Posted in აქეთური იქეთური

კენედი რომ ქართველი ყოფილიყო


დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე (ნუ თემასაც ვერ ვუწოდებთ) დამეწერა და თავი ვერ მოვაბი, თუმცა ორიოდე დღის წინ ვნახე პოლანსკის ბოლო ფილმი ”უჩინარი ავტორი”, რომელმაც თითქოს თავი მოუყარა აზრებს და დღევანდელ პოსტს მიმართულებაც მისცა. ქალი, მისი როლი მეუღლის ცხოვრებაში და კრიტერიუმები, რომლითაც კაცი მომავალ მეუღლეს არჩევს. ვიცი ამ თემებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ მე შევეცდები მოკლედ გადმოვცე რასაც ვფიქრობ, რაშიც ალბათ უფრო მეტად საკუთარი გამოცდილება დამეხმარება.

ქართული ფონი ამ მხრივ ძალიან მძიმეა, ძლიერი ეძებს სუსტს (ერთი შეხედვით ასე ჩანს), მასზე ნაკლებად ჭკვიან, ნაკლებად მოხერხებულ და გამჭრიახ ქალს, ან საერთოდაც ქარაფშუტა არსებას, ჩემი აზრით ერთის მხრივ თავისი უპირატესობის მეტად ხაზგასასმელად, მეორეს მხრივ თუ თავადაც სუსტია და ნაკლები ინტელექტის მქონე ან ასეთის საერთოდ არ მქონე, მაშინ მითუმეტეს რაში სჭირდება გვერდით ჭკვიანი ქალი, ნებისმიერ შემთხვევაში მას სურს ქალთან მიმართებაში დიდი უპირატესობა ჰქონდეს ყველა სიტუაციაში, შინ თუ გარეთ. ამის ნათელი დასტურია უკვე მიღებული პრაქტიკა ცნობილ ფეხბურთელს, კალათბურთელს + მოდელი, გუშინ მიტინგების აქტივისტი დღეს უკვე პოლიტიკოსი + მოდელის მიქსები (კიდევ ერთხელ: გამონაკლისებზე აქ არ ვისაუბრებ).

აქვე მოვიყვან დიალოგ-მაგალითს პირადი გამოცდილებიდან:

ბიჭი: ”მგონი გადავწყვიტე ცოლად მომყავს”

მე:  ”კი მაგრამ შენ არ იყავი რომ ამბობდი უტვინო, ქარაფშუტა, გატუტუცებული მამიკოს გოგო, ტვინს ტ”””””ს ლაპარაკით ” (გაკვირვებული)

ბიჭი: ”მეც ეგ მინდა, მაწყობს, მოვიყვან ფუტლიარს, რომელსაც ერთ-ორ რამეს ასწავლი და ხალხშიც ფუტლიარივით დავაყენებ, მეტი ტვინის ჭყლეტა არ მინდა რა”

აბა რას იტყვით? და კიდევ რამდენი ასეთი მსგავსი მომისმენია. 10-დან ალბათ 1 კაცი თუ ჩათვლის, რომ მისთვის მისი მეუღლის თანადგომა, რჩევა და მხარდაჭერა გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია. უმრავლესობა რასაკვირველია უგულებელყოფს მეუღლის აზრს, საერთოდ არ ისმენს და ზოგს ისე აქვს საქმე დაყენებული ოჯახში, რომ ასეთ (იქნებ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ) მომენტებში ქალმა საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღოს და მეტიც გავიდეს თავჩაღუნული ოთახიდან.

კიდევ ერთი მაგალითი პირადი გამოცდილებიდან (ახლო წრიდან):

ზრდასრული ცოლ-ქმარი, უკვე დაოჯახებული შვილებით, ოჯახის უფროსმა სამი ბინა გაყიდა ვალების გამო, (მისი მიზეზით ეს ვალები) ისე რომ ცოლს ერთი სიტყვა არ ათქმევინა, და ასე უსიტყვოდ ”პატივმოყვარე” ”ქე რომ ოჯახში სიტყვა ეთქმის” ”როხროხა და გრუხუნა” უკუდო ამპარტავანმა სამი ბინის პატრონი ოჯახი გადაიყვანა ნაქირავებ ბინაში. არ უკითხია არაფერი არც ცოლისთვის, არც შვილისთვის საერთოდ არავისთვის.

