქნებოდა.

და სპარსული ქოშები  (დაახლოებით)

Advertisements

11 comments on “ბიჭოლა

  1. აკრიტიკებენ, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მოსწონთ.
    უბრალოდ კრიტიკა ხომ ჩვენი,ქართველების საქმეა?
    იცი რას მაგონებს? ოდნოკლასსნიკს რომ აფურთხებენ და ყველა რომ მაინც იქაა

    • კრიტიკა თუ რაღაც საფუძველს ემყარება გასაგებია ხოლმე და ეს ამოჩემება გახდა უკვე ერთგვარი, არანაკლები ორიგინალურობით და ზეკრეატიული იდეებით გამოირჩევიან უცხოელი დიზაინერები, მათზე რატომ არ ამბობენ რამეს? 😀 😀

  2. კრეატიულად უდგება თავის საქმეს და არ არის აუცილებელი ორი წიგნი ჰქონდეს წაკითხული გუშინ გავეცანი ერთ ერთ ბლოგზე ინტელექტუალურ ჭმუნვას ჟურნალ გზაში გამოქვეყნებული ინტერვიუში მისი პასუხებიდან გამომდინარე. რაღაც ასეთს ველოდი აქაც და გამიხარდა რომ უფრო შემოქმედებით მხარეზე გააკეთე აქცენტი .

    • მადლობა 🙂 🙂
      მეც ასე მგონია გაბო, ვიღაცას ორი წიგნი აქვს წაკითხული, ვიღაც წარმატებული მაღაროელია, ვიღაც წარმატებული დიზაინერი, ყველა სრულყოფილი ხომ ვერ იქნება, სჯობს ვინც რას აკეთებს იმით დავაფასოთ ხოლმე

    • გაბო რაღა დაგიმალო და სულაც არ “ვჭმუნავ” არც ბიჭოლას ინტელექტზე და არც იმაზე თუ რას დაუძახებ შენ ჩემს პოსტს. მე მაქვს ჩემი აზრი და ჩემს ბლოგზე დავაფიქსირე, აგდებული ტონით საუბარი კი არაა საჭირო. როგორც დიზაინერი მე არ გამიკრიტიკებია ბიჭოლა.
      მართალი ხარ ალბათ არაა საჭირო ელემენტარული განათლება დიზაინერისათვის. რაც უფრო ცოტა იცი ნაკლებს “ჭმუნავ”. 🙂

  3. აი ზუსტად ახლა დავწერე ვასასის ბლოგზე, რომ სულარაა აუცილებელი წიგნი ჰქონდეს მეთქი წაკითხული ბიჭოლას, როცა შენს სპეციალობაში წარმატებული ხარ და ყველაფერს აღწევ მეთქი.

    ხოფერიას გადაცემაც ვახსენე და მგონი უნდა შევეგუოთ ამ დამოკიდებულებას: რომ ჯობს მხოლოდ შენს პროფესიაში იყო გარკვეული, განათლებული და წარმატებული, ვიდრე ზოგადად იცოდე ყველაფერი და უსაქმური იყო…

    • მეც ასე ვფიქრობ განათლება განათლება და ისედაც ძალიან ბევრს უკიტინებენ ამ ბიჭოლას ხან რას მოუძებნიან ხან რას 🙂 ასე რომ მუშაობდნენ სხვა ქართველი დიზაინერებიც ბევრად უკეთესად იქნებოდა ამ სფეროში საქმე

  4. მე მომწონს ბიჭოლას ნამუშევრები და სულ არ მაინტერესებს,რამდენ წიგნს წაიკითხავს. არც კრიტიკოსების მესმის,იმიტომ,რომ მისი კოლექციები ობიექტურად ძალიან კარგია,ბალიშებიც რაღაც ახალია,ლამაზი,ორიგინალურია და რატომაც არა? მე მისი პირველი,უნისექს კოლექციაც ძალიან მომეწონა,ორიგინალური პალტოები ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s