სალონური ესკიზები


დღეს სილამაზის სალონში მომიწია წასვლა, ჩემმა დაქალმა დამირეკა ხვალ ხომ გახსოვს მეჯვარე ხარო, ჰუუჰ ასეთ დაძაბულობაში და მუშაობაში, საერთოდ გამომრჩა, რომ ხვალ 28 აგვისტოა და ჩემი დაქალი ჯვარს იწერს; მე კი მეჯვარე ვარ, ჰეჰ უკვე მეოთხედ ვიკავებ ამ პოზიციას.

სალონში წასვლა დიდად არ მახარებს ხოლმე, დრო როგორც წესი არ მაქვს, სულ გადარბენაზე ვარ და მოკლედ ვერიდები ამ ადგილს რა.

არც ის უაზრო (ნუ ჩემთვის) თემები მომწონს, რასაც სალონში იქ მყოფი კლიენტები ერთმანეთში არჩევენ. ერთხელ მახსოვს მაგრად იჩხუბეს, რაღაც მორიგ პოლიტიკურ მოვლენას არჩევდნენ, მიშმადიდებლები და მიშმაგინებლები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრად იკამათეს და მაინც ვერაფერი გააგებინეს ერთმანეთს.

ვიღაცას ბორში გადმოუვიდა, მერე მოჰყვნენ ქურა რომელი სითხით იწმინდება უკეთ, მერე აბა ვინ როგორი დიასახლისია, ბორშს მე ასე ვაკეთებ, ის ისე აკეთებს. იმას ფერადი სარეცხის სარჭები (შპილკები) არ მოსწონს, მერე თურმე მეზობელს სარეცხი ოკრობოკროდ დაუფენია; ვიღაცას ზედა სართულის მეზობლები ჰყოლია ხმაურიანი, ბავშვი კი ტუტუცი და თავხედი.

ხოდა მსგავსი თემები ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის არის სამახათე თემები და არ მიყვარს, თან მოსმენა მიჭირს ზოგადად, ძალიან საინტერესო რამეს უნდა ჰყვებოდნენ რომ მოვუსმინო J სხვა დროს უბრალოდ ”მსმენელი”-ს სახე მაქვს მორგებული.

დღევანდელი ესკიზი:  (სალონში შემოდიან დედა და ასე 14-15 წლის გოგონა (მე სტუდენტი მეგონა ისეთი შეხედულება ჰქონდა))

გოგონა სავარძელზე მოკალათდა

დედა: აი თმებმა შეაწუხა და იქნებ მოუხერხოთ რამე

სტილისტი: აბა როგორ ვიჭრით გენაცვალე?

გოგონა: (უყურებს დედას)

დედა: ძალიან მოკლეც რომ არ იყოს, თან რომ არ შეაწუხოს და თან მოსწავლეა და რომ შეიკრას თმები

სტილისტი (იცინის): ეჰ ეს რა რთული დავალებაა თან ეს თან ის, აქამდე შევჭრი (თან დედას აჩვენებს) მერე ცოტას ავჩეხავ ხო გენაცვალე?

გოგონა: (უყურებს დედას)

დედა: ხო თან დიდი ცვლილება არ უნდა იყოს მამამისმა რომ არ იჩხუბოს.

სტილისტი: შევეცდები რამე მოვახერხო

გოგონა: (იშმუშნება და სიხარულით ტუჩებს იკვნეტს)

მე კი ამასობაში გული შემიღონდა ამ დიალოგის მოსმენით. რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო აქ, ძალიან შევწუხდი, ეს ბავშვი არ იყო ისეთი პატარა რომ თმის შეჭრის ამბავი ანუ როგორ უნდოდა თმის შეჭრა ვერ გადაეწყვიტა და საერთოდ ისეთი ჭმუნვით შემოვიდა სალონში, რომ მივხვდი სალონში მოსვლაც დიდი ბჭობის შედეგი იყო. შეჰყურებდა დედას, დედა ფიქრობდა მამა რას იტყოდა იმას, აქ საუბარში გაირკვა რომ სახლში ასევე ”მზრუნველი” ბებია ჰყავს. ეს ხომ ძალიან ელემენტარული საკითხია, ბავშვი ხომ თავიდანვე უნდა მიეჩვიოს სწორედ მსგავსი ელემენტარული საკითხების გადაწყვეტით უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამას ხომ უცებ არ სწავლობს ადამიანი. აუცილებლად სადმე ცხვირ-პირი უნდა მიიმტვრიოს და ასე ისწავლოს, ხომ შეიძლება ამას ნელ-ნელა მიეჩვიოს.

ამ გოგონას შეყვარებულობის პერიოდი და პირველ პაემანზე წასვლის ამბავი კი თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია.

მოკლედ ჩემმა საყვარელმა სტილისტმა დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

Hairdresser Rick Racine and Model Hind

Advertisements

5 comments on “სალონური ესკიზები

  1. :((

    მასე შემჭრეს მე ძალით “ჩოკლა” ასე 12 წლის ასაკში და ტირილი დავიწყე იქვე.
    შემდეგ, მე8 თუ მე9 კლასში ვიყავი, არ მომცეს თმის შესაჭრელი ფული და შეჭრა დავარცხნის 20 ლარი მე თვითონ არ მქონდა (ამდენი ღირდა მაშინ სალონ “ოცნებაში” :D) ჰოდა, ერთხელ პროტესტის ნიშნად ტუალეტში შევედი, თავი დავხარე და გადავიღრიჯნე თმა. კიდე კაი, ძალიან არ შემეტყო, დედაჩემმა შემომისრო და შემაწყვეტინა.

    მერე ისევ წავედი, სიმწრით შეგროვილი 10 ლარი მივაშავე “ოცნებაში” ყველაზე უსაქმურ პარიკმახერს (ალბათ იმასთან არავინ ჯდებოდა), კარე გადამჭრა , თავის “ჩოლკიანად” და ფენიც არ ჩაურთავს, ისე გამომისტუმრა გარეთ.

    ყველა შემხვედრმა მითხრა, რა გიქნია, ასე ხომ მეც შეგჭრიდიო,
    სახლში რომ მივედი, დედაჩემმა აივნიდან გადმომძახა, NNN-ს (ერთი გოგო იყო, არ მევასებოდა) გავხარო.
    მოკლედ, 2 დღე სახლიდან არ გავდიოდი, ვერაფერი მოვუხერხე, არ მიხდებოდა, არავის მოწონდა. მაგრამ, სამაგიეროდ პროტესტი გამოვხატე და მე თვითონ გადავწყვიტე რომ ჯობდა მახინჯად, მაგრამ შემეჭრა თმა, რადგან ის გრძელი თმა აღარ მინდოდა.

    მერე, მეშველა, “პერეკისი” აღმოვაჩინე და ისეთ კარგ ფერზე დავიყენე მე9 კლასში თმა, ფორმა დავიკიდე 😀

    • ყოჩაღ კატრინ ვამაყობ შენით 🙂

      მეც ეგრე მოვიჩორკნე ერთხელ ”ჩოლკა” ვითომ სკოლაში გადაწეული თმები უნდა მეტარებინა, შუბლი უნდა გამომჩენოდა და ავდეკი და კრიჭი-კრიჭი ვქენი . არადა თითქოს ახლა უფრო თამამები არიან ბავშვები ვიდრე ჩვენ ვიყავით იმ პერიოდში 🙂 მიკვირს ხოლმე ასეთ მოვლენას რომ ვაწყდები 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s