შევეხოთ კიდევ ერთ ფენომენსაც ქართულ რეალობაში (მიყვარს ეს კომბინაცია):

ეს არის უკვე დაოჯახებული მამაკაცების ფენომენი. მოქმედ პირთა წრე ამ შემთხვევაში უფრო დიდია მამაკაცი, მისი მეუღლე და ხშირ შემთხვევაში შვილები, და მათ ფონზე მამაკაცის ახალი გატაცება, რომლისთვისაც მზად არის დატოვოს ოჯახი (და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება), თუმცა ოჯახის დატოვება არც 5 წამში ხდება და არც 5 დღეში, ახალი სიყვარულის გამოჩენამდე ასეთი მამაკაცი უკვე ფსიქოლოგიურად განწყობილია იმისთვის, რომ მას შესაძლოა ოჯახი დაენგრეს (ნუ ეს მისთვის დანგრევა არ იქნება), მას და მეუღლეს შორის ურთიერთობა დიდი ხანია რუტინად არის ქცეული, გრძნობა მინავლებულია (IF ANY), მხოლოდ დაუსრულებელი მოვალეობები, ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, და შესაძლოა მათაც არ ასრულებდეს სრულად, მოკლედ რომ ვთქვათ ფონი მზად არის იმისთვის, რომ ზეაღნიშნული მამრი გარე-გარე აცეცებდეს თვალებს და ეძიებდეს ახალ გატაცებას, სიყვარულს, საყვარელს და ა.შ. (ნუ აქ ცხადია იწყება დაუსრულებელი თათბირები, შეხვედრები, ლანჩები, ვახშმები, სადილები, ბანკეტები, პროექტების მთელი სერია და სახლში მხოლოდ მინავლებული სახით დასაძინებლად მისვლა).

აქ ჩემი პირადი გამოცდილებიდან უფრო მეტი მაქვს სათქმელი, რადგან ის ადამიანები, რომელთაც ერთ დროს ჩემი შეყვარებული ან საქმრო ერქვათ დღეს უკვე დაოჯახებულები არიან და შვილებიც ჰყავთ. მათ არ ავიწყდებათ ჩემი ტელეფონის ნომერი, არც დარეკვა და ორი ან სამი შვილის დაფიცება იმის სათქმელად, რომ ისევ ვუყვარვარ 🙂 🙂 მძიმე სურათია საკმაოდ. ხშირ შემთხვევაში გაჭირვების ტალკვესიც ვარ, დარეკვა და შეძრწუნებული ხმა: ”ესე ესე არის საქმე და რა ვქნა, როგორ მოვიქცე?” (არ ვაყვედრი არავის არანაირად, სრულიად უცხო ადამიანსაც შემიძლია დახმარება გავუწიო ჩემი საკუთარი სურვილით). ყოფილებს რომ თავი გავანებოთ, ახალი ”თაყვანისმცემლებიც” ბევრნი არიან დაოჯახებულთა რიგებიდან, ჰმ მაოცებს ეს ხალხი, მაოცებს . .  .

არ შეიძლება ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გადადგა, დღეს ეს გინდოდეს და ხვალ აღარ გინდოდეს, სხვისი ბედით ითამაშო, შენი პატივმოყვარეობა და სახელი შელახო . . .

დავუბრუნდები სათაურს, თორემ ძალიან გავცდი ვატყობ 🙂 კენედი, რომ ქართველი ყოფილიყო? კენედი ჭკვიანი იყო, მან ძალიან კარგად უწყოდა რას ნიშნავდა ჭკვიანი ქალი გვერდით, იცოდა და ხედავდა მისი მეუღლის როლს მომავალ გეგმებში და კარიერაში, არც შემცდარა, მის გვერდით ნამდვილი პირველი ლედი იდგა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ის არასოდეს დაანგრევდა ოჯახს, მითუმეტეს მონროს მიზეზით.

მაგრამ ქართველი რომ ყოფილიყო? კი, დაანგრევდა აუცილებლად, და აუცილებლად მონროს მიზეზით.

შეიძლებოდა აქ უფრო მეტი გაშლა გამოშლა ამ თემების მაგრამ მეზარება და მეძინება უკვე.

