ყვითელი ავტობუსი


მივდივარ სახლისკენ მანქანით, მივუყვები აღმაშენებლის ხეივანს, სწრაფ ზოლში ვარ, 100 კმ/სთ მიჭირავს მომატების პერსპექტივით, მივდივარ კი არა და მივქრივარ და უეცრად უკნიდან ვიღაც მინთებს ფარებს (მე-უფრო-ჩქარა-მოვდივარე-და-გამატარე-სიგნალი), მზერა ვწყვიტე უკანა ხედვის სარკეს და ჰოი საოცრებავ!!!!!!! ყვითელი ავტობუსი მოქრის და მინთებს ფარებს, გაიწი შე ლოკოკინა, ვერ ხედავ როგორ მოვქრიო! (ფარების ანთებაზე მივხვდი რაც თქვა), მოკლედ, ასე უეცრად 100/110 კმ/სთ სიჩქარით უცებ გვერდზე გადასვლა ძნელია და არ არის სასურველი, თან როცა მეზობელ ზოლში მანქანები მოგყვებიან, ის კი მაინც მინთებს, ლამის მოწებებულია უკვე ჩემს მანქანას, მოკლედ ვუმატე სიჩქარეს, გადავასწარი გვერდზე მიმავალ მანქანას და გადავედი გვერდზე, რომ გზა დამეთმო სწრაფად მომავალი ავტობუსისთვის, სადაც ისხნდნენ მგზავრები (ანუ ჯგუფი კი არა პასაჟირები რა), აი ვენახში სამ თვლიანი მოტოციკლეტით ყოფილხართ რთველში ან ან ძველი ვილისით ალაზანზე? ზუსტად ეგრე დახტუნაობდნენ მგზავრები ავტობუსში ზემოთ ქვემოთ.

მოკლედ ეს ყვითელ ჰალსტუხიანი წესებს არღვევდა და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა. არ გეგონოთ ეს პირველი შემთხვევა იყოს, მოშხუილე ყვითელი ავტობუსი ბევრი მინახავს, განსაკუთრებით პატარები რა თქმა უნდა რადგან შესახსრებული ყვითელი ავტობუსი ალბათ ვერ გაბედავს ასეთ სიჩქარეს.

ავარიებიც მათი მონაწილეობით სახეზეა. გუშინ იყო კიდევ ერთი ასეთი ავარია თავისუფლების მოედანზე.

(სურათი აღებულია ამ ბმულიდან).

საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 29.  მოძრაობის სიჩქარე

1. მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე.

2. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას.

4. დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა:

ა) მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ავტომა-გისტრალზე – არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;

ბ) საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე – არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;

გ) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე – არა უმეტეს 80კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; (15.06.2005. N1621)

დ) ძარით მგზავრთა გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა – არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;

ე) ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გადააქვთ საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი – არა უმეტეს იმ სიჩქარისა, რომელიც გათვალისწინებულია გადაზიდვის პირობებით.

5. მძღოლს ეკრძალება:

ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასია-თებლით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;

გ) სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაბრკოლების შექმნა ნელი მოძრაობით, თუ ეს აუცილებლობით არ არის განპირობებული;

დ) მკვეთრი დამუხრუჭება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭების გარდა.

ესეც წაიკითხეთ 🙂

Advertisements

8 comments on “ყვითელი ავტობუსი

  1. უჰ,: (
    კი მაგრამ ზოგადად მძღოლების უმეტესობა მართვის მოწმობას რაში იღებს, არ იციან სად გაიარონ და სად არა? ან როგორ გაიარონ? : (

    • ჩემი ნება რომ იყოს ნახევარ თბილისს მართვის მოწმობას ჩამოვართმევდი, გამოცდას ძალიან გავამკაცრებდი განსაკუთრებით მარშუტკის და ავტობუსის მძღოლებისთვის

  2. მდაა… საერთოდ ყველა ცუდად დადის.. მძღოლები ერთმ,ანეთს პატივს არ სცემენ, და ისე უდიერად აგდებნენ საავარიო მდგომარეობაში.. ხშირად მქონია შემტხვევა, როდესაც რაღაც სისულელეს გამიკეთებს მძღოლი და მერე ირრიჭება იმ იმიტომ რომ ქალი ვარ.. რა სიბრიყვეა…

  3. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გასწრებაში ამას წინათ… მე ერთ-ერთში ვიჯექი და ბოლოს მხოლოდ მაშინღა შეწყვიტა მძღოლმა ეს “გონკაობა”, ლამის ყველა მგზავრმა სათითაოდ რომ აგინა 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s