”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”


მე და დიკაპრიო ერთად გავიზარდეთ 🙂 ახლაც შეიძლება ნახოთ ჩემს სახლში წიგნები, რვეულები დიკაპრიოს ფოტოებით, სტიკერებით, შემორჩენილი ძველი 90-იანი წლებიდან, მახსოვს კედლებზე მისი პოსტერები მქონდა გაკრული .. .

ლეოს ანგარიშზე უამრავი ფილმია, ”ტიტანიკი” მათ შორის ყველაზე გამორჩეულია თუმცა მე ამ ფილმს მის, როგორც მსახიობის წარუმატებლობად განვიხილავ.

მისი ადრეული ფილმებიდან ავღნიშნავ 1993 წელს გადაღებულ ფილმს ”რას მიირთმევს გილბერტ გრეიფი”, რამაც 19 წლის ასაკში პირველი ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინაცია მოუტანა მსახიობს, 1995 წელს გადაღებული ფილმი ”სრული დაბნელება”, სადაც ლეონარდო არტურ რემბოს რულს ასრულებს (ფილმი ასახავს რემბოს და ვერლენის ურთიერთობებს) და 1996 წელს გადაღებული ”მარვინის ოთახი” რობერტ დენიროს, მერილ სტრიპის და დაიან კითონის კომპანიაში.

ხოლო უახლესი ფილმებიდან რა თქმა უნდა გენიალური მარტინ სკორსეზეს ”ნიუ იორკის ბანდები”!!!!  LOVE THAT GORGEOUS FILM!!!!!

ბოლო ფილმი ”დასაწყისიINCEPTION ჯერ არ მაქვს ნანახი, იმედია ბილეთები შემხვდება და მალე ვნახავ.

ფილმი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება 160 000 000$ ბიუჯეტით, მთავარ როლებშო ლეონარდო დიკაპრიო, მარიონ კოტიარი როგორც femme fatale, ელენ პეიჯი, მუსიკა ჰანს ციმერი, რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი.

ფილმის პრემიერა 16 ივლისს შედგა, მისი ბიუჯეტი 160 000 000$, გამოსვლიდან პირველ კვირას ფილმმა უკვე  $62,785,337 შემოსავალი მოიტანა, ჯამში 21 ივლისის ჩათვლით მიღებულია $108,091,000.

ლეონარდო დიკაპრიო

რას ამბობენ? ამბობენ მატრიცას შემდეგ საუკეთესო ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟანრშიო. ვნახოთ ვნახოთ . . . .

მარიონ კოტიარი – ჩემი საყვარელი მომენტი

დიკაპრიო ფილმში ასრულებს Dom Cobb-ის როლს, რომელიც შედის ადამიანის ქვეცნობიერში და იპარავს იდეებს, სიზმრებს.

ციტატები ფილმიდან:

Cobb: ”რომელი პარაზიტი ცხოვრობს ყველაზე დიდ ხანს? მხოლოდ იდეა. ადამიანის იდეა, რომელსაც შეუძლია ააგოს ქალაქები. იდეა, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას მსოფლიო და ხელახლა დაწეროს კანონები. ამიტომაც მე ვალდებული ვარ მოვიპარო ისინი”.

Cobb: ”ერთი რამ უნდა იცოდე ჩემს შესახებ. ჩემი სპეციალობა უსაფრთხოების განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ქვეცნობიერი უსაფრთხოება ჰქვია”.

Fischer: ”სიზმრებს გულისხმობ?”

Cobb: ”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”

მიყვარს ეს ბიჭი!!!

 

ბატონო სკორსეზე  მოიფიქრეთ რამე, მინდა, რომ ეს ბიჭი მალე ვიხილო ოსკარით ხელდამშვენებული!

Advertisements

7 comments on “”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”

  1. ძალიან სიმააპტიურად გაიზარდა ეს ყმაწვილი…”შეშლილთა კუნძულში” მომხიბლა, იმედი მაქვს აქაც მომეწონება…უდაოდ უნიჭიერესი მსახიობია :))

  2. “ტიტანიკი” მაგარი ჩაშვებული ფილმია. რაც შეეხება ლეონარდოს ფილმებს თხოვნა მაქვს “Revolutionary Road” არ დაგვავიწყდეს.

    • გეთანხმები, ოკ მაგ ფილმს გავითვალისწინებ, კიდევ უამრავი ფილმი მომწონს რომელიც გამომრჩა კი არა და დისერტაციას დამაწერინებდა დიკაპრიოზე :)))) კარგი ბიჭია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s