და ბოლოს პოლანსკის ფილმიდან ნაკვესი, რომელმაც ამ პოსტს როგორც იქნა საშველი დააყენა.

და აქვე იგივე ნაწყვეტი რობერტ ჰარისის და რომან პოლანსკის სცენარიდან ”უჩინარი” , მაინც ვაიდა ვინმემ რუსული არ იცოდეს და ინგლისური იცოდეს: 🙂 🙂

Ruth Turns off the television. Her mobile phone begins to ring. She glances at it.

Ruth: “It’s Adam, Calling to ask how I think it went” (turning it off)

Let him sweat.

Ghost: “Does he always ask your advice”

Ruth: “Always. And he used to take it. Until just lately”.

ახლა მთლიანად ფილმში რა როლიც აქვს ამ ქალს იმას ნუ გაითვალისწინებთ და აგენტზე ნუ შეაჩერებთ არევანს , მე უბრალოდ ჭკვიან ქალზე და მის როლზე გავაკეთე აქცენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში 🙂 🙂

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

19 thoughts on “კენედი რომ ქართველი ყოფილიყო

  1. ყველაფერი მარაზმი საქართველოში ხდება, ამას უკვე ნელ–ნელა ვეგუები :დ

    მხოლოდ ერთეულებმა იციან რა არის ოჯახი და რას ნიშნავს თანადგომა 🙂

  2. ახლა შენ ფაქტებს ნუ არგებ პოსტს 🙂
    ჯერ ერთი ჯეკი კენედი თავად გავდა და იყო მოდელი. თუ ჭკუით აფასებ ამერიკას ბევრად უფრო მეტი ჭკვიანი პირველი ლედი ყავდა – რუზველთით დაწყებული და ქლინთონით დამთავრებული. ნუ მანამდე არ ვიცი – კიდევ იქნებოდნენ უფრო ადრეც.

    მეორეც მონრო სულაც არ ყოფილა ქარაფშუტა და ცარიელი. საკმაოდ კარგი მსახიობი იყო და არც ერთ ფილმს არ აფუჭებს, სადაც თამაშობს.

    მესამეც ქენედისა და მონროს ურთიერთობებზე ხმები ერთობ გადაჭარბებულია. JFC ძალიან ბევრი ქალი ყავდა და ერთ-ერთი მათგანი იყო მონრო. უბრალოდ, მეგა-ვარსკვლავი იყო და ამიტომ შემორჩა ისტორიას.

    უნდა იცხოვრო იმ ქალთან ვინც გიყვარს. და იქამდე, სანამ გიყვარს.
    მოდელია თუ არამოდელი მნიშვნელობა არ აქვს.

    1. კარგი მსახიობი არ ნიშნავს იმას რომ ტვინი გადმოგდის 🙂 🙂 🙂 და ჟაკლინის შესაძლებლობებს ნამდვილად ვერ შევადარებ მონროს 🙂

      და გეთანხმები რომ ბევრი ჭკვიანი პირველი ლედი იყო თუმცა ამ შემთხვევაში ჟაკლინზე მქონდა საუბარი 🙂 მხოლოდ

      შენი კომენტარის ბოლო ორი ფრაზა ძალიან მომეწონა 🙂 🙂 :*

      1. ცარიელი ტვინი რა ჯახნაბაა? 🙂 ჭკვიანი და უნიჭო?
        მონრო სულელი არ ყოფილა ნამდვილად. ცუდად იცნობ.
        ჟაკლინს უბრალოდ უკეთესი განათლების მიღების საშუალება ჰქონდა. თან ლამაზი იყო და კარგი გემოვნება ქონდა. რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი. მაგრამ შენი წერილის პათოსით თუ ვიმსჯელებთ, შენთვის არასაკმარისია – ამიტომ გითხარი ფაქტებს ამახინჯებ როცა პრაქტიკულად ერთნაირ ორ ქალს უპირისპირებ ერთმანეთს. ჯექი სანამ პირველი ლედი გახდებოდა უკვე იყო ძალიან პოპულარული და ცნობილი. პრაქტიკულად ვარსკვლავი იყო ასე რომ, JFC იქორწინა ვარსკვლავზე და გაუგებარია რატომ უნდა მიეტოვებინა ერთი ვარსკვლავი და წასულიყო მეორესთან? თუნდაც ქართველი ყოფილიყო.

    2. ჟაკლინი იმ წრეში იყო ვარსკვლავი რაც კენედის ძალიან აწყობდა, და შესაფერისი იყო მისთვის, საკადემიური და განათლებული ახალგაზრდა ლედი, აკმაოდ კარგად ვიცნობ მის ბიოგრაფიას, რომ ეს დავწერო, მონრო თავის სფეროში იყო ვარსკვლავი, როლებს კარგად ასრულებდა და ა.შ. მე არ ვუპირისპირებ ერთმანეთს მონრო ყოველთვის კონტრ ქალი იქნება ჯეკისთვის 🙂

      რატომ უნდა მიეტოვებინა? კი არა და მიატოვა კიდეც ერთი პერიოდი და ეს იცოდა მთელმა მსოფლიომ

      ყოველთვის dream couple-ად მიიჩნეოდნენ ჯონი და ჯეკი მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მათ შორის დიდი სიყვარული იყო და არც არავინ ამბობს ამას დღეს

      1. კაი ახლა… მუზეუმში მაინც არ ვიყო ნამყოფი 🙂
        ქენედის ძალიანაც უყვარდა. წერილები აქვს თუნდაც მიწერილი სრულიადაც არახელოვნური და სასიყვარულო.
        სხვა საქმეა რომ მას ზოგადად უყვარდა ყველა ლამაზი ქალი და უამრავი ყავდა.

        არც არასდროს მიუტოვებია. ახლა ვერსიები ალბათ მილიონია. ისიც, რომ მონრო მოკლეს. და ისიც, რომ ამერიკელები მთვარეზე არ გადასულან.
        მე ეგეთი სისულელეების არ მჯერა ზოგადად.

        კაი რაც არის არის.
        აქ იყოს როგორც გინდა. შენი ბლოგია ბოლო-ბოლო. 🙂

    3. ხო კენედის ყველა უყვარდა აბა რა სუფთა ქართველი იყო :)))))))))) ხანდახან უნდა დაიჯერო რაღაცეები

      მის ბიოგრაფიას რომ გავეცანი ჟაკლინი შემეცოდა, რა მძიმე დღეები ჰქონდა და მაინც სადღაც უნდა მდგარიყო, რაღაც შეხვედრაზე წასულიყო, კამერების წინ გამოსულიყო და ისე რომ არაფერი შეემჩნია, ერთ თეთრ სახლში იყვნენ და ცოტა ხანი ცალ–ცალკეც ცხოვრობდნენ ანუ სხვადასხვა საძინებელს ვგულისხმობ

  3. ეგ მიტოვება არაა. 🙂
    JFC ჰქონდა გარკვეული სექსუალური აშლილობა მედიკამენტების ფონზე.
    ზურგის ტკივილები ქონდა და მედიკამენტებზე იყო მუდმივად და სწრაფად ბერდებოდა ორგანიზმი.
    თან, ქართველი რა შუაშია? ადამიანი ადამიანია და მონოგამიური არ არის ზოგადად. და თეთრ სახლში არის ცნობილი კორიდორი, საიდანაც ქენედისთვის ქალები მიყავდათ… დღეს მაგას არავინ მალავს და ტურიტებსაც ეუბნებიან. თუ მოხვდები DC-ში დარწმუნდები.

    თან, ახლა რა გამოგდის?
    ქალი არის ნივთი, რომელიც მამაკაცს უნდა ემსახუროს. კუხნაში ემსახურება თუ კამერების წინ რა მნიშვნელობა აქვს?
    შენ ეგრე გამოგივიდა – აი, ქენედი რა ჭკვიანი იყო, აირჩია ქალი, არა სიყვარულით, არამედ ანგარებით, რომ კარიერა გაეკეთებინაო. აი, როგორც საათს ირჩევენ ან პერანგს ან კოსტიუმს… მოკლედ, დრეს-კოდის პრინციპით.

    ისე, ამერიკაში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, საფრანგეთში.
    მაგრამ ქენედის ბევრს პატიობდნენ. შემდეგი პრეზიდენტი, ვისაც ასევე აპატიეს ცოლის ღალტი ბილი იყო.
    თუმცა, ბევრ საპრეზიდენტო კანდიდატს სწორედ ამის გამო დაენგრა კარიერა.

    1. ყველა ყველაფერს პატიობს საბოლოო ჯამში

      და საერთოდ ამ პოსტში კენედი ძალიან ლაითად არის მოხსენიებული სულ ორი ხაზით მგონი

      უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე ვსაუბრობ ზემოთ და მაგალითებიც მომყავს შესაბამისი

      კენედის რატომ ჩააცივდი ვერ ვხვდები

  4. რომელს მოგეშველოთ?

    მე.
    ჯერ ერთი აქ სხვის მოედანზე ვარ და ისედაც არათანაბარ მდგომარეობაში ვარ.
    მეორეც, სკოლის ატესტატში ისტორიაში 5-იანი რომ გამოგაყოლე, კაი იყო?

  5. ლოოლ, ეგ ხოო, მართალია, უმადურობი ვერ ვიქნები :დ
    არა უშავს თამუნ, ნუ გეშინია, შენ არაფერი მოგივა, კაჟი ხარ, უდრეკი კლდე :დ :*

    მხოლოდ დისკუსიისთვის:
    ევა პერონ გახსოვთ? ნუ რახან მერლინსა და ჟაკლინს ვადარებთ ერთმანეთს და ვამბობთ რომ ერთი ერთ სფეროში ვარგოდა, მეორე მეორე სფეროში, მაშინ გავიხსენოთ ევა პერონი :დ მსახიობიც იყო, მოდელიც, და როგორც კი ცოლად გაჰყვა ხუან პერონს, მორჩა. მიატოვა წინა ცხოვრება და ქმარს მხარში დაუდგა. აბა ვინმემ თქვას რომ მსახიობი ქალი ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე : )

    პარტნიორის არჩევას რაც შეეხება, ამაზე მერე :კრეჭია სმაილი:

    1. ნუ ევა პერონი სხვა მოვლენაა საერთოდ ❤ ❤

      თან როგორც პოსტში ვთქვი გამონაკლისები არიან უბრალოდ მათზე არ დავწერე

      ფაქტი არის ერთი რამ პარტნიორის არჩევა დღეს ძალიან რთული ამბავია და ხშირად რა თქმა უნდა არადაექვატურია ეს არჩევანი სამწუხაროდ 😦

      1. საერთოდ, ამბობენ რომ ქალები უფრო რომანტიკულად უდგებიან ამ საკითხს, მამაკაცები კი პრაქტიკულადო და რავიც, ყველაფერი ინდივიდუალურია, ასე მგონია მე.
        რადგან ფაქტია ასეთი რამ: სიყვარული აუცილებელია ოჯახისთვის, თუმცა ერთადერთი ფაქტორი არაა. მეორე მხრივ, ასევე ფაქტია: მოყვარული ცოლ–ქმარი ცულის ტარზეც დაეტევიან…

        ასე რომ, დასკვნა თავად გამოიტანეთ ხალხ :დ

        მე უბრალოდ ვბრაზდები როცა ქორწინდებიან ვნების/სექსის დაკანონების გამო და არა იმიტომ რომ აცნობიერებენ რა არის ოჯახი. გაუვლით ვნება და მერე ოჯახს ანგრევენ : ( ამასაც აქვს თავისი სახელი, მაგრამ რომ ვახსენო, შეიძლება გამოვარდნენ და ყელი გამოიბრდღვნან :დ
        ხო, კიდევ დავამატებდი, რომ ვიღაცა იტყვის, მაშინ მიეცით სექსუალური თავისუფლებაო, ვან ნაით სთენდი ან ერთი ნახვით შეყვარება ან მსგავსი. არც ამას ვეთანხმები. იმიტომ რომ ეს შეიძლება ადვილად გადაიზარდოს მეორე უკიდურესობაში.. რომელსაც ასევე მოჰყვება დამანგრეველი შედეგი…

        ыыы, რა სიბრძნეებს ვაფრქვევ, :დ :დ ეს ყველაფერი იმჰოა, იმჰო!

        ლორდიც მართალია რაღაც კუთხით და შენც მართალი ხარ რაღაც კუთხით.

დატოვე კომენტარი