ომის პერიოდის ნევროზი


კიდევ ერთი არალიტერატურული პოსტი ჩემს ბლოგზე. შემთხვევით წავაწყდი ამ თემას, მოვიძიე რაღაც მასალები და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.

ომის პერიოდის ნევროზი (ასევე სამხედრო ტრავმა, ომის შოკი და ა.შ.) არის სამხედრო-სამედიცინო ტერმინი, რომელიც გულისხმოვს ბრძოლისგან მიღებული სტრესის მთელ რიგ მოვლენებს, რაც საერთო ჯამში ამცირებს მეომრის ბრძოლისუნარიანობას და მისი ქმედებების ეფექტურობას.

ჩემი მცირე სამედიცინო ინტუიციით მარტივი იქნება თუ მას ვუწოდებთ სინდრომს, ვინაიდან იგი ე.წ. ”სიმპტომების” სახით მრავალ ცალკეულ დაავადებას მოიცავს და ცხადია საჭიროებს კომპლექსურ და ხანგრძლივი მკურნალობის კურსს.

სამხედრო ჰოსპიტალებში მომუშავე ბრიტანელმა ექიმებმა, აღნიშნული სინდრომი 1914 წელს შენიშნეს პაციენტებში. დაღლილობის, გაღიზიანების, კონცენტრაციის დაქვეითების და თავის ტკივილების შემდეგ საბოლოო ჯამში ჯარისკაცებს გონებრივი აშლილობა აღენიშნებოდათ და წინა ხაზზე მათი დატოვება უკვე შეუძლებელი ხდებოდა .

ზოგიერთი ექიმი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარისკაცების ამგვარი მდგომარეობა მტრის მძიმე არტილერიით იყო გამოწვეული. ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ჭურვების აფეთქება ქმნის ვაკუუმს და როდესაც ჰაერი ვარდება ამ ვაკუუმში, იგი არღვევს ცერებრო-სპინალურ სითხეს და მწყობრიდან გამოჰყავს ტვინის მუშაობა.

ექიმებს ღრმად სწამდათ, რომ ომის შემდგომი ნევროზის ერთადერთი განკურნების გზა იყო ბრძოლის ველიდან ჯარისკაცების მოცილება. ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს სახლში აგზავნიდნენ გამოსაჯანმრთელებლად.

თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ჯარისკაცები ალმაცერად უყურებდნენ ამ სინდრომით დაავადებულ ჯარისკაცებს და ფიქრობდნენ, რომ ისინი უბრალოდ ლაჩრები და მშიშრები იყვნენ და ამ გზით ომისგან თავის დაღწევა სურდათ მათ.

1914 და 1918 წლებში, ბრიტანეთის არმიამ, ამ სინდრომით 80,000  ჯარისკაცი დააფიქსირა. უფრო დიდი რაოდენობის შემთხვევები სიმულაციად იქნა მიჩნეული და კვლავ უკან, ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნეს. ზოგიერთი შემთხვევა სუიციდით დასრულდა. ზოგი ვერ უძლებდა სტრესულ სიტუაციებს და არ ემორჩილებოდა ზემდგომთა ბრძანებებს. ზოგი დეზერტირობდა. ზოგჯერ. ჯარისკაცებს, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ბრძანებებს ადგილზე კლავდნენ, ზოგი კი სამხედრო-სასამართლო ტრიბუნალს გადაეცემოდა. დაუმორჩილებლობისთვის ჩვეული სასჯელი იყო “#1 საველე სასჯელი” (F.P.1) ე.ი. ჯარისკაცს აბამდნენ ერთ, ფიქსირებულ ადგილზე ხელებზე და ფეხებზე ბორკილების საშუალებით რაც ორი საათიდან მაქს.28 დღემდე გრძელდებოდა.

დაღლასთან დაკავშირებული სიმპტომები

რეაქციის დროის შენელება

ფიქრის პროცესის შენელება

სიძნელე დავალების პრიორიტიზირებისას

რუტინული დავალებების დაწყების  სიძნელე

ყოყმანი და კონცენტრაციის დეფიციტი

დაღლა/მოქანცვა

წვრილმან და უმნიშვნელო საკითხებზე ყურადღების გადატანა (озабоченность)

ვეგეტატიური (ავტონომური) აქტივობები

თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მოდუნების/მოსვენების შესაძლებლობის დაკარგვა;

კანკალი და ტრემორი, ოფლიანობა,

გულძმარვა და გულისრევა, მადის დაკარგვა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა; გახშირებული შარდვა; შარდვის შეუკავებლობა

ჰიპერვენტილაცია (ღრმა და ხშირი სუნთქვა); თავბრუ; უძილობა; ღამეული კოშმარები

მშფოთვარე ძილი; ჭარბი ძილიანობა; ჭარბი სიფხიზლე

გაღიზიანება; აღელვება; დეპრესია; შიშის მომატებული შეგრძნება

ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება

ადაპტაციის დაკარგვა; სუიციდის შემთხვევები/მიდრეკილება

ნდობის დაკარგვა გარშემომყოფების მიმართ

დაბნეულობა; კონტროლის დაკარგვა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ომის ტრავმატული ნევროზის სხვადასხვა შემთხვევებზე დაყრდნობით შემდეგი მიზეზები და მოვლენათა დახასიათებები წარმოადგინა:

1. დანაშაულის გრძნობა დაუცველი მოწინააღმდეგის (სამოქალაქო ან სამხედრო პირის) მოკვლის ან მასზე თავდასხმის გამო, მნიშვნელოვანი ფაქტორია ომის ტრავმატული ნევროზისთვის. აქ შემთხვევაში ბრძოლა მიდის მილიტარისტულ კოდსა და მანამდე არსებულ უფრო ძლიერ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კოდს შორის.

2. ფიზიკური ტრავმა ან ქირურგიული ტრავმა, რომლის გამოც მოხდა იძულებით იმობილიზაცია ხელს უწყობს ომის ტრავმატული ნევროზის განვითარებას, რადგან იგი ართმევს ჯარისკაცს შესაძლებლობას მოძრაობის/მოქმედების საშუალებით გამოვიდეს სტრესული მდგომარეობიდან (ანუ ლონიგზე მიჯაჭვულობა უარესია ასეთი მდგომარეობისთვის).

3. მეტყველების მოშლა, როგორიცაა ენის ბორძიკი ასევე შესაძლოა გაჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა ჯარისკაცს.

4. ომის მოგონებების და ბრძოლის სცენებით სავსე სიზმრების მონოტონური გამეორება დანარჩენ მსოფლიოს ძალიან საშიშ ადგილად აქცევს. პაციენტი ყოველდღიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ისე რეაგირებს თითქოს ბრძოლის ველზე იყოს (მაგ. აგრესია, უმიზეზო ჩხუბი, გაღიზიანება, უმიზეზო ეჭვიანობა, ცემა (მაგ. მეუღლის, შვილების)

ქვემოთ მოცემულ ფილმში (ნაწილ-ნაწილ არის მოცემული) ასახულია 18 სხვადასხვა რანგის ბრიტანელი ჯარისკაცის მკურნალობის პროცესი, რომლებსაც სწორედ ომის პერიოდის ნევროზის აწუხებდათ. ფილმი გადაღებულია 1917 წელს, ნეთლის სამხედრო ჰოსპიტალში.

ნეთლის ჰოსპიტალი – რიგითი (23 წლის) – სრული რეტროგრადული ამნეზია, ისტერიული დამბლა, კონტრაქტურა (დაზიან. კიდურის მოძრ. შეზღუდვა), მუტიზმი (სიმუნჯე, უარი პასუხის გაცემაზე) და უნივერსალური ანესთეზია (მგრძნობელობის დაკარგვა).

 

ნეთლის ჰოსპიტალი – კაპრალი (27 წლის) ისტერიული ”მოცეკვავე” სიარულის მანერა

 

1916 წ. დევონშირის ჰოსპიტალი (ომის ნევროზით დაავადებული ყოფილი ჯარისკაცების წყლის სხვადასხვა პროცედურებით მკურნალობა (წყლის ჭავლი, შხაპი, მეტად საინტერესო კადრებია)

 

გამოყენებული ბმულები:

SPARTECUS

CSR

AJP

 

 

Advertisements

5 comments on “ომის პერიოდის ნევროზი

  1. ჰმ, ძალიან საინტერესოა,
    ჩემი მამიდაშვილი არის ნამყოფი ყველა ომში, რაც კი მისი დაბადების მერე (1964დან) საბჭოთა კავშირს ან საქართველოს უწარმოებია. ბევრჯერ მინახავს ნასვამზე ამხელა კაცის ტირილი. საბედნიეროდ ეს სინდრომი არ აქვს, მაგრამ, ადვილი წარმოსადგენია უფრო სუსტი ფსიქიკის ადამიანები რა დღეში შეიძლება ჩააგდოს ომის საშინელებამ :/

    ვიდეოებს თვალის გადავლებით ვუყურე, ძალიან მძიმე კადრებია :/

    • ხო ზემოთ ჩამოთვლილია ეს სიმპტომები რაც ახასიათებს ამ სინდრომს. სუსტი ფსიქიკაც და ძლიერი ფსიქიკაც შეიძლება გატყდეს თუ მძიმე სანახაობას შეესწრო, ერთია დაუშვათ როცა ისვრი სანგრიდან ან სხვა რამ სამალავიდან და ვერ ხედავ ვის ესვრი და რა შედეგი აქვს შენს ნასროლ ტყვიებს. მეორეა როდესაც პირისპირ შემოგაკვდება ვინმე, ან შენს თვალწინ აფეთქდება ამას უკვე ბევრი ვერ გაუძლებს ალბათ.

      და ხშირ შემთხვევაში სახეზე სასმელის და ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარება გვაქვს, რაც ჩვენს შემთხვევაში აფხაზეთის ომის მერე ძალიან გამოიკვეთა სამწუხაროდ 😦

      ვიდეობი ჩემთვისაც აღმოჩენა იყო 😦

    • პოლიგლოტის ბედჯის ქვემოთ არის გაზიარების ღილაკი, და სათითაოდ პოსტს ვერ გავუკეთე 😦 სამწუხაროდ

      ისე პოსტზე რომ შედიხარ და მაგას აჭერ ჩვეულებრივ აზიარებს